GSS კოდექსი | გამოწერა | ჩვენს შესახებ | პროდუქტები | მოგვწერეთ
განახლების პაკეტი
Demo ვერსია
პარტნიორები
ფასები და
მომსახურების ტარიფები
მომხმარებლის
სახელმძღვანელო

განახლების პაკეტის წინა ვერსიები


განახლების პაკეტი (v 1.012) პროგრამისათვის 'GSS კოდექსი'
განაახლეთ პროგრამა ინტერნეტიდან:

გახსოვდეთ, რომ ჩვენი პროგრამის 'GSS კოდექსი' მომხმარებლებს საშუალება აქვთ სისტემატურად , ყოველდღიურად, განაახლონ ინტერნეტიდან, ჩვენი ფირმის სერვერის საშუალებით, როგორც თვითონ პროგრამა 'GSS კოდექსი' ასევე, პროგრამის ბაზა Online რეჟიმში.
 

სიახლეები პროგრამაში 'GSS კოდექსი' - 29 აგვისტოდან

ყველაფერი გალამაზდა... თქვენს წინაშეა ახალი, ლამაზი და მოხერხებული გარემო. გარემო, რომელიც აქვს ყველაზე თანამედროვე და მომხიბვლელ Microsoft Office 2003 პროგრამებს. აღნიშნულ გარემოში, მენიუს და ინსტრუმენტების ზოლს თქვენ უკვე შეგიძლიათ მიუთითოთ თქვენთვის სასურველი ადგილმდებარეობა, ასევე შესაძლებელია სრულად გააქროთ ან გამოაჩინოთ ისინი, პროგრამა კი უზრუნველყოფს ყოველივე ამის დამახსოვრებას და მისი ხელახალი გაშვებისას იგივე მდგომარეობის კორექტულად აღდგენას.

შეიცვალა ინსტრუმენტების ზოლის ბრძანებების მიმდევრობა. ახალ მიმდევრობაში უკვე გათვალისწინებულია მათი ფუნქციონალური დანიშნულებების პრიორიტეტები. ის შემდეგნაირად გამოიყურება:


*  სანიშნეების სისტემა:

პროგრამას დაემატა სანიშნეების სისტემა. ამ სისტემის საშუალებით შეგიძლიათ ჩაინიშნოთ კოდექსის ფანჯარაში გამოტანილი ნებისმიერი ინფორმაცია და შემდეგ ძებნის გარეშე, მარტივად გამოიძახოთ იგი.

 

ამ სისტემასთან მუშაობა შესაძლებელია ძირითადი მენიუს 'სანიშნეები' დახმარებით. განვიხილოთ მისი ქვემენიუები:

დამატება სანიშნებში

ერთხელ მოძებნილი და კოდექსის ფანჯრაში გამოტანილი ინფორმაციის ჩასანიშნად მონიშნეთ ძირითადი მენიუს 'სანიშნეები', ქვემენიუ 'დამატება სანიშნებში'.

 შედეგედ გაიხსნება შემდეგი ფანჯარა:

სისტემა გამოტანილი ინფორმაციის შესაბამისად სანიშნს ავტომატურად ანიჭებს სახელს, რომელიც თქვენი სურივილისამებრ შეგიძლიათ დაარედაქტიროთ. აირჩიეთ სასურველი საქაღალდე, სადაც გინდათ მიმდინარე გვერდის ჩანიშვნა და შეასრულეთ ღილაკის 'თანხმობა' ბრძანება. შედეგად მოხდება მისი არჩეული სანიშნეების საქაღალდეში დამატება.

ხოლო, თუ გსურთ იგი ახალ საქაღალდეში ჩაინიშნოთ, მაშინ მონიშნეთ ის ადგილი, სადაც ეს საქაღალდე გინდათ რომ გაიხნას და შეასრულეთ ღილაკის 'ახალი' ბრძანება.

გამოტანილ ფანჯარაში შეავსეთ ახალი საქაღალდის დასახელება და დააფიქსირეთ იგი კლავიშის 'Enter' ან ღილაკის 'თანხმობა' გამოყენებით. შედეგეად მოხდება საქაღალდის დამატება.

იმ შემთხვევაში თუ გსურთ ბმულით მითითებული ინფორმაციის ჩანიშვნა, მიიტანეთ მაუსის მიმთითებელი ბმულთან და კონტექსტური მენიუს დახმარებით ამოირჩიეთ ქვემენიუ 'ბმულის დამატება სანიშნებში'.

სანიშნეების მართვა

თქვენს მიერ ჩანიშნული სანიშნეების სამართავად (ორგანიზებისათვის), მონიშნეთ ძირითადი მენიუს 'სანიშნეები' ქვემენიუ სანიშნეების მართვა. შედეგად გაიხსნება შემდეგი ფანჯარა:

აქ თქვენ შეგიძლიათ ჩანიშნული სანიშნეების და მათი საქაღალდეების შექმნა, მათთვის სახელის შეცვლა, წაშლა და გადაადგილება, ყოველივე ამის აღწერა დეტალურადაა მოცემული კოდექსის დახმარების ფანჯარაში.

სანიშნეები

აღწერილი ქმედებების შედეგად თქვენს მიერ ორგანიზირებული სანიშნეების სისტემა იმავდროულად აისახება ძირითადი მენიუს 'სანიშნეები' ქვემენიუდ. შემდგომში სწორედ აქედან, მათი მონიშვნით იქნება შესაძლებელი, მათ მიერ მითითებულ ინფორმაციაზე სწრაფად (ძებნის გარეშე) გადასვლა. მონიშნეთ ნებიემიერი მათგანი და. შედეგად მიიღებთ:

შედეგად მიიღებთ:


*  გლობალური და კოდიფიცირებული ძებნა:

გლობალური ძებნის' ფანჯარას შეეცვალა სახელი და გახდა 'ნორმატიული აქტების ძებნის' ფანჯარა

ასევე გაუქმდა დამოუკიდებლად არსებული კოდიფიცირებული ძებნის ფანჯარა და მისი ფუნქციონალური დანიშნულება დაემატა ახალ 'ნირმატიული აქტების ძებნის' ფანჯარას.

ველში 'სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი' შესაძლებელია უკვე ხელითაც და ასევე ავტომატურად მიეთითოს მოსაძებნი ნორმატიული აქტის 'სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი'. რომელიც შედგება 7 ნაწილისაგან. პირველი სამი ნაწილის ავტომატურად შესავსებად დააჭირეთ ღილაკს  ,

შედეგად გაიხსნება 'სარეგისტრაციო ნომრის სტრუქტურის' ფანჯარა.

აქ კი შესაძლებელია შესაბამის განყოფილებებში პიქტოგრამაზე თაგვის ზემოქმედებით ან 'ხარვეზის' კლავიშის გამოყენებით, ამოირჩიოთ სასურველი ჩანაწერი და შემდგომ ამორჩეული მონაცემების შესაბამისად მოახდინოთ 'სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდის' ფორმირება. ამასთან აღსანშნავია, რომ არსებობს მონიშვნის ორი განსხვავებული სახე:

 პიქტოგრამა აღნიშნავს უშუალოდ თქვენს მიერ, ხელით მონიშნულ ჩანაწერს;

 პიქტოგრამა კი თქვენი მონიშნვნის გამო ავტომატურად მონიშნულ ჩანაწერს.
 
თქვენს მიერ გაკეთებულ არჩევას თუ შეესაბამება რამოდენიმე სარეგისტრაციო კოდის მნიშვნელობა, მაშინ ღილაკით 'თანხობა დაფიქსირების შემდეგ, მისი მნიშვნელობა 'ნორმატიული აქტის ძებნის ფანჯარაში' შემდეგნაირად იქნება გამოხატული:

ასევე მოძებნისას ავტომატურად მოხდება მისი მნიშვნელობის გათვალისწინება.
 

*  არაფორმატირებული და ფორმატირებული კოპირება:

თქვენ ყოველთვის შეგეძლოთ თქვენთვის სასურველი ინფორმაცია გადაგეტანათ პროგრამის 'GSS კოდექსი' გარემოდან ოპერაციული სისტემის 'Windows' გარემოში (ოფისის პროგრამებში).

 პროგრამიდან ინფორმაციის კოპირება შესაძლებელი იყო მხოლოდ ფორმატირებულად, ანუ თუ თქვენ გინდოდათ მხოლოდ მონიშნული ტექსტის კოპირება, ეს არ ხერხდებოდა.

 ეხლა უკვე ეკრანზე 'თაგვის' მიმთითებლის გამოყენებით ან 'Shift' და 'ისრების' ერთდროული დაჭერით, მონიშნეთ ტექსტი, რომლის გადატანაც გსურთ (შედეგად ინსტრუმენტების ზოლში პიქტოგრამა 'კოპირება' გააქტიურდება, რაც მიგითითებთ იმაზე, რომ არაფორმატირებულად კოპირების ოპერაციის ჩატარება შესაძლებელია).

 მოახდინეთ მონიშნული მონაცემების არაფორმატირებულად კოპირება ბუფერში, კლავიატურიდან 'Ctrl+C' კლავიშთა კომბინაციის გამოყენებით, ხოლო ფუნქციონალური მენიუდან (რომელიც იხსნება 'თაგვის' მარჯვენა ღილაკზე თითის დაჭერით) ქვემენიუს 'კოპირება' ბრძანების შესრულებით.

ხოლო ფორმატირებული კოპირებისთვის, მოახდინეთ მონიშნული მონაცემების გაცვლის ბუფერში ფორმატირებული კოპირება, 'Ctrl+Shift+C' კლავიშთა კომბინაციის ან ფუნქციონალური მენიუდან ქვემენიუს 'ფორმატირებული კოპირება' ბრძანების საშუალებით.

შემდგომ, გახსენით თქვენთვის სასურველი პროგრამა ოპერაციული სისტემის 'Windows' გარემოში და მოახდინეთ კოპირებული არაფორმატირებული ან ფორმატირებული მონაცემების ჩასმა სასურველ საბუთში 'Ctrl+V' ან 'Shift + Insert' კლავიშთა კომბინაციის გამოყენებით.
 

*  კონტექსტური მენიუ:

პროგრამში შეიცვალა კონტექსტური მენიუ, ის უკვე ორი სხვადასხვა სახისაა.

თუ თაგვის მიმთითებელი დგას ბმულზე, კონტექსტური მენიუ შემდეგი სახისაა:

აქ თქვენ უკვე შეგიძლიათ ქვემენიუს 'ბმულის გახსნა ახალ ფანჯარაში' მეშვეობით მოახდინოთ ახალი კოდექსის ფანჯრის გაშვება და ბმულით მითითებული ინფორმაციის მასში გამოტანა.

სხვა შემთხვევაში კი კონტექსტური მენიუ შემდეგნაირად გამოიყურება:


 

*  სხვადასხვა:

თქვენ ასევე შეგიძლიათ ახალი კოდექსის ფანჯრის გახსნის ოპერაციის ჩატარება ლინკების გამოყენების საფუძველზე. ამისათვის მიიტანეთ 'თაგვის' მიმთითებელი სასურველ ლინკზე და დააჭირეთ 'თაგვის' მარცხენა ღილაკსა და 'Ctrl' კლავიშს ერთდროულად, ან იმავე ადგილას მაუსის მარჯვენა ღილაკის საშუალებით გახსენით ფუნქციონალური მენიუ და აირჩიეთ ბრძანება 'გახსნა ახალ ფანჯარაში', შედეგად გახსნილ ახალი კოდექსის პროგრამის ფანჯარაში მიიღება თქვენს მიერ არჩეული ლინკის შესაბამისი ნორმატიული აქტი.
 

*

განმაახლებელი პროგრამა GSSCodeUpdater:

განახლდა და ასევე გალამაზდა განმაახლებელი პროგრამაც.

ასევე გაუმჯობესდა და გამოსწორდა მისი ფუნქციონალურობა.
 

*  გასწორებული ხარვეზები

აღსანიშნავია ასევე, რომ მოძებნილი ნორმატიული აქტები უკვე დალაგებულნი არიან მიღების თარიღებით. შეგახსენებთ, რომ აქამდე ისინი ლაგდებოდნენ ძალაში შესვლის თარიღების მიხედვით, რაც გარკვეულ უხერხულობას უქმნიდა მომხმარებლებს.


 
Copyright ® 1997 Georgian Software Systems Ltd.
E-mail: GSSCode@gss.ge