Georgian Software Systems
 დასაწყისი | გამოწერა | ჩვენს შესახებ | პროდუქტები | სერვისი | მოგვწერეთ
 
ჩვენს შესახებ
პროდუქტები
გადმოწერა
პარტნიორები და
მომხმარებლები
სტანდარტული ფონტები
ქართული ტერმინები
მისამართი

 


 

 

31.03.05
განახლებული GSS ექსელის ფაილები და ოპერაციის ტიპები პროგრამისათვის SuperFin!

საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად შეიცვალა ყოველთვიური  და  წლიური საგადასახადო დეკლარაციის  ფორმები:  

- აქციზის ყოველთვიური დეკლარაცია
- აქციზის ყოველთვიური დეკლარაციის დანართები
- დამატებული ღირებულების გადასახადის ყოველთვიური დეკლარაციის სპეციალური
   დანართი


- საწარმოს ბალანსი
- საწარმოთა ქონების გადასახადი
- მოგება-ზარალის წლიური ანგარიშგება
- მოგების გადასახადის მიმდინარე გადასახადების გაანგარიშება
- მოგების გადასახადის ყოველწლიური დეკლარაცია
- ფულადი სახსრების მოძრაობის ანგარიშგება
- სახელმწიფო სტატისტიკური დაკვირვება - წლიური

  გ ა ე ც ა ნ ი თ ...

10.03.05
განახლებული GSS ექსელის ფაილები და ოპერაციის ტიპები პროგრამისათვის SuperFin!

I. საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად შეიცვალა ყოველთვიური საგადასახადო დეკლარაციის  ფორმა:  

 - დამატებითი ღირებულებების გადახდის ყოველთვიური დეკლარაცია  

  გ ა ე ც ა ნ ი თ ...

II. შეიცვალა შემდეგი ოპერაციის ტიპები:
 - ხელფასის საბუთების გატარებები

გ ა ე ც ა ნ ი თ ...  

21.02.05
ახალი განახლების პაკეტი პროგრამისთვის 'GSS  კოდექსი'!

ახალი განახლების პაკეტით v 1.011 თქვენ მიიღებთ სიახლეებს, რომელიც გაგიმარტივებთ საქმეს  და შეამცირებს მასზე დახარჯულ დროს: 

გ ა ე ც ა ნ ი თ ...  

07.02.05
განახლებული GSS ექსელის ფაილები პროგრამისათვის SuperFin!

საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად შეიცვალა ყოველთვიური საგადასახადო დეკლარაციის 2 ფორმა: 

- საშემოსავლო გადასახადების გაანგარიშება;
-  სოციალური გადასახადების გაანგარიშება.

გადაიწერეთ ჩვენი ფირმის სერვერიდან და იმპორტის საშუალებით შეცვალეთ შესაბამისი დეკლარაციები თქვენი ორგანიზაციის 'GSS ექსელის' ფაილები ყოველთვიურ საგადასახადო დეკლარაციებში..

გ ა ე ც ა ნ ი თ ...  

28.10.04

შეუზღუდავი თავისუფლება გამოსაბეჭდ ფორმებში!
წარმოგიდგენთ `GSS ექსელს`!

`GSS ექსელის` ფაილში მომხმარებელს შეუძლია შექმნას სასურველი ფორმა, იმუშაოს  მათემატიკური ფორმულების გამოყენებით და ბუღალტერიისაგან  სრულიად დამოუკიდებლად შეინახოს და ამობეჭდოს მიღებული დოკუმენტი.
ახალი ობიექტურ-ორიენტირებული ქართული პროგრამირების ენა 'GSS ბეისიკი' (სკრიპტი) უამრავ საშუალებას აძლევს მომხმარებელს.
ეხლა უკვე პროგრამაში ყველაფერი (ფანჯრები, მონაცემები, ანგარიშგებები და ა.შ.) ობიექტებად იქცა, რომელებთანაც მომხმარებელს მიმართვის ბუნებრივი და პირდაპირი საშუალებები მიეცა.
ასევე ჩვენი მომხმარებლების რეკომენდაციით დახვეწილია და გადაწყვეტილი ის ხარვეზები, რომლებიც ამ პერიოდის მანძილზე შეიმჩნეოდა პროგრამასთან მუშაობისას.

გ ა ე ც ა ნ ი თ ... 

18.10.04
სასწავლო-საკონსულტაციო სემინარი!

შპს "ქართული პროგრამული სისტემები" ადმინისტრაცია გაცნობებთ, რომ ამა წლის 21 ოქტომბერს, 13 საათზე შერატონ მეტეხი პალასის საკონფერენციო დარბაზში ჩატარდება სასწავლო-საკონსულტაციო სემინარი საბუღალტრო აღრიცხვის პროგრამის "SuperFin" შესახებ.
სემინარი ითვალისწინებს პროგრამაში ჩადებული ახალი დამატებითი საშუალებების დეტალურ განხილვას, ასევე პასუხი გაეცემა ყველა იმ შეკითხვას, რაც დასმული იქნება სემინარის მსვლელობის დროს.
თუ ჯერ კიდევ არ გაგივლიათ რეგისტრაცია, დაგვიკავშირდით ტელეფონებზე:
313331, 313431; 8 93 252025.

 

15.05.04
ახალი ფასები პროგრამისათვის SuperFin!

დღითიდღე ვითარდება და იხვეწება საბუღალტრო აღრიცხვის პროგრამა SuperFin. მას მუდმივად ემატება უახლესი და ასევე მომხმარებლების მიერ მოთხოვნილი საშუალებები. ეტაპობრივად იცვლება ზოგადი მიდგომა პროგრამისადმი და იგი საბუღალტრო აღრიცხვის პროგრამიდან გადადის საბუღალტრო და ფინანსური აღრიცხვის სისტემაში.
ამჯერადაც, შემდგომი განახლების პაკეტების საშუალებით პროგრამას ემატება ისეთი უმნიშვნელოვანესი საშუალებები როგორიცაა: 'GSS საბთები' და 'GSS ექსელი'. მათი დახმარებით შესაძლებელია ნებისმიერი კონკრეტული აღრიცხვის ამოცანის გადაჭრა და ავტომატური ასახვა ბუღალტერიაში.
ამ ცვლილებებიდან გამომდინარე, სრულიად იცვლება მიდგომა პროგრამის SuperFin ქსელური ვერსიის აქტივაციასა და მის დანერგვასთან დაკავშირებით იმ ორგანიზაციებში რომელთაც ესაჭიროებათ პროგრამის მრავალმომხმარებლიანი ვერსია.

გ ა ე ც ა ნ ი თ ...

30.03.04
ახალი განახლების პაკეტი - ServicePack 2.023!

მიმდინარე განახლების პაკეტით მნიშვნელოვანი ცვლელებები განიცადა პროგრამის SuperFin შიდა სტრუქტურებმა. ეს იყო მოსამზადებელი სამუშაო, რათა უახლოეს პერიოდში ძალიან კარგი და მნიშვნელოვანი სიახლეების შემოთავაზება შევძლოთ თქვენთვის, ჩვენი ერთგული მომხმარებლებისათვის. ეს ცვლილებები პროგრამაში სხვადასხვა ადგილას სხვადასხვაგვარად გამოვლინდება და თითოეული მათგანი დამატებული იქნება სწორედ თქვენი საქმის გასამარტივებლად.
უკვე ServicePack-ის ამ ვერსიაში შეიგრძნობთ მომავალ, სასიამოვნო ცვლილებებს

გაეცანით დეტალურ აღწერას, გადაიწერეთ მიმდინარე განახლების პაკეტი და დაელოდეთ შემდეგს...

17.12.03
ServicePack 2.022 - პროგრამისათვის SuperFin!

გამოვიდა ახალი განახლებაის პაკეტი პროგრამისათვის SuperFin. სიახლეები, ძირითადად, პროგრამაში შესულია ჩვენი მომხმარებლების რეკომენდაციით. ასევე დახვეწილია ის ხარვეზები, რომლებიც შეიმჩნეოდა პროგრამასთან მუშაობისას.

გაეცანით დეტალურ აღწერას...

17.11.03
ახალი განახლების პაკეტი პროგრამისათვის SuperFin!

ახალი განახლება, ServicePack v. 2.021, პროგრამისათვის SuperFin მოიცავს მრავალ სიახლეს, რომელიც დამატებულია ჩვენი მომხმარებლების თხოვნითა და რეკომენდაციით.
ცვლილებები შევიდა პროგრამის ყველა ვერსიაში. დაიხვეწა არსებული საშუალებები და დაემატა ახალი შესაძლებლობები მუშაობიას გასამარტივებლად. პროგრამაში შეიცვალა არსებული ანგარიშგების ფორმები, ორგანიზაციის საქმიანობის შესახებ ინფორმაციის უფრო ზუსტად და დეტალურად მისაღებად. ასევე შეიცვალა საგადასახადოში წარსადგენი დეკლარაციები.
გაეცანით დეტალურად და განაახლეთ თქვენი პროგრამა!

01.11.03
GSS კოდექსი - გზამკვლევი კანონმდებლობის სამყაროში!

დღეისათვის კანონმდებლობის ელექტრონული კრებული, პროგრამა GSS კოდექსი , მოიცავს 25 000-ზე მეტ დოკუმენტს. ამასთან, ნორმატიული აქტების რიცხვი არსებულ ბაზაში ყოველდღიურად იზრდება.
გაეცანით ახალი და განახლებული დოკუმენტაციის სიას ჩვენი web-გვერდის საშუალებით და განაახლეთ თქვენი პროგრამა ინტერნეტიდან ... 

13.10.03
ახალი და განახლებული ანგარიშგების ფორმები პროგრამისათვის SuperFin!

განახლდა საგადასახადოში წარსადგენი კვარტალური დეკლარაცია: 'სახელმწიფო სტატისტიკური დაკვირვება'.
პროგრამის SuperFin ანგარიშგების ფორმებს დაემატა ახალი ფორმა: 'არარეზიდენტის უკუდაბეგვრის დღგ'.

გაეცანით გადაიწერეთ ჩვენი ფირმის სერვერიდან და იმპორტის საშუალებით დაამატეთ თქვენი ორგანიზაციის ანგარიშგების ფორმების სიაში.
03.07.03
ახალი განახლების პაკეტი პროგრამისათვის SuperFin!

ახალი განახლება, ServicePack v. 2.020, პროგრამისათვის SuperFin მოიცავს მრავალ სიახლეს. განსაკუთრებულად აღსანიშნავია პროგრამის საბიუჯეტო ვერსიისათვის SuperFin 6.2 დამატებული ახალი საშუალება - ბიუჯეტის შესრულება. იგი ნამდვილად გაახარებს ამ ვერსიის მომხმარებლებს!
ასევე შეიცვალა არსებული ანგარიშგების ფორმები და დაემატა ახალი საგადასახადო დეკლარაციები.
გაეცანით დეტალურად და განაახლეთ თქვენი პროგრამა!

30.05.03
პროგრამა GSS კოდექსი - კანონმდებლობის ყველაზე დიდი ელექტრონული ბიბლიოთეკა საქართველოში!

გაცნობებთ, რომ საქართველოში არსებულ კანონმდებლობის ელექტრონულ კრებულებს შორის პროგრამა GSS კოდექსი პირველ ადგილზეა დოკუმენტების სიმრავლის მიხედვით!
დღეისათვის იგი უკვე 23 000-ზე მეტ დოკუმენტს შეიცავს. ამასთან, ნორმატიული აქტების რიცხვი დღითი-დღე იზრდება.
სისტემატურად გაეცანით ახალი და განახლებული დოკუმენტაციის სიას ჩვენი web-გვერდის საშუალებით... 

11.04.03
სიახლეები მხოლოდ საქმიანი ადამიანებისათვის!

მათთვის, ვისაც არ აქვს სურვილი დახარჯოს ძვირფასი დრო არაეფექტურად, რთულ, მოსაწყენ და ერთგვაროვან სამუშაოზე .
ახალი განახლება, ServicePack v. 2.019, პროგრამისათვის SuperFin!
სისტემატურად გაეცანით პროგრამის სიახლეებს და თქვენ დარწმუნდებით, რომ ყოველი ახალი ცვლილება შეტანილია სწორედ თქვენი სამუშაოს გამარტივებისათვის.
იხვეწება და ვითარდება პროგრამა - არ ჩამორჩეთ თქვენც!

გაეცანით დეტალურად...

21.02.03
პროგრამის SuperFin განახლებული DEMO ვერსია!

უპრეცენდენტო მოვლენა ქართული პროგრამული სისტემების ბაზარზე - უფასო პროგრამის უფასოდ განახლება!
ჩვენი პროგრამის სადემონსტრაციო ვერსიის მომხმარებლებს, მათ, ვინც სწავლობს, ან უბრალოდ ეცნობა ჩვენს პროდუქტს, საშუალევა ეძევათ განაახლონ SuperFin Demo ვერსია ინტერნეტით, Online რეჟიმში.
გაეცანით ყველა იმ სიახლეს, რაც განიცადა ჩვენმა პროგრამამ მიმდინარე განახლებით... და გააკეთეთ თქვენი არჩევანი!

19.02.03
ახალი განახლების პაკეტი პროგრამისათვის SuperFin!

განახლების ახალი პაკეტი ServicePack 2.018 - მნიშვნელოვანი სიახლეები ბუღალტრული საქმიანობის ზუსტად წარმართვისა და სრული ანალიზისათვის.
საბუღალტრო აღრიცხვის პროგრამას სხვა სიახლეებთან ერთად დაემატა ახალი საშუალება - 'შახმატკა' . ამისათვის სისტემაში შეიქმნა სრულიად ახალი ობიექტი და ამიერიდან ქართული ბეისიკი, რომელიც შექმნილი იყო ჩვენი პროგრამისტების მიერ, განვითარდა და გადაიქცა ობიექტურ-ორიენტირებულ ბეისიკად. ეს გარდაქმნა მრავალ სიახლესა და სასიამოვნო სიურპრიზს პირდება ჩვენი პროგრამის მომხმარებლებს.
ასევე, ეროვნული ბანკის 2002 წლის 31 დეკემბრის #337 ბრძანების საფუძველზე განიცადა ცვლილება პროგრამაში არსებულმა საგადასახადო დავალების ფორმამ .
გდეტალურად გაეცანით ამ და სხვა სიახლეებს, და განაახლეთ თქვენი პროგრამა ინტერნეტიდან...

11.11.02
ახალი განახლების პაკეტი პროგრამისათვის SuperFin!

განახლების ახალი პაკეტით ServicePack 2.017საბუღალტრო აღრიცხვის თქვენთვის უკვე კარგად ცნობილ პროგრამას დაემატა ახალი საშუალებები, გაუმჯობესდა და დაიხვეწა უკვე არსებულები. ასევე, განახლების პაკეტთან ერთად გამოვიდა ანგარიშგების ახალი და განახლებული ფორმები. მათი დახმარებით უფრო მოხერხებული და მატრივი გახდება პროგრამასთან მუშაობა.
გაეცანით ახალი საშუალების დეტალურ აღწერას და სხვა სიახლეებს, რომლებსაც მიიღებთ აღნიშნული განახლების შემდეგ.

16.10.02
ახალი განახლების პაკეტი პროგრამისათვის GSS კოდექსი!

მსოფლიოში არსებული უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით პროგრამას GSS კოდექსი დაემატა ახალი საშუალებები:
  * განახლებული განმაახლებელი პროგრამა GSSCodeUpdater გაგიმარტივებთ განახლების პროცესს;
  * ავტომატურად განახლების შესაძლებლობა მოგიხსნით პროგრამის ბაზის სისტემატურად განახლების და ამ პროცესზე დროისა და ენერგიის დახარჯვის პრობლემას.
  * განახლების პროცესში სხვადასხვა მიზეზის გამო მომხდარი შეცდომებისა და პროცესის არასრულად დასრულების შესახებ ანგარიშის ავტომატური მიღების საშუალებით განახლების მენეჯერები ოპერატიულად გაარკვევენ და გადაგიწყვეტენ ნებისმიე პრობლემას.

გაცნობებთ, რომ უახლოეს მომავალში განახლების ანალოგიური საშუალებები დაემატება პროგრამას SuperFin!

04.10.02
ახალი ოფისი ფირმისათვის Georgian Software Systems Ltd.!

ჩვენი ნიჭიერი თანამშრომლების, ჩვენი უნიკალური პროგრამული პროდუქტების და რაც მთავარია ჩვენი ძვირფასი მომხმარებლების რიცხვის ზრდის წყალობით იზრდება და ვითარდება ჩვენი ფირმა.
ახალი ოფისი, რომელიც მდებარეობს მისამართზე: ქ. თბილისი, ჯიქიას ქ. N8, უფრო მოსახერხებელი და პერსპექტიულია. იგი ორჯერ აღემატება ჩვენს დღევანდელ ოფისს. ეს ნიშვანს, რომ ჩვენ შეგვიძლია ორჯერ გავზარდოთ თანამშრომლების რიცხვი და შესაბამისად 100%-ით უკეთესად მოგემსახუროთ თქვენ!

13.09.02
18 000-მდე დოკუმენტი უფასოდ - პროგრამაში GSS კოდექსი!

დღეისათვის პროგრამის ბაზა შეიცავს 18 000-მდე დოკუმენტს. ხოლო თუ გავითვალისწინებთ, რომ თითოეული ნორმატიული აქტი, მასში შეტანილი ცვლილებების გამო, შეგვიძლია მივიღოთ წარსულის ნებისმიერი თარიღის მდგომარეობით, მათი რიცხვი 70 000 აღწევს!
პროგრამა 'GSS კოდექსი' შეიცავს 30%-ით მეტ დოკუმენტს, ვიდრე საქართველოში არსებული ნებისმიერი სხვა პროგრამა.

ეს უკვე რეკორდია!!!

28.08.02
ახალი სადემონსტრაციო ვერსია - SuperFin 6.4!

ახალ სადემონსტრაციო ვერსიაში წარმოდგენილია მაგალითი, რომლის დახმარებითაც თქვენ შეძლებთ გაეცნოთ სრული პროცესის ასახვას პროგრამაში SuperFin 6.4, ახალი ორგანიზაციის შექმნიდან დაწყებული, პროდუქციის წარმოებამდე და რეალიზაციამდე.
დაათვალიეროთ ყველა ის ქმედება, რომელიც დაგჭირდებათ ამ ტიპის ორგანიზაციის საბუღალტრო საქმიანობის სწორად წარმართვისათვის.
და რათქმაუნდა, შექმნათ ახალი ორგანიზაცია და მასში სრულად წარმართოთ თქვენი ფირმის ბუღალტერია - უფასოდ!

განახლებული სადემონსტრაციო ვერსია - SuperFin 6.3!

თქვენთვის, ვინც სარგებლობთ პროგრამის SuperFin 6.3 სადემონსტრაციო ვერსიით, ან უბრალოდ სწავლობთ და ეცნობით მას, გამოვიდა ახალი განახლების პაკეტი !
ჩვენი სერვერიდან, Online რეჟიმში განაახლეთ თქვენი პროგრამის სადემონსტრაციო ვერსია უფასოდ !
განახლების პაკეტის დაინსტალირების შემდეგ თქვენ მიიღებთ ყველა იმ სიახლესა და ცვლილებას, რომელიც აღნიშნული განახლების შედეგად განიცადა პროგრამის სრულმა ვერსია.

უფასოდ განახლეთ უფასო პროგრამა, ისარგებლეთ თქვენ და გადაეცით მეგობრებს!
 

16.08.02
განახლდა ანგარიშგების ყველა ფორმა პროგრამისათვის SuperFin!

პროგრამის SuperFin განახლების ახალი პაკეტის (SP 2.016) გამოსვლასთან დაკავშირებით, საჭირო გახდა ანგარიშგების ფორმების განახლება. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ძველი ანგარიშგების ფორმები კარგად მუშაობს ამ პაკეტის დაინსტალირების შემდეგაც. შეიცვალა და დაიხვეწა მხოლოდ ფორმების ვიზუალური მხარე, რათა ისინი ზუსტად და უშეცდომოდ აისახოს პროგრამაში MS Excel გადატანის შემდეგ.
შესაბამისად, ახალი ფორმების გადაწარა სავალდებულო არ არის, მაგრამ, თუ თქვენ ანგარიშგების ფორმები გადაგაქვთ პროგრამაში MS Excel, სასურველია გაასუფთაოთ თქვენს პროგრამაში არსებული ფორმები, ინტერნეტიდან გადაიწეროთ მათი განახლებული ვერსიები, გაშალოთ შეკუმშული (Zip) ფაილები და იმპორტის ბრძანების გამოყენებით გადაიტანოთ თქვენს პროგრამაში.

06.08.02
ახალი, უნიკალური შესაძლებლობები პროგრამაში SuperFin!

გამოვიდა განახლების ახალი პაკეტი ServicePack 2.016. მისი საშუალებით პროგრამის განახლების შემდეგ, თქვენ საშუალება მოგეცემათ ღილაკის ერთი დაჭერით ავტომატურად გადაიტანოთ თქვენს მიერ პროგრამაში SuperFin გამოსაბეჭდათ მიღებული საბუთი (ანგარიშგების ფორმა) პროგრამაში MS Excel. ამ დროს სისტემა Excel-ში ქმნის თქვენი საბუთის ანალოგიურ ფორმას გადანაწილებულს უჯრების შესაბამისად.
აღნიშნული ამოცანის გადაჭრის ჩვენს მიერ წარმოდგენილი მეთოდი და საშუალება არ გააჩნია საქართველოში არსებულ არცერთ პროგრამას.
გაეცანით ახალი საშუალების დეტალურ აღწერას და სხვა სიახლეებს, რომლებსაც მიიღებთ აღნიშნული განახლების შემდეგ.

12.07.02
ახალი ანგარიშგების ფორმები პროგრამისათვის SuperFin!

არასრულად შესრულებული საბუთები
ხშირად, დენის გამორთვის, დაზიანების, ან რაიმე ობიექტური მიზეზის გამო თქვენი კომპიუტერი ირთვება, ავარიულად იხურება ამ დროს გაშვებული პროგრამები. ასეთ სიტუაციაში, თუ პროგრამაში SuperFin შესრულებაზე გქონდათ გაშვებული რაიმე საბუთი იგი შეიძლება არაკორექტულად შეიქმნას, ანუ ბაზაში არსებობდეს საბუთი, მაგრამ არ იყოს შესაბამისი გატარებები. სწორედ ასეთი საბუთების აღმოჩენას ემსახურება ახლადშექმნილი ანგარიშგების ფორმა.

წარმოებული პროდუქცია და დახარჯული მასალები,
ჩვენი პროგრამის SuperFin v. 6.1/6.4 მომხმარებლებისთვისაა განკუთვნილი. მისი საშუალებით თქვენ მიიღებთ სასურველ პერიოდში წარმოებული პროდუქციისა და მასზე დახარჯული მასალების სიას.

გაეცანით დეტალურად და გადაიწერეთ...

26.06.02
განახლებული ფორმა საგადასახადოში წარსადგენად!

ჩვენ ყოველთვის ავსახავთ საქარართველოს კანონმდებლობის ცვლილებებს პროგრამაში SuperFin !
ამჯერადაც, შეიცვალა საგადასახადოში წარსადგენი ყოველთვიური დეკლარაცია და შესაბამისად განახლდა პროგრამის ანგარიშგების ფორმაც:
გთავაზობთ 'სოციალური გადასახადების გაანგარიშების' განახლებულ ფორმას პროგრამის ყველა ვერსიისათვის. გაეცანით დეტალურ აღწერას და გადაიწერეთ ჩვენი სერვერიდან თქვენი პროგრამის ვერსიის შესაბამისი განახლებული ფორმა.
ღილაკის ერთი დაჭერით მიიღეთ უკვე შევსებული და საგადასახადოში ჩასაბარებელად გამზადებული, განახლებული დეკლარაცია!

23.06.02
სადემონსტრაციო ვერსია - დღეს უკვე განახლების შესაძლებლობით!

როგორც გპირდებოდით, პროგრამისSuperFin სრული ვერსიის განახლებასთან ერთად გამოვიდა განახლების პაკეტი სადემონსტრაციო ვერსიისათვის.
თქვენ შეგიძლიათ Online რეჟიმში განაახლოდ თქვენი პროგრამის სადემონსტრაციო ვერსია უფასოდ! განახლების პაკეტის დაინსტალირების შემდეგ თქვენ მიიღებთ ყველა იმ სიახლესა და ცვლილებას, რომელიც აღნიშნული განახლების შედეგად განიცადა პროგრამის სრულმა ვერსია.

18.06.02
გაეცანით და განაახლეთ პროგრამა დღესვე!

გამოვიდა ახალი განახლების პაკეტი ServicePack v.1.015 პროგრამისათვის SuperFin. ახალი საშუალებები, რომლებიც მრავლად დაემატება განახლებულ პროგრამას ფრიად სასიამოვნოს და მოსახერხებელს გახდის თქვენს შრომას.
კარდინალურად შეიცვალა და დაიხვეწა ფასეულობების საბუთების წარმოების იდეოლოგია. ამიერიდან თქვენ შეგიძლიათ მოქნილად და მარტივად ჩაატაროთ სასურველი ოპერაცია თითოეულ ფასეულობაზე. განახლდა სხვა საშუალებებიც...

23.05.02
დღეიდან თქვენ შეგიძლიათ აქციოთ თქვენი შრომა სიამოვნებად!

წარმოგიდგენთ პროგრამის SuperFin ახალ სადემონსტრაციო ვერსიას, რომელიც ფაქტიურად წარმოადგენს თქვენი ბუღალტერიის ავტომატიზაციის სრულფასოვან და სრულყოფილ საშუალებას!
გაეცანით დეტალურად... გადაიწერეთ... ისარგებლეთ თქვენ და გადაეცით მეგობრებს....

იმუშავეთ სიამოვნებით!

16.05.02
ახალი განახლების პაკეტი - ახალი საშუალებები!

ჩვენი პროგრამული პროდუქტების მომხმარებლებმა უკვე კარგად იციან, რომ ყოველი ახალი განახლების პაკეტით პროგრამას უამრავი ახალი, გამოსადეგი და საჭირო საშუალება ემატება.
განახლების პაკეტით ServicePack 2.014 დამატებული საშუალებების დახმარებით ჩვენს მომხმარებლებს შეუძლიათ მიღებული ანგარიშგებების დამახსოვრება, იმპორტი, ექსპორტი, ისტორიის მიღება. ასევე განახლებულ პროგრამაში გასწორებულია რიგი ხარვეზები და განახლებულია ანგარიშგების ფორმები.
აღნიშნული სიახლეებით პროგრამის SuperFin მომხმარებლებს საშუალება მიეცათ გაიმარტივონ  და უფრო მჭიდრო საქმიანი ურთიერთობები დაამყარონ ერთმანეთთან: ელექტრონული ფოსტის საშუალებით გაცვალონ თავიანთ პროგრამაში მიღებული ანგარიშგების ფორმები და ასევე პროგრამაში ჩააიმპორტონ სხვა მომხმარებლის ფორმები.

25.04.02
სიახლე ფირმის GSS პროგრამული პროდუქტების გავრცელების პოლიტიკაში!

ჩვენი პროგრამული პროდუქტებით სარგებლობის სურვილის შემთხვევაში თქვენ შეგიძლიათ სხვადასხვა ტიპის ხელშეკრულების გაფორმებია სხვადასხვა პირობებით.
 * ისარგებლოთ მხოლოდ საბუღალტრო აღრიცხვის პროგრამით Superfin. ხელშეკრულების გაფორმებისას იხდით შემდგომი ცხრა თვის მომსახურების ღირებულებას 54 აშშ დოლარის ექვივალენტი თანხა ლარებში. ამ პერიოდის მანძილზე სარგებლობთ ჩვენი პროგრამით და ყველა იმ სერვისებით რომელსაც გთავაზობთ ფირმა GSS: ახალი და გაუმჯობესებული საშუალებები პროგრამისათვის SuperFin, ახალი ანგარიშგების ფორმები, ოპერაციის ახალი ტიპები და ა. შ. (ინტერნეტიდან ან ჩვენი წარმომადგენელის საშუალებით).
 * ისარგებლოთ საბუღალტრო აღრიცხვის პროგრამით Superfin. კანომნდებლობის ელექტრონულ ბიბლიოთეკასთან GSS კოდექსი ერთად. ხელშეკრულების გაფორმებისას იხდით შემდგომი სამი თვის მომსახურების ღირებულებას 54 აშშ დოლარის ექვივალენტი თანხა ლარებში. ამ პერიოდის მანძილზე სარგებლობთ ორივე პროგრამული პროდუქტით და ყველა იმ სერვისებით რომელსაც გთავაზობთ ფირმა GSS:
განახლების პაკეტები პროგრამისათვის SuperFin, ახალი ანგარიშგების ფორმები, ოპერაციის ახალი ტიპები და ა. შ. (ინტერნეტიდან ან ჩვენი წარმომადგენელის საშუალებით).
პროგრამის GSS კოდექსი ბაზის ყოველდღიურად განახლების შესაძლებლობა, სიახლეები და ცვლილებები, რომლებსაც განიცდის თვითონ პროგამა ინტერნეტიდან ან ჩვენი წარმომადგენელის საშუალებით.

10.04.02
სიახლეები პროგრამაში 'GSS კოდექსი'!

ახალი განახლების პაკეტით (SP 1.0.0.9) პროგრამას 'GSS კოდექსი' დაემატა უკვე არსებული საშუალების 'ტექსტური რეჟიმი' გამოყენების ახალი შესაძლებლობები. იმის გამო, რომ ჩვენი პროგრამის მომხმარებლებს უჭირდათ კანონებთან მუშაობისას ისეთი საჭირო და მოსახერხებელი საშულაებით სარგებლობა, როგორიცაა დოკუმენტის ტექსტური რეჟიმი, ჩვენ გადავწყვიტეთ პროგრამის ფანჯარაში დაგვემეტებინა ახალი ღილაკი - 'ტექსტი' .
ასევე, გასწორდა რუსულ დოკუმენტებთან, სხვა ენის ტექსტებთან და სურათებთან დაკავშირებული ზოგიერთი ხარვეზები.
დეტალურად გაეცანით... და განაახლეთ თქვენი პროგრამია ინტერნეტინად...

5.04.02
განმეორებითი სემინარი ჩვენი მომხმარებელთათვის!

გიწვევთ ფირმის Georgian Software Systems Ltd. და ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციის (ბაფ) ერთობლივ განმეორებით სემინარზე 17 აპრილს, 13 სთ-ზე .
წინა სემინარზის თემით დაინტერესებული მომხმარებლების დიდი რაოდენობის გამო ტარდება განმეორებითი სემინარი, რომელიც მოიცავს წინა სემინარის საკითხებს. მომავალშიც ერთ თემაზე სემინარის ჩატარება დაიგეგმება რამოდენიმე დღის მანძილზე.
გაეცანით დეტალურად...

21.03.02
ახალი წამოწყება - სემინარები მომხმარებელთათვის!

გიწვევთ ფირმის Georgian Software Systems Ltd. და ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციის (ბაფ) ერთობლივ სემინარზე 27 მარტს, 13 სთ-ზე .
გაეცანით დეტალურად...

18.03.02
ახალი განახლების პაკეტი ServicePack 2.013 !

სიახლეები პროგრამის SuperFinყველა ვერსიებისათვის:
მომაცენების გადატანისშესაძლებლობა ფასეულიბების, ხალხის, ბანკების, სხვადასხვა ორგანიზაციების და საქონლის განყოფილებებში;
საგადასახადოში წარსადგენი წლიური ფორმები;
სხვა მრავალი ცვლილება...
გაეცანით... და განაახლეთ თქვენი პროგრამა ჩვენი სერვერიდან!

15.03.02
ყოველდღიურად განახლებადი ბაზა!

შეგახსენებთ, რომ ჩვენი ფირმის სერვერზე, პროგრამის 'GSS კოდექსი' ბაზა ახლდება ყოველდღიურად, დღეში რამოდენიმეჯერ!
თქვენც ნუ ჩამორჩებით დროს... განაახლეთ თქვენი პროგრამის ბაზა ინტერნეტით, Online რეჟიმში!

05.03.02
უახლესი ანგარიშგების ფორმები!

საგადასახადოში წარსადგენი წლიური ფორმები პროგრამაში SuperFin!შვიდი ახალი ფორმა თქვენი საქმის გამარტივებისათვის პროგრამის ყველა ვერსიებისათვის.
წარმოების ახალი ანგარიშგებები პროგრამისათვის SuperFin 6.1/6.4 !
ურთულესი პრობლემების გადაჭრის უმარტივესი გზები...
გაეცანით დეტალურად... და გადაიწერეთ ჩვენი სერვერიდან!

25.02.02
ახალი განახლების პაკეტი ServicePack 2.012 !

სიახლეები ფულის მოძრაობის უწყისის უფრო ზუსტი და დახვეწილი ფორმის მისაღებად, საბუღალტრო აღრიცხვის ახალი სტანდარტების შესაბამისად;
სტატისტიკური დაკვირვების განახლებული ფორმა;
ხელფასის დარიცხვის ახალი ანგარიშგების ფორმები;
და სხვა მრავალი სიახლე...
გაეცანით...  და განაახლეთ თქვენი პროგრამა ჩვენი სერვერიდან!

განახლებული სადემონსტრაციო ვერისა პროგრამისათვის SuperFin!

თუ თქვენ ჯერ კიდევ არ ხართ ჩვენი პროგრამული პროდუქტების მომხმარებელი, და ჯერ კიდევ არ იცნობთ მის უნიკალურ შესაძლებლობებს... გადაიწერეთ განახლებული სადემონსტრაციო ვერსია! დღეისათვის მასში უკვე ასახულია ყველა ის სიახლე რომელიც პროგრამამ განიცადა შექმნის დღიდან დღემდე.
წარმართეთ თქვენი ფირმის ბუღალტერია ჩვენი პროგრამის მეშვეობით... და შედეგი ავტომატირად აისახება თქვენს საქმიანობაზე...
იმიშავეთ სიამოვნებით!

07.02.02
ანგარიშგების უახლესი ფორმა პროგრამისათვის SuperFin!

საგადასახადოში წარსადგები ყოველთვიური ფორმა:
  სახელმწიფო სტატისტიკური დაკვირვება.
ახალი წლიდან შეიცვალა სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტში წარსადგენი ფორმა. ჩვენც ავსახეთ ეს ცვლილება პროგრამაში და გთავაზობთ აღნიშნული დეკლარაციის განახლებულ ფორმას.
დაზოგეთ დრო და ენერგია... გადაიწერეთ ჩვენი სერვერიდან... და ავტომატირად, ერთი ღილაკის მოქმედებით, მიიღეთ ჩვენი პროგრამიდან საგადასახადოში წარსადგენი მზა ფორმები!

06.02.02
ანგარიშგების ახალი ფორმები პროგრამისათვის SuperFin!

ხელფასის ანგარიშგებები:
   1. ხელფასის დარიცხვის ჯამობრივი უწყისი;
   2. პიროვნებაზე ხელფასის დარიცხვები.
აღნიშნული ფორმები დაგეხმარებათ თქვენთვის სასურველი პერიოდში სასურველ პიროვნებებზე, ან მთლიანად ორგანიზაციის პერსონალზე მიიღოთ დეტალური ინფორმაცია ხელფასების დარიცხვის, დაკავაბისა და გაცემის შესახებ.
გაეცანით.... და გადაიწერეთ ჩვენი სერვერიდან...

განახლებული ოპერაციის ტიპი პროგრამისათვის SuperFin
(v. 6.3/6.4)!

შეიცვალა თქვენს პროგრამაში უკვე არსებული ოპერაციის ტიპი - ჯგუფური გატარებები. მასში არსებულ ველში 'თანხა' ადრე შესაძლებელი იყო მხოლოდ ოთხციფრიანი რიცხვების მითითება. ამიერიდან კი თქვენ შეგიძლიათ შეიტანოთ შვიდციფრიანი თანხა.
გთხოვთ, ახალი განახლების პაკეტის გამოსვლამდე, განაახლოთ თქვენს პროგრამაში არსებული ანგარიშგების ფორმების სია და ოპერაციის ტიპი ჩვენი სერვერიდან!

30.01.02
ახალი განახლების პაკეტი ServicePack 2.011!

მრავალი სასიამოვნო სიახლე, პროგრამის ყველა ვერსიებში მომუშავე მომხმარებლებისათვის...
ახალი საშუალებები, რომელიც დაემატა პროგრამას ახალი განახლების პაკეტის გამოსვლის შედეგად, განსაკუთრებულად გაახარებს ახალი ანგარიშთა გეგმით მომუშავე მომხმარებლებს. საბუღალტრო აღრიცხვის ახალი სტანდარტების გათვალისწინებით ჩვენ გთავაზობთ ბალანსის მიღების სრულიად განახლებულ, უნიკალურ მეთოდს.
გაეცანით.... და თვითონ განაახლეთ თქვენი პროგრამა ჩვენი სერვერიდან...

ანგარიშგების ახალი ფორმები პროგრამისათვის SuperFin!

ყოველი ორგანიზაციისათვის დამღლელი და მოსაბეზრებელია საგადასახადოში ყოველთვიურად და კვარტალურად წარსადგენი ფორმების შევსება, მითუმეტეს, რომ დღევანდელი ცვალებადი კანონმდებლობის პირობებში ეს ფორმები სისტემატურად იცვლება და ახლდება. ჩვენ გთავაზობთ ახალ და განახლებულ საგადასახადო დეკლარაციებს. თქვენ მხოლოდ ირჩევთ ანფარიშგების სასურველ ფორმას... და იგი უკვე მზადაა... საგადასახადოში წარსადგენად!

17.01.02
სიახლეები პროგრამაში 'GSS კოდექსი'!

ახალი განახლების პაკეტით (SP 1.0.0.8) პროგრამას 'GSS კოდექსი' დაემატა ახალი, მეტად მნიშვნელოვანი და მომხმარებელთათვის ფრიად გამოსადეგი საშუალებები:
ბაზაში არსებულ დოკუმენტებს დაემატა ახალი პარამეტრი - ენა. ეს ნიშნავს, რომ, ამიერიდან ჩვენი პროგრამის მომხმარებლებს ეძლებათ შესაძლებლობა იმუშაონ პროგრამასთან სხვადასხვა ენაზე .
ასევე, კოდექსის დოკუმენტებს დაემატა სურათები და ტექსტები დოკუმენტის ენისაგან განსხვავებულ ენაზე .
დეტალურად გაეცანით... და განაახლეთ თქვენი პროგრამია ინტერნეტინად...

16.01.02
განახლებული სადემონსტრაციო ვერსია!

თუ თქვენ ჯერ კიდევ არ იცნობთ პროგრამას 'GSS კოდექსი', ჯერ კიდევ არ შეგიფასებიათ მისი შესაძლებლობები და ჯერ კიდევ არ მიგიღიათ მასთან მუშაობით მონიჭებული სიამოვნება... გაეცანით განახლებულ სადემონსტრაციო ვერსიებს:
Online Demo -  სადემონსტრაციო ვერსია Online რეჟიმში, რომელშიც წარმოდგენილია 'საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი' 08.06.2001 წლის მდგომარეობით.
Demo ვერასია - სადემონსტრაციო ვერსია, რომელიც შეგიძლიათ გადაიწეროთ და შედარებით სრული წარმოდგენა შეიქმნათ პროგრამაზე 'GSS კოდექსი'.


იხილეთ წინა წლების ისტორია...


  Copyright ® 2001 Georgian Software Systems Ltd
  E-mail: service@gss.ge