SuperFin | გამოწერა | ჩვენს შესახებ | პროდუქტები | მოგვწერეთ

 

SuperFin Demo
გადმოწერა
ინსტალაცია
პარტნიორები
ფასები

საბუღალტრო აღრიცხვის სრული ავტომატიზაცია - უფასოდ!

ფირმა Georgian Software Systems Ltd. გთავაზობთ პროგრამის SuperFin სადემონსტრაციო ვერსიას, რომელიც ფაქტიურად წარმოადგენს თქვენი ბუღალტერიის ავტომატიზაციის სრულფასოვან და სრულყოფილ საშუალებას!

   თუ თქვენ არ გაქვთ საკმარისი სახსრები ძვირადღირებული საბუღალტრო აღრიხცვის პროგრამების შესაძენად ...
   თუ თქვენ ვერ იხდით ჩვენი უფასო პროგრამული პროდუქტის ყოველთვიური მომსახურების ღირებულებას ...
   თუ თქვენ წარმართავთ თქვენ საქმიანობას ხელით, ან თუნდაც ისეთი რთული და დამღლელი მეთოდებით როგორიცაა ორგანიზაციის ბუღალტერიის აწყობა Excel-სა ან ამ ტიპის სხვა პროგრამაში ...

გირჩევთ... გაიმარტივეთ ცხოვრება... და იმუშავეთ სიამოვნებით...
წარმართეთ თქვენი ბუღალტერია სრულყოფილი პროგრამით - უფასოდ!
გადაიწერეთ,  ისარგებლეთ  თქვენ  და  გადაეცით  მეგობრებს!

შეუზღუდავი შესაძლებლობები თქვენი საქმიანობის სრული ავტომატიზაციისათვის უფასოდ!

სადემონსტრაციო ვერსია გაძლევთ საშუალებას ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე ააწყოთ ბუღალტერია თქვენი ორგანიზაციის საქმიანობის შესაბამისად და გამოიყენოთ მრავალდონიანი ანგარიშთა სისტემა; რაოდენობრივი და თანხობრივი აღრიცხვა; მულტისავალუტო რეჟიმი

სინთეზური და ანალიზური აღრიცხვა; საბუღალტრო ოპერაციების ხელით და ავტომატური შესრულება; ავტომატური საბუღალტრო გატარებების შესრულება სალაროს, ბანკის, ხელფასისა და სხვა საბუთების შექმნისას; საწყობში საქონლის მარაგებისა და მოძრაობის აღრიცხვა; პროდუქციის წარმოება და დეკომპლექტაცია; მოგება-ზარალის უწყისი, ფულის მოძრაობის უწყისი და ყველა ის შესაძლებლობა, რომელიც გააჩნია პროგრამის სრულ ვერსიას.


სცადეთ...

დაიწყეთ თქვენი ორგანიზაციის ბუღალტერიის წარმართვა პროგრამის სადემონსტრაციო ვერსიით და დარწმუნდებით, რომ ეს სწორედ ის პროგრამაა რომელიც გაგიმარტივებთ საქმეს, მნიშვნელოვნად შეგიმცირებთ მასზე დახარჯულ დროსა და ენერგიას.


გადაიწერეთ...

და სისტემატურად განაახლეთ თქვენი პროგრამა Online რეჟიმში, ჩვენი ფირმის web-გვერდიდან განახლების პაკეტის (ServicePack) საშუალებით. უფასოდ მიიღეთ ყველა ის ახალი და განახლებული საშუალება რომელიც გამოდის ლიცენზირებული ვერსიისათვის.


გახსოვდეთ...

რომ ლიცენზირებული კოპიის ინსტალაციის შემდეგ თქვენ არ დაგეკარგებათ სადემონსტრაციო ვერსიაში შეტანილი ინფორმაცია, ანგარიშთა გეგმის სტრუქტურა, ჩატარებული ოპერაციები, შეყვანილი მონაცემები როგორც თქვენს ორგანიზაციაზე, ასევე სხვა ყველა საკითხზე.


სადემონსტრაციო ვერსია შეზღუდულია ბეჭდვის ფუნქციით!

(ანუ თქვენ მოგიწევთ საბუთების გამოწერა ხელით)

ლიცენზირებულ კოპიაში სადემონსტრაციოსგან განსხვავებით გექნებათ თქვენს მიერ მიღებული ანგარიშგებების ბეჭდვის, დამახსოვრების, იმპორტირების, ექსპორტირების და ისტორიის დათვალიერების საშუალება.
საგადასახადოსა და სხვა სახელმწიფო სტრუქტურებში წარსადგენი უამრავი ახალი და განახლებული ანგარიშგების მზა ფორმების მიღების შესაძლებლობა როგორც ჩვენგან, ასევე პროგრამის SuperFin ნებისმიერი მომხმარებელისაგან.


Copyright ® 1997 Georgian Software Systems Ltd.
E-mail: SuperFin@gss.ge