| GSS ექსელის
ექსპორტი |
|
დანიშნულება |
|
თქვენ გაქვთ საშუალება GSS ექსელის
ფანჯარაში არსებული ექსპორტ-იმპორტის ბრძანებებით თქვენი კომპიუტერის ვინჩესტერიდან ან დისკეტიდან გადმოწეროთ (ან გადაწეროთ) GSS ექსელის სასურველი ფაილი. |
|
აღწერა |
|
GSS
ექსელისფაილის პროგრამიდან თქვენი კომპიუტერის ვინჩესტერზე ან დისკეტაზე (ან ნებისმიერ სხვა ადგილზე) გადასაწერად
მონიშნეთ GSS ექსელის ფაილი, რომლის ექსპორტსაც აპირებთ; GSS ექსელის ფანჯრის ინსტრუმენტების
ზოლში ინსტრუმენტების ზოლში
პიქტოგრამაზე 'თაგვის' ზემოქმედებით ან 'Ctrl-X' კლავიშთა კომბინაციით იხსნება GSS ექსელის იმპორტის ფანჯარა:
|
|
 |
|
ველში 'ფაილის დასახელება' პიქტოგრამაზე 'თაგვის'
მოქმედებით იხსნება თქვენი კომპიუტერის
საქაღალდეების ხე (ფანჯარა ფაილის გახსნა).
ამოირჩიეთ საქაღალდე, სადაც გსურთ ჩაწეროთ
GSS ექსელის ფაილი (ეს შეიძლება იყოს დისკმდები a:\ ან b:\, ან ნებისმიერი სხვა საქაღალდე).
ფაილის გახსნის ფანჯარაში ველში 'ფაილი' აკრიფეთ GSS ექსელის ფაილის სახელი (მნიშვნელობა არ აქვს რას უწოდებთ ამ ფაილს, მაგრამ სასურველია, დასახელება შეარჩიოთ ამ GSS ექსელის ფაილის შინაარსიდან გამომდინარე). GSS ექსელის ფაილს მიენიჭება გაფართოება *. gxl.
ღილაკზე 'გახსნა' 'თაგვის' ზემოქმედებით ავტომატურად შეივსება ველი 'ფაილის დასახელება' GSS ექსელის ფაილის სახელითა და მისამართით. ღილაკზე
'ექსპორტი' 'თაგვის' ზემოქმედებით ან 'Enter'
კლავიშის გამოყენებით მოხდება არჩეული GSS ექსელის ფაილის ექსპორტი
(გადაწერა) თქვენი პროგრამიდან არჩეულ საქაღალდეში, რომელიც უკვე შეგიძლიათ ფაილის სახით წაიღოთ სხვა კომპიუტერზე, სადაც პროგრამა SuperFin-ია დაინსტალირებული და
GSS ექსელის იმპორტის ბრძანების გამოყენებით გადაწეროთ იგი GSS
ექსელის
ფაილების სიაში.
|
|
|
|
იხილეთ აგრეთვე:
GSS ექსელის ფაილის იმპორტი |
|