| GSS ექსელის
იმპორტი |
|
დანიშნულება |
|
თქვენ გაქვთ საშუალება GSS ექსელის
ფანჯარაში არსებული ექსპორტ-იმპორტის ბრძანებებით თქვენი კომპიუტერის ვინჩესტერიდან ან დისკეტიდან გადმოწეროთ (ან გადაწეროთ) GSS ექსელის სასურველი ფაილი. |
|
აღწერა
|
|
GSS
ექსელის თქვენი კომპიუტერის ვინჩესტერიდან ან დისკეტიდან (ან ნებისმიერი სხვა
ადგილიდან) პროგრამაში გადმოსაწერად GSS ექსელის ფანჯრის ინსტრუმენტების ზოლში
პიქტოგრამაზე 'თაგვის' ზემოქმედებით ან 'Ctrl-I' კლავიშთა კომბინაციით იხსნება GSS ექსელის იმპორტის ფანჯარა:
|
|
 |
|
ველში 'ფაილის დასახელება' პიქტოგრამაზე 'თაგვის'
მოქმედებით იხსნება თქვენი კომპიუტერის
საქაღალდეების ხე (ფანჯარა ფაილის გახსნა).
ამოირჩიეთ საქაღალდე, სადაც ჩაწერილია
GSS ექსელის ფაილი (ეს შეიძლება იყოს დისკმდები a:\ ან b:\,
ან ნებისმიერი სხვა საქაღალდე). GSS ექსელის ფაილს აქვს გაფართოება *.gxl. მონიშნეთ იგი და
დააჭირეთ ღილაკს 'გახსნა'.
ამ დროს ველი 'ფაილის დასახელება'
შეივსება არჩეული GSS ექსელის ფაილის
მისამართითა და სახელწოდებით.
ღილაკზე 'იმპორტი' 'თაგვის'
ზემოქმედებით ან 'Enter'
კლავიშის გამოყენებით მოხდება არჩეული GSS ექსელის (გადმოწერა) თქვენს პროგრამაში და
GSS ექსელის სიაში გაჩნდება ახალი
ანგარიშგება.
|
|
|
|
იხილეთ აგრეთვე: GSS ექსელის ფაილის ექსპორტი |