|
ინსტრუმენტების ზოლის პიქტოგრამები ძირითადი
მენიუს ქვემენიუებია.
შეგიძლიათ გააქროთ ან გამოაჩინოთ
ინსტრუმენტების ზოლი ძირითადი მენიუს
ფანჯარა ქვემენიუს ინსტრუმენტების
ზოლი გასწვრივ მონიშვნის ნიშნის მოხსნით ან
დაყენებით.
ინსტრუმენტების ზოლის თითოეულ პიქტოგრამაზე
თაგვით მოქმედებისას სრულდება შესაბამისი
დანიშნულების მოქმედება. იმისათვის, რომ მივიღოთ
კარნახი იმის შესახებ, თუ რა მოქმედებას
ასრულებს ესა თუ ის პიქტოგრამა, საკმარისია, მასთან
ახლოს მივიყვანოთ თაგვის მიმთითებელი და
რამოდენიმე წამში გაჩნდება შესაბამისი
კარნახი, სადაც ასევე მითითებული იქნება
ცხელი კლავიში, რომლის საშუალებითაც
შესაძლებელია ამ პიქტოგრამის შესაბამისი
ბრძანების შესრულება.

ზოგიერთ ფანჯარას საკუთარი ინსტრუმენტების ზოლი
გააჩნია, რომლებიც ჩნდება (თვით ფანჯარაში
ან ძირითადი ინსტუმენტების ზოლის გაგრძელებაზე)
ფანჯრის გახსნისას და ქრება ფანჯრის
დახურვისთანავე.
 |