ხელფასის საბუთების ფანჯარა
www.gss.ge
  ხელფასის დარიცხვისა და გაცემის შესრულება

აღწერა:
ხელფასის საბუთების ფანჯრის ინსტრუმენტების ზოლში პიქტოგრამაზე ‘თაგვის’ მოქმედებით ან ‘Ctrl-C’ კლავიშთა კომბინაციით იხსნება ხელფასის დარიცხვის ფანჯარა.
ველში ‘დაირიცხოს და გაიცეს ხელფასი საბუთებზე ნომრით’ შეიტანეთ იმ ხელფასის საბუთების (საბუთის) ნომერი, რომელთა მიხედვითაც გსურთ შესაბამისი საბუღალტრო გატარების შესრულება. საბუთის ნიმერის უშეცდომოთ მისათითებლად შესაძლებლობა გეძლევათ პიქტოგრამაზე თაგვის მოქმედებით გახსნილ ფანჯარაში მოცემულ ხელფასის საბუთების სიაში ამოირჩიეთ სასურველი ნომრის საბუთი.
ველის 'მოხდეს საბუღალტრო გატარებები' მონიშვნის შემთხვევაში დამატებით განხორციელდება დარიცხვისა და გაცემის შესაბამისი საბუღალტრო გატარების შესრულება.
საბუღალტრო გატარებები ავტომატურად შესრულდება მხოლოდ დარიცხულ ძირითად ხელფასზე და მომსახურე პერსონალისთვის ხელფასიდან დაკავებულ თანხებზე. მომსახურე პერსონალის ხელფასის გაცემისას ორგანიზაციის გადასახდელებზე საბუღალტრო გატარებები უნდა შეასრულოთ ხელით ოპერაციების ფანჯარაში.
ღილაკზე ‘თანხმობა’ ‘თაგვის’ ზემოქმედებით ან ‘Enter’ კლავიშის გამოყენებით შესრულდება მითითებული ნომრის ხელფასის საბუთების შესაბამისი საბუღალტრო გატარებები.
კომენტარი:
შესრულებული ხელფასის საბუთების ნახვა და შესაბამისი უფლების არსებობის შემთხვევაში, მათი რედაქტირება ან წაშლა შეგიძლიათ ფანჯრებში ‘ყველა საბუთი’, ‘ბრუნვითი ბალანსი’ და ‘ხელფასის მოძრაობა’.
შესრულებული ხელფასის საბუთების გასწვრივ ხელფასის საბუთების სიაში ჩნდება შესაბამისი პიქტოგრამა.

იხილეთ ასევე:
ახალი ხელფასის საბუთის დამატება | ხელფასის საბუთის რედაქტირება | ხელფასის საბუთის წაშლა | ხელფასის საბუთები | ხელფასის დათვლა | ხელფასის დარიცხვის უწყისი | ხელფასის გაცემის უწყისი | ძებნა