SuperFin
www.gss.ge
ყველა საბუთი

პროგრამაში მომხმარებლების მიერ შექმნილი საბუთები (საბუღალტრო ოპერაციები, სალაროს შემოსავლის და გასავლის ორდერები, საგადასახადო დავალებები და სხვ.) ერთად ჩანს ფანჯარაში ყველა საბუთი.

გამოძახება
F6 სწრაფი გადასვლის ზოლის მენიუს ‘SuperFin’ ქვემენიუ ‘ყველა საბუთი’.
დანიშნულება
ფანჯარაში ‘ყველა საბუთი’ ჩანს ამავე ფანჯარაში არსებულ თარიღის ველებში დაყენებული პერიოდის განმავლობაში შექმნილი ყველა საბუთი და მათი შექმნისას ჩატარებული საბუღალტრო გატარებები.
ფანჯარაში ‘ყველა საბუთი’ ოპერაციების გასწვრივ არსებული პიქტოგრამები მიუთითებს ამ საბუთის ტიპს (საბუღალტრო ოპერაცია, სალაროს შემოსავლისა და გასავლის ორდერი, საგადასახადო დავალება, ხელფასისა და ძირითადი საშუალების საბუთი და სხვ.).
ამასთან, თქვენს მიერ ჩატარებული საბუთის შინაარსი მუქადაა შეფერადებული, ხოლო სისტემის სხვა მომხმარებლის მიერ ჩატარებული შედარებით ბაცია.

ფანჯარაში ყველა საბუთი’ დროითი პერიოდის შეცვლის შემდეგ ეკრანზე მონაცემების განახლებისათვის დააჭირეთ ‘F5’ კლავიშს.

იხილეთ ასევე:

საბუღალტრო ოპერაციები | ანგარიშთა გეგმა | ოპერაციის ტიპები | ბრუნვა ანგარიშზე | ბრუნვითი ბალანსი | ბალანსი | მოკორესპონდენტო ანგარიშები