SuperFin
www.gss.ge
 ბალანსი

ორგანიზაციის ბალანსის მიღება ხდება ბალანსის ფანჯარაში.

გამოძახება
Shift-F10 სწრაფი გადასვლის ზოლის განყოფილება ‘SuperFin’ ქვემენიუ ‘ბალანსი’
დანიშნულება
ბალანსის ფანჯარაში ავტომატურად მიიღება ორგანიზაციის ‘საცდელი ბალანსი’, ‘განაშთუილი ბალანსი’ და ‘წარსადგენი ბალანსი’.
ფორმაში ‘საცდელი ბალანსი’ აქტიური ანგარიშების დებეტური ნაშთები და აქტიურ-პასიური ანგარიშების განაშთული დებეტური ნაშთები მიდის აქტივში, ხოლო პასიური ანგარიშების საკრედიტო ნაშთები და აქტიურ-პასიური ანგარიშების განაშთული საკრედიტო ნაშთები მიდის პასივში, ფორმაში. ‘განაშთული ბალანსი’ აქტიური და აქტიურ-პასიური ანგარიშების დებეტური ნაშთები მიდის აქტივში, ხოლო პასიური და აქტიურ-პასიური ანგარიშების საკრედიტო ნაშთები მიდის პასივში და ფორმაში ‘წარსადგენი ბალანსი’ მიიღება საგადასახადო ორგანოებში წარსადგენი ბალანსი.
კომენტარი
ბალანსი ავტომატურად მიიღება კალენდრით დაყენებული ბრუნვითი პერიოდის ჭრილში.
ბალანსის სხვა პარამეტრების მითითება ხდება ბალანსის ფანჯარაში.

იხილეთ ასევე:

ბალანსის ფანჯარა