
| ბრუნვითი
ბალანსი |
|
პროგრამაში
მომხმარებლების
მიერ საბუთების (საბუღალტრო ოპერაციები, სალაროს
შემოსავლისა და გასავლის ორდერები, საგადასახადო
დავალებები და სხვ.) შესრულების დროს, ორმაგი
საბუღალტრო გატარების პრინციპით ხდება ცვლილება
ბუღალტრული ანგარიშების ბრუნვათა უწყისში,
რომელსაც ბრუნვით ბალანსს ვუწოდებთ. მისი მიღება
შესაძლებელია ბრუნვითი
ბალანსის ფანჯარაში.
|
|
გამოძახება |
|
Shift-F9 |
სწრაფი
გადასვლის ზოლის მენიუს SuperFin ქვემენიუ ბრუნვითი
ბალანსი |
|
დანიშნულება |
|
ბრუნვითი
ბალანსის ფანჯარაში მოიცემა ბრუნვის პერიოდში
ანგარიშებზე თანხების ბრუნვის შესახებ
ინფორმაცია. კერძოდ, საწყისი ნაშთი (ნაშთი ბრუნვითი
პერიოდის დასაწყისში), დებეტური ბრუნვა, კრედიტული
ბრუნვა, საბოლოო ნაშთი (ნაშთი ბრუნვითი პერიოდის
ბოლოს).
ამავე ფანჯარაში ანგარიშიდან
ამონაწერის მიღების შემდეგ, საბუღალტრო ოპერაციების
ფანჯარაში გადაუსვლელად, შეგიძლიათ
ჩაატაროთ ახალი საბუღალტრო ოპერაცია, შეცვალოთ ან
წაშალოთ ძველი თქვენს მიერ შესრულებული საბუთი. |
|
კომენტარი |
|
ბრუნვითი
ბალანსი ავტომატურად მიიღება კალენდრის საშუალებით
დაყენებული ბრუნვითი პერიოდის ჭრილში.
ბრუნვით ბალანსში გამოსატანი ინფორმაციის ვალუტა,
სავალუტო კურსი და ნაშთის ტიპი (საბალანსო,
არასაბალანსო, საბალანსო+არასაბალანსო)
მიეთითება ბრუნვითი
ბალანსის პარამეტრების ფანჯარაში.
ბრუნვითი ბალანსის ფანჯარაში გამოტანილი
ანგარიშის საწყის ან საბოლოო ნაშთის მინუს ნიშანი
მიუთითებს ნაშთის კრედიტულობას. |
|
|
|
იხილეთ ასევე: |
|
ანგარიშის ამონაწერი |
ანგარიშის გაშლილი
ბრუნვა | ფილტრი
| ბრუნვითი ბალანსის პარამტრები
| ბრუნვითი ბალანსის
ბეჭდვა |
|