SuperFin
www.gss.ge
 ბრუნვა ანგარიშზე
ცალკეულ ანგარიშებზე ბრუნვითი ბალანსის მისაღებად გამოიყენება ფანჯარა ბრუნვა ანგარიშზე.
გამოძახება
Ctrl-B სწრაფი გადასვლის ზოლის განყოფილება ‘SuperFin’ ქვემენიუ ‘ბრუნვა ანგარიშზე’
დანიშნულება
ფანჯარაში ‘ბრუნვა ანგარიშზე’ მოიცემა მითითებულ ანგარიშზე ბრუნვის პერიოდში  თანხების ბრუნვის შესახებ ინფორმაცია. კერძოდ, საწყისი ნაშთი (ნაშთი ბრუნვითი პერიოდის დასაწყისში), დებეტური ბრუნვა, კრედიტული ბრუნვა, საბოლოო ნაშთი (ნაშთი ბრუნვითი პერიოდის ბოლოს).
ამავე ფანჯარაში ანგარიშის ამონაწერის მიღების შემდეგ, საბუღალტრო ოპერაციების ფანჯარაში გადაუსვლელად, შეგიძლიათ ჩაატაროთ ახალი საბუღალტრო ოპერაცია, შეცვალოთ ან წაშალოთ ძველი თქვენს მიერ შესრულებული საბუთი.
კომენტარი
ბრუნვა არჩეულ ანგარიშზე ავტომატურად მიიღება კალენდრის საშუალებით დაყენებული ბრუნვითი პერიოდის ჭრილში.
ბრუნვით ბალანსში გამოსატანი ინფორმაციის ვალუტა, სავალუტო კურსი და ნაშთის ტიპი (‘საბალანსო’, ‘არასაბალანსო’, ‘საბალანსო+არასაბალანსო’) მიეთითება ბრუნვითი ბალანსის პარამეტრების ფანჯარაში.
ფანჯარაში
‘ბრუნვა ანგარიშზე’ გამოტანილი ანგარიშის (ქვეანგარიშის) საწყის ან საბოლოო ნაშთის მინუს ნიშანი მიუთითებს ნაშთის კრედიტულობას.

იხილეთ ასევე:

საბუღალტრო ოპერაციები | ყველა საბუთი | ანგარიშთა გეგმა | ოპერაციის ტიპები | ბრუნვითი ბალანსი | ბალანსი | მოკორესპონდენტო ანგარიშები