SuperFin
www.gss.ge
 ოპერაციის ტიპები

პროგრამაში გაქვთ საშუალება საბუღალტრო ოპერაციების ფანჯარაში ოპერაციები ჩაატაროთ ავტომატურად, წინასწარ შექმნილი ე.წ. ოპერაციის ტიპის გამოყენებით. ოპერაციის ტიპის შექმნა, ანუ იმ საბუღალტრო გატარებების მითითება, რომლებმაც უნდა მიიღონ მონაწილეობა კონკრეტული საბუთის შექმნისას ხდება ოპერაციის ტიპების ფანჯარაში.

გამოძახება
F8 სწრაფი გადასვლის ზოლის მენიუს ‘SuperFin’ ქვემენიუ ‘ოპერაციის ტიპები’
დანიშნულება

ოპერაციის ტიპი წარმოადგენს იმ მოქმედებათა თანმიმდევრობას, რომლის მიხედვითაც სრულდება კონკრეტული საბუღალტრო ოპერაცია (გატარება ან გატარებათა ერთობლიობა).
ოპერაციის ტიპების გამოყენებით ოპერაციის ჩატარებისას გვეძლევა საშუალება, ერთი ოპერაციის ჩატარებით მოხდეს რამოდენიმე საბუღალტრო გატარება.
ოპერაციის ტიპების ფანჯარაში ხდება ოპერაციის აღწერა, ანუ იმ საბუღალტრო გატარებების მითითება, რომლებმაც უნდა მიიღონ მონაწილეობა მოცემული ოპერაციის ჩატარების დროს.

კომენტარი

ოპერაციის ტიპის შექმნა მარტივი პროცედურაა, მაგრამ პრობლემების წამოჭრის შემთხვევაში, ან თუ თქვენ შექმენით ორიგინალური ოპერაციის ტიპი და გაქვთ სურვილი სხვათაც გაუზიაროთ, თქვენ გაქვთ საშუალება ოპერაციის ტიპების ფანჯარაში არსებული ექსპორტ-იმპორტის ბრძანებებით თქვენი კომპიუტერის ვინჩესტერიდან ან დისკეტიდან გადმოწეროთ (ან გადაწეროთ) სასურველი ოპერაციის ტიპი.


იხილეთ ასევე:

საბუღალტრო ოპერაციები