ოპერაციის ტიპების ფანჯარა
www.gss.ge
 ოპერაციის ტიპების ექსპორტი
დანიშნულება

თქვენ გაქვთ საშუალება ოპერაციის ტიპების ფანჯარაში არსებული ექსპორტ-იმპორტის ბრძანებებით თქვენი კომპიუტერის ვინჩესტერიდან ან დისკეტიდან გადმოწეროთ (ან გადაწეროთ) სასურველი ოპერაციის ტიპი.

აღწერა

ოპერაციის ტიპის თქვენი კომპიუტერის ვინჩესტერზე ან დისკეტაზე (ან ნებისმიერ სხვა ადგილზე) გადასაწერად მონიშნეთ ოპერაციის ტიპი, რომლის ექსპორტსაც აპირებთ;
ოპერაციების ტიპების ფანჯრის ინსტრუმენტების ზოლშ პიქტოგრამაზე ‘თაგვის’ ზემოქმედებით ან
‘Ctrl-X’ კლავიშთა კომბინაციით იხსნება ოპერაციის ტიპის ექსპორტის ფანჯარა:

ფანჯრის გახსნისას ავტომატურად შევსებულია ველი ‘სახელი’ მონიშნული ოპერაციის ტიპის სახელით, რომლის რედაქტირებაც შეგიძლიათ თქვენი სურვილისამებრ.
ველში ‘ფაილის დასახელება’ 3..gif (886 bytes) პიქტოგრამაზე ‘თაგვის’ მოქმედებით იხსნება თქვენი კომპიუტერის საქაღალდეების ხე (ფანჯარა ფაილის გახსნა). ამოირჩიეთ საქაღალდე, სადაც გსურთ ჩაწეროთ ოპერაციის ტიპის ფაილი (ეს შეიძლება იყოს დისკმდები a:\ ან b:\, ან ნებისმიერი სხვა საქაღალდე).
ფაილის გახსნის ფანჯარაში ველში ‘ფაილი’ აკრიფეთ ოპერაციის ტიპის სახელი (მნიშვნელობა არ აქვს რას უწოდებთ ამ ფაილს, მაგრამ სასურველია, დასახელება შეარჩიოთ ამ ოპერაციის ტიპის შინაარსიდან გამომდინარე). ოპერაციის ტიპის ფაილს მიენიჭება გაფართოება *.opt.
ღილაკზე ‘გახსნა’ ‘თაგვის’ ზემოქმედებით ავტომატურად შეივსება ველი ‘ფაილის დასახელება’ ოპერაციის ტიპის ფაილის სახელითა და მისამართით.
ღილაკზე ‘ექსპორტი’ ‘თაგვის’ ზემოქმედებით ან ‘Enter’ კლავიშის გამოყენებით მოხდება არჩეული ოპერაციის ტიპის ექსპორტი (გადაწერა) თქვენი პროგრამიდან არჩეულ საქაღალდეში, რომელიც უკვე შეგიძლიათ ფაილის სახით წაიღოთ სხვა კომპიუტერზე, სადაც პროგრამა SuperFin-ია დაინსტალირებული და ოპერაციის ტიპების იმპორტის ბრძანების გამოყენებით გადაწეროთ ოპერაციის ტიპების სიაში და შემდგომ გამოიყენოთ საბუღალტრო ოპერაციების ჩატარებისას.


იხილეთ ასევე:

ახალი ოპერაციის ტიპების ჯგუფის დამატება | ახალი ოპერაციის ტიპის შექმნა | ოპერაციის ტიპის რედაქტირება | ოპერაციის ტიპის წაშლა | ოპერაციის ტიპის იმპორტი