ხელფასის საბუთების ფანჯარა
www.gss.ge
  ხელფასის დათვლა

აღწერა:
ხელფასის საბუთების ფანჯრის ინსტრუმენტების ზოლში პიქტოგრამაზე ‘თაგვის’ მოქმედებით ან ‘Ctrl-R’ კლავიშთა კომბინაციით იხსნება ხელფასის დათვლის ფანჯარა.
ველში ‘მოხდეს ხელფასის დათვლა საბუთების ნომრით’ შეიტანეთ იმ ხელფასის საბუთების (საბუთის) ნომერი, რომელთა დათვლასაც აპირებთ.
ველის ‘მოხდეს დარიცხვა და გაცემა’ მონიშვნის შემთხვევაში მოხდება მომსახურე პერსონალზე გასაცემი ხელფასების  დარიცხვა და ამავდროულად, როგორც მიმდინარე დროისათვის გასაცემი ხელფასების ასევე ადრინდელი დავალიანებების გაცემა.
ველის 'მოხდეს დარიცხვის გაცემა საბუთის ნომრით' მონიშვნა იწვევს ველების 'და პერიოდის შესაბამისად' გააქტიურებას.
ველში 'და პერიოდის შესაბამისად' ავტომატურად მიიღება მიმდინარე ბრუნვითი პერიოდი. პიქტოგრამაზე ‘თაგვის’ მოქმედებით გახსნილ კალენდრის ფანჯარაში შეგიძლიათ მიუთითოთ ის ბრუნვითი პერიოდი, რომელშიც ხელფასზე გამოწერილი ყველა ნომრის საბუთის მიღება გსურთ.
ველის 'და პერიოდის შესაბამისად' არარედაქტირებად ველში პიქტოგრამაზე ‘თაგვის’ მოქმედების ან ‘ხარვეზის’ (Space) კლავიშის გამოყენების შემთხვევაში  ეკრანზე მიიღება ფანჯარა 'ხელფასზე გამოწერილი საბუთები':
სადაც მოცემულია ფანჯარაში 'ხელფასის დათვლა' მითითებულ დროით მონაკვეთში ხელფასზე გამოწერილი ყველა საბუთის ჩამონათვალი.
ველში 'პერიოდი' სურვილისამებრ შეგიძლიათ ბრუნვის პერიოდის შეცვლა.
ველის 'არასაბალანსო საბუთები' მონიშვნის შემთხვევაში ფანჯარაში მიიღება არასაბალანსო საბუთების ჩამონათვალი ნომრისა და თარიღის მითითებით. წინააღმდეგ შემთხვევაში სისტემა ავტომატურად მოგაწვდით საბალანსოდ გამოწერილი ხელფასის საბუთების ჩამონათვალს. (პროგრამის 6.2 ვერსიაში საბიუჯეტო ბუღალტერია მოცემულია ველი 'სპეცსახსრები', და შესაბამისად მიიღება სპეცსახსრებზე ან ბიუჯეტზე გამოწერილი საბუთები).
დააჭირეთ 'ცხრილის განახლება პერიოდის შესაბამისად' კლავიშს, რაც ხელფასზე გამოწერილი საბუთების ჩამონათვალის განახლებას გამოიწვევს შეცვლილი ბრუნვითი პერიოდის მიხედვით.
ხელფასზე გამოწერილი საბუთების სიიდან ამოირჩიეთ სასურველი და დააფიქსირეთ არჩევანი ‘Enter’ კლავიშით ან ‘თაგვის’ მარცხენა ღილაკზე ორჯერ სწრაფი ზემოქმედებით.
შედეგად, ფანჯარის 'ხელფასის დათვლა' არარედაქტირებადი ველი 'და პერიოდის შესაბამისად' შეივსება თქვენს მიერ მითითებული საბუთის ნომრით.
'თანხმობა' ღილაკზე დაჭერის შემთხვევაში განხორციელდება საბუთში შეტანილი ხელფასების დარიცხვა და ამავდროულად მითითებული ნომრის შესაბამისი საბუთის (გასაცემი) თანხის გაცემა.
ხოლო ველის ‘მოხდეს მხოლოდ დარიცხვა’ მონიშვნის შედეგად განხორციელდება მხოლოდ ხელფასის დარიცხვის ოპერაცია. ეს ნიშნავს, რომ არ მოხდება გასაცემი თანხების ფორმირება და დარიცხული თანხები იქნება ორგანიზაციის დავალიანება მომსახურე პერსონალთან ხელფასით ანგარიშსწორებისას.
დააჭირეთ ღილაკს ‘თანხმობა’ ‘თაგვის’ ზემოქმედებით ან ‘Enter’ კლავიშის გამოყენებით .
კომენტარი:
ხელფასის საბუთების დათვლა ხდება შექმნილი ხელფასის საბუთებზე, რომელთა რედაქტირებაც შეგიძლიათ შემდგომში.
ხელფასის საბუთების შექმნისა და დათვლის შემდეგ შესაბამისი საბუღალტრო გატარებების ავტომატურად შესასრულებლად გამოიყენება ბრძანება ხელფასის დარიცხვისა და გაცემის შესრულება.
დათვლილი ხელფასის საბუთების ნახვა და შესაბამისი უფლების არსებობის შემთხვევაში, მათი რედაქტირება ან წაშლა შეგიძლიათ ფანჯარაში ‘ყველა საბუთი’.
დათვლილი ხელფასის საბუთების გასწვრივ ხელფასის საბუთების სიაში ჩნდება შესაბამისი პიქტოგრამა.

იხილეთ ასევე:
ახალი ხელფასის საბუთის დამატება | ხელფასის საბუთის რედაქტირება | ხელფასის საბუთის წაშლა | ხელფასის საბუთები | ხელფასის დარიცხვის უწყისი | ხელფასის გაცემის უწყისი | ხელფასის დარიცხვისა და გაცემის შესრულება | ძებნა