მონიშნეთ ხელფასის საბუთი,
რომლის წაშლასაც აპირებთ;
ხელფასის საბუთების
ფანჯრის ინსტრუმენტების ზოლში
პიქტოგრამაზე თაგვის მოქმედებით ან Ctrl-D, Delete
კლავიშით იხსნება შემდეგი ფანჯარა:
ველის მიმდინარე საბუთი
მონიშვნის შემთხვევაში (რაც ხორციელდება
შემდეგნაირად: თაგვის გამოყენებით დასვით
მონიშვნის ნიშანი ამ ველის გასწვრივ არსებულ
უჯრაში. იგივე შეგიძლიათ განახორციელოთ
კლავიატურიდან: Tab, Shift-Tab
კლავიშებით გაააქტიურეთ ველი მიმდინარე
საბუთი და Space
(ხარვეზი) კლავიშით მონიშნეთ მის გასწვრივ
არსებული უჯრა), მონიშნული ხელფასის საბუთი
ამოვარდება ხელფასის საბუთების სიიდან და ამავე
დროს წაიშლება მასთან დაკავშირებული ყველა
საბუღალტრო გატარება.
თუ არ არის მონიშნული ველი მიმდინარე
საბუთი, ველში წაიშალოს ხელფასის
საბუთები ნომრით მიუთითეთ იმ საბუთების
ნომერი, რომელთა წაშლასაც აპირებთ. საბუთის ნიმერის უშეცდომოთ მისათითებლად
შესაძლებლობა გეძლევათ
პიქტოგრამაზე თაგვის მოქმედებით გახსნილ ფანჯარაში მოცემულ ხელფასის
საბუთების სიაში ამოირჩიეთ სასურველი ნომრის საბუთი. ღილაკზე
თანხმობა 'თაგვის' მოქმედებით დააფიქსირეთ თქვენი არჩევანი.
ამ დროს
მითითებული ნომრის ყველა საბუთი ამოვარდება
ხელფასის საბუთების სიიდან და იმავდროულად
წაიშლება მათთან დაკავშირებული ყველა საბუღალტრო
გატარება.