ხელფასის საბუთების ფანჯარა
www.gss.ge
  ხელფასის საბუთის რედაქტირება

აღწერა:
მონიშნეთ ხელფასის საბუთი, რომლის რედაქტირებასაც აპირებთ;
ხელფასის საბუთების ფანჯრის ინსტრუმენტების ზოლში პიქტოგრამაზე ‘თაგვის’ მოქმედებით ან ‘Enter’, ‘Ctrl-E’ კლავიშთა კომბინაციით იხსნება ხელფასის საბუთის რედაქტირების ფანჯარა:
ველში ‘თარიღი’ავტომატურად მითითებულია კალენდრით დაყენებული მიმდინარე თარიღი. პიქტოგრამაზე ‘თაგვის’ მოქმედებით იხსნება კალენდრის ფანჯარა. მიუთითეთ სასურველი თარიღი და დააფიქსირეთ ‘Enter’ კლავიშით ან ‘თაგვის’ მარცხენა ღილაკზე ორჯერ სწრაფი ზემოქმედებით.
ველში ‘ნომერი’ მიუთითეთ ხელფასის საბუთის ნომერი.
ველში ‘შინაარსი’ შეიტანეთ იმ მომსახურე პირის სახელი და გვარი, ვისი ხელფასის საბუთსაც ქმნით. ეს ველი ავტომატურად ივსება ველის ‘მომსახურე პირი’ შევსებისას.

განყოფილება 'მონაცემები'
ველში ‘მომსახურე პირი’ მიეთითება იმ მომსახურე პირის სახელი და გვარი, რომელზეც ქმნით ხელფასის მოცემულ საბუთს. პიქტოგრამაზე ‘თაგვის’ მოქმედებით იხსნება ფანჯარა ‘მომსახურე პერსონალი’, რომელშიც მოცემულია თქვენი ორგანიზაციის ყველა თანამშრომელის ჩამონათვალი.
ამოირჩიეთ პირი, რომლის ხელფასის საბუთსაც ქმნით და დააფიქსირეთ ‘Enter’ კლავიშით ან ‘თაგვის’ მარცხენა ღილაკზე ორჯერ სწრაფი ზემოქმედებით.
ველში 'მომსახურე პირი' ჩაშენებული  ფილტრის გამოყენების საფუძველზე თქვენ შეგიძლიათ ფანჯარაში ‘მომსახურე პერსონალი’ მოცემული თანამშრომლების სიის გაფილტრვა თქვენთვის სასურველი სახელისა თუ გვარის მიხედვით. საძებნი მნიშვნელობის ნაწილობრივ დავიწყების შემთხვევაში შეგიძლიათ გამოიყენოთ DOS-ის სისტემის ძებნის რეჟიმის სტანდარტული საძებნი '*' და '?' სიმბოლოები, სადაც '*' სიმბოლო აღნიშნავს ნებისმიერ სიმბოლოთა ერთიანობას, ხოლო -  '?' ერთ ნებისმიერ სიმბოლოს.
მაგალითი
*ა* - მჟავანაძე შორენა;
- ფარესაშვილი მაკა ...
ველის ‘მომსახურე პირი’ შევსებით ავტომატურად ივსება ველები ‘შინაარსი’, ‘განაკვეთი’ და ‘ნამუშევარი დღეები’ განყოფილებიდან ‘მონაცემები’, ველები ‘პრემია’, ‘საათობრივი დანამატი’, ‘შეთავსება’, ‘პურის კომპენსაცია’, ‘ბავშვთა დახმარება’, ‘სხვა დანარიცხები’ განყოფილებიდან ‘დარიცხვა’ და ველი ‘ალიმენტი’ განყოფილებიდან ‘დაკავება’ მომსახურე პერსონალის რედაქტირების ფანჯარაში დაფიქსირებული მონაცემების მიხედვით.
ველში ‘განაკვეთი’ მიეთითება პიროვნების სატარიფო ან საათობრივი განაკვეთის სიდიდე. თქვენ შეგიძლიათ  შეცვალოთ აღნიშნული ველის მნიშვნელობა თქვენი შეხედულებებისა და მიხედვით.
ველში ‘დღეები/საათები’ ავტომატურად მიეთითება მიმდინარე თვეში მომსახურე პირის მიერ შესრულებული სამუშაოს სიდიდე დღეებში ან საათებში  (ფანჯარაში ‘სადღესასწაულო დღეები’ დაფიქსირებულ არასამუშაო დღეების გამოკლებით). აღნიშნული მონაცემები ავტომატურად ივსება ‘ხელფასის პარამეტრებსა’ და ‘მომსახურე პერსონალის’ განყოფილებებში მითითებული სიდიდეებით.
ველის ‘შეტანილი თანხა გაიცეს’ (ეს ველი ავტომატურად მონიშნულია, თუ ველში ‘მომსახურე პირი’ მითითებულ პიროვნებას ფანჯარაში ‘მომსახურე პერსონალი’ მონიშნული აქვს ველის ‘შეტანილი თანხა გაიცეს’ გასწვრივ არსებული უჯრა განყოფილებაში ‘მონაცემები’) მონიშვნით, საშუალება გექნებათ მომსახურე პირებზე ხელზე გასცეთ თანხა ველში ‘სატარიფო განაკვეთი’ მითითებული ოდენობით, ანუ ხელფასის საბუთის ფორმირებისას დარიცხვა-დაკავებები გამოითვლება უკუმიმდევრობით. ‘თაგვის’ გამოყენებით მონიშნეთ ველი ‘შეტანილი თანხა გაიცეს’ (იგივე შეგიძლიათ განახორციელოთ კლავიატურიდან: ‘Tab’, ‘Shift-Tab’ კლავიშებით გაააქტიურეთ ეს ველი და ‘Space’ კლავიშით მონიშნეთ მის გასწვრივ არსებული უჯრა).
ველი ‘აქვს პარამეტრები’ ავტომატურად მონიშნულია, თუ ველში ‘მომსახურე პირი’ მითითებულ პიროვნებას ფანჯარაში ‘მომსახურე პერსონალი’ მონიშნული აქვს ველის ‘აქვს პარამეტრები’ გასწვრივ არსებული უჯრა განყოფილებაში ‘მონაცემები’. ეს ნიშნავს, რომ ამ მომსახურე პერსონალზე ხელფასის დარიცხვა-დაკავებების საბუღალტრო გატარებები შესრულდება ინდივიდუალურ ანგარიშებზე. თუ არ არის მონიშნული ეს ველი, საბუღალტრო გატარებები შესრულდება ხელფასის პარამეტრების ფანჯარაში (სწრაფი გადასვლის ზოლის განყოფილება ‘ხელფასის პარამეტრები’) დაფიქსირებულ ანგარიშებზე.
როგორც მოგეხსენებათ, მიმდინარე თვეში გასაცემი ხელფასის თანხის გამოანგარიშება ხორციელდება ნაზარდი ჯამის პრინციპით წლის დასაწყისიდან. როდესაც ახალ სამეურნეო წელს პირველად არიცხავთ ხელფასს, საჭიროა განულდეს გასული წლის დარიცხვა-დაკავებები.
ველის ‘მომდინარე წელს პირველად ვარიცხავთ ხელფასს’ მონიშვნით ხელფასის თანხის გამოაგარიშება მოხდება განვლილ თვეებში დარიცხვა-დაკავებების გათვალისწინების გარეშე.
ველში ‘კომენტარი’ შეგიძლიათ ჩაწეროთ თქვენი კომენტარი მოცემულ ხელფასის საბუთთან დაკავშირებით.
მონიშნეთ ველი 'გატარებით' თუკი გსურთ საბუთის გამოწერისას შესრულდეს შესაბამისი საბუღალტრო გატარებები. ველის არ მონიშვნის შემთხვევაში განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი თანხების დარიცხვა და გაცემა. ამასთან მომავალი ხელფასების საბუთებში ნაზარდი ჯამი გათვალისწინებული იქნება.

განყოფილება 'დარიცხვა'
ამ განყოფილებაში არსებული ველები ‘პრემია’, ‘საათობრივი დანამატი’, ‘შეთავსება’, ‘პურის კომპენსაცია’, ‘ბავშვთა დახმარება’, ‘სხვა დანარიცხები’ ავტომატურად ივსება ველის ‘მომსახურე პირი’ შევსებით განყოფილებიდან ‘მონაცემები’ მომსახურე პერსონალის რედაქტირების ფანჯარაში დაფიქსირებული თანხებით.
შეგიძლიათ შეცვალოთ ამ ველების მნიშვნელობები საჭიროებისდა მიხედვით.

განყოფილება 'შვებულება'
თუ თქვენ აპირებთ მომსახურე პირს დაუნიშნოთ შვებულება, მონიშნეთ ველი ‘დაენიშნოს შვებულება’. ამ დროს აქტიურდება რედაქტირებადი ველები ‘პერიოდი’, ‘შვებულება’ და ღილაკი ‘დათვლა’.
ველში ‘პერიოდი’ მიუთითეთ შვებულების დასაწყისისა და დასასრულის თარიღები. პიქტოგრამაზე ‘თაგვის’ მოქმედებით იხსნება კალენდრის ფანჯარა. მიუთითეთ სასურველი თარიღი და დააფიქსირეთ ‘Enter’ კლავიშით ან ‘თაგვის’ მარცხენა ღილაკზე ორჯერ სწრაფი ზემოქმედებით.
ღილაკზე ‘დათვლა’ ‘თაგვის’ მოქმედებით მოხდება შვებულების დღეებისა და შვებულების თანხის გადაანგარიშება და ავტომატურად შეივსება ველი ‘შვებულება’.
ამ ველის მნიშვნელობის შეცვლა შეგიძლიათ საჭიროების შემთხვევაში.

განყოფილება 'ბიულეტენი'
თუ თქვენ აპირებთ მომსახურე პირს დაუნიშნოთ ბიულეტენი, მონიშნეთ ველი ‘დაენიშნოს ბიულეტენი’. ამ დროს აქტიურდება რედაქტირებადი ველები ‘პერიოდი’, ‘პროცენტი’,‘ბიულეტენი’ და ღილაკი ‘დათვლა’.
ველში ‘პერიოდი’ მიუთითეთ ბიულეტენის გახსნისა და დახურვის თარიღები. პიქტოგრამაზე ‘თაგვის’ მოქმედებით იხსნება კალენდრის ფანჯარა. მიუთითეთ სასურველი თარიღი და დააფიქსირეთ ‘Enter’ კლავიშით ან ‘თაგვის’ მარცხენა ღილაკზე ორჯერ სწრაფი ზემოქმედებით.
ველში ‘პროცენტი’ მიუთითეთ ბიულეტენის საპროცენტო განაკვეთი.
ღილაკზე ‘დათვლა’ ‘თაგვის’ მოქმედებით მოხდება ბიულეტენის დღეებისა და ბიულეტების თანხის გადაანგარიშება და ავტომატურად შეივსება ველი ‘ბიულეტენი’.
ამ ველის მნიშვნელობის შეცვლა შეგიძლიათ საჭიროების შემთხვევაში.

განყოფილება 'დაკავება'
ველში ‘ანგარიშვალდებულება’ მიუთითეთ მომსახურე პირის დავალიანების თანხის ოდენობა. ამ ველში თანხის შეტანისას მომსახურე პირს ხელფასიდან დაუკავდება ანგარიშვალდებულების (ანგარიში 71) დროს წარმოქმნილი დავალიანება.
ველში ‘სესხი’ მიუთითეთ მომსახურე პირზე სესხად გაცემული თანხის ოდენობა.
ველი ‘ალიმენტი’ ავტომატურად ივსება ველის ‘მომსახურე პირი’ შევსებით განყოფილებიდან ‘მონაცემები’ მომსახურე პერსონალის რედაქტირების ფანჯარაში დაფიქსირებული თანხით.
შეგიძლიათ შეცვალოთ ამ ველის მნიშვნელობები საჭიროების შემთხვევაში.
ველში ‘კმაყოფაზე მყოფი პირები’ ავტომატურად შევსებულია ფანჯრის ‘მომსახურე პერსონალი’ განყოფილების ‘დაკავება’ ველში ‘კმაყოფაზე მყოფი პირები’ დაფიქსირებული მონაცემით. იმ შემთხვევაში თუ მოცემულ მომსახურე პირზე თვის განმავლობაში რამოდენიმეჯერ ხდება ხელფასის გაცემა, აუცილებელია განულდეს ამ ველის მნიშვნელობა.
ღილაკზე ‘ხელფასის დათვლა’ ‘თაგვის’ მოქმედებით მოხდება მომსახურე პერსონალისათვის დარიცხული და დაკავებული თანხების დაანგარიშება და დავალიანების გათვალისწინებით გასაცემი თანხის დათვლა.
რის შედეგადაც, ავტომატურად შეივსება ველი ‘გასაცემი თანხა’. ამ ველის მნიშვნელობის ხელით შეცვლა შეგიძლიათ საჭიროების შემთხვევაში.
პიქტოგრამაზე ‘თაგვის’ მოქმედების შედეგად, მასზე გამოსახული კლიტე იხურება. რაც ველში 'გასაცემი თანხა' მითითებული მნიშვნელობის უცვლელობას უზრუნველყოფს. გასაცემი თანხა არ შეიცვლება ხელფასის დათვლისა თუ დარიცხვის ოპერაციების შესრულების მიუხედავად.

აქვე უნდა აღინიშნოს ის გარემოება, რომ 'გასაცემი თანხა' ავტომატურად იკეტება მაშინ, როდესაც   ორგანიზაცია გასცემს წინა თვეებში დავალიანებულ ხლფასებს. ამ შემთხვევაში 'კლიტე' უზრუნველყოფს გასაცემი თანხის უცვლელობას ხელფასის ხელახალი დათვლისას .
‘ხელფასის დათვლა’ ღილაკის ფუნქციას ასრულებს ხელფასის საბუთების ფანჯრის ინსტრუმენტების ზოლში არსებული პიქტოგრამა 16_xelfasi_datvla.GIF (130 bytes) (ხელფასის დათვლა). ამ შემთხვევაში უნდა მიუთითოთ საბუთის ნომერი, რომლის ხელფასის დათვალასაც აპირებთ.
თუ თქვენ აპირებთ მხოლოდ ხელფასის დარიცხვას თანხის გაცემის გარეშე, უნდა გაანულოთ ველში ‘გასაცემი თანხა’ არსებული მნიშვნელობა. ამ დროს წარმოიქმნება დავალიანება ორგანიზაციისა მომსახურე პირის მიმართ.
იგივეს ემსახურება ხელფასის საბუთების ფანჯრის ინსტრუმენტების ზოლში არსებული პიქტოგრამა (ხელფასის დათვლა), რომლის ბრძანების შესრულებისას უნდა მონიშნოთ ველი ‘მოხდეს მხოლოდ დარიცხვა’.
ველის ‘დაერიცხოს და გაიცეს’ მონიშვნით ავტომატურად მოხდება ამ საბუთის შესაბამისი საბუღალტრო გატარების შესრულება.
იგივეს ემსახურება ხელფასის საბუთების ფანჯრის ინსტრუმენტების ზოლში არსებული პიქტოგრამა (ხელფასის დარიცხვისა და გაცემის შესრულება), რომლის ბრძანების შესრულებისას უნდა მიუთითოთ საბუთის ნომერი, რომლის შესაბამისი საბუღალტრო გატარებების შესრულებაც გსურთ.
დაასრულეთ მომსახურე პერსონალისათვის ხელფასის საბუთის შექმნა ‘Enter’ კლავიშის ან ღილაკის ‘თანხმობა’ გამოყენებით.
კომენტარი
შესრულებული ხელფასის საბუთის ნახვა და შესაბამისი უფლების არსებობის შემთხვევაში, მათი რედაქტირება ან წაშლა შეგიძლიათ ფანჯრებში ‘ყველა საბუთი’, ‘ბრუნვითი ბალანსი’ და ‘ხელფასის მოძრაობა’.
ხელფასის საბუთის გასწვრივ ხელფასის საბუთების სიაში, იმისდა მიხედვით დათვლილია თუ არა და შესრულებულია თუ არა ხელფასის საბუთი, ჩნდება შესაბამისი პიქტოგრამები.

იხილეთ ასევე:
ახალი ხელფასის საბუთის დამატება | ხელფასის საბუთის წაშლა | ხელფასის საბუთები | ხელფასის დათვლა | ხელფასის დარიცხვის უწყისი | ხელფასის გაცემის უწყისი | ხელფასის დარიცხვისა და გაცემის შესრულება | ძებნა