|
ხელფასის
საბუთების ფანჯარაში წარმოდგენილია
მიმდინარე თვეში შექმნილი ხელფასის
საბუთები, რომლებიც სორტირებულებია
თარიღის, საბუთის ნომრის და სატაბელო
ნომრის მიხედვით.
ხელფასის საბუთების
ფანჯარაში ხდება როგორც ცალკეული თანამშრომლების
ხელფასის (შვებულების, ბიულეტენის და სხვა
დარიცხვა-დაკავებების გათვალისწინებით) დათვლა,
ისე მთელ მომსახურე პერსონალისზე გასაცემი
თანხების გამოწერა და ამ ოპერაციის შესაბამისი
საბუღალტრო გატარებების შესრულება.
ხელფასის საბუთები იქმნება მხოლოდ იმ
თანამშრომელთათვის, რომელთაც მომსახურე
პერსონალის რედაქტირების ფანჯარაში
მონიშნული აქვთ ველი მონიშნულია.
ხელფასის საბუთების ფანჯარაში ჩანს მიმდინარე
თვეში შექმნილი ხელფასის საბუთები.
კალენდრის
საშუალებით დროითი პერიოდის შეცვლის შეცვლის
შემთხვევაში, ხელფასის საბუთების
ფანჯარაში ეკრანზე მონაცემების განახლებისათვის
დააჭირეთ F5 კლავიშს.
|