ხელფასის საბუთების ფანჯარა
www.gss.ge
  ხელფასის დარიცხვის უწყისი

აღწერა:
ხელფასის საბუთების ფანჯრის ინსტრუმენტების ზოლში პიქტოგრამაზე ‘თაგვის’ მოქმედებით ან ‘Ctrl-P’ კლავიშთა კომბინაციით იხსნება ხელფასის დარიცხვის უწყისის ფორმირების ფანჯარა.
ველში ‘ამოიბეჭდოს ხელფასის დარიცხვის უწყისი, რომლის საბუთების ნომერია’ შეიტანეთ იმ ხელფასის საბუთების (საბუთის) ნომერი, რომელთა მიხედვითაც გსურთ უწყისის ფორმირება.
ღილაკზე ‘ამობეჭდვა’ ‘თაგვის’ ზემოქმედებით ან ‘Enter’ კლავიშის გამოყენებით ეკრანზე მიიღება ხელფასის დარიცხვის უწყისი მითითებული ნომრის ხელფასის საბუთების მიხედვით.
ახლა შეგიძლიათ გამობეჭდოთ მიღებული დოკუმენტი.
კომენტარი:
ხელფასის დარიცხვის უწყისი ფორმირდება იმ ხელფასის საბუთებისათვის, რომელთა მიხედვითაც შესრულებულია ხელფასის დათვლა (არ აქვს მნიშვნელობა მონიშნულია თუ არა ველი ‘მოხდეს მხოლოდ დარიცხვა’).
ხელფასის დარიცხვისა და გაცემის უწყისების ფორმირებისა და დაბეჭდვის შემდეგ შესაბამისი საბუღალტრო გატარებების ავტომატურად შესასრულებლად გამოიყენება ბრძანება ხელფასის დარიცხვისა და გაცემის შესრულება.

იხილეთ ასევე:
ახალი ხელფასის საბუთის დამატება | ხელფასის საბუთის რედაქტირება | ხელფასის საბუთის წაშლა | ხელფასის საბუთები | ხელფასის დათვლა | ხელფასის გაცემის უწყისი | ხელფასის დარიცხვისა და გაცემის შესრულება | ძებნა