ხელფასის საბუთების
ფანჯრის ინსტრუმენტების ზოლში პიქტოგრამაზე
თაგვის მოქმედებით ან Alt-P კლავიშთა კომბინაციით იხსნება
ხელფასის გაცემის უწყისის ფორმირების ფანჯარა.
ველში ამოიბეჭდოს
ხელფასის გაცემის უწყისი, რომლის საბუთების
ნომერია შეიტანეთ იმ ხელფასის საბუთების
(საბუთის) ნომერი, რომელთა მიხედვითაც გსურთ
ხელფასის გაცემის უწყისის ფორმირება.
ველში ვალუტა
მიუთითეთ ვალუტა, რა ვალუტაშიც აპირებთ ხელფასის
გაცემას.
პიქტოგრამაზე თაგვის ზემოქმედებით იხსნება ვალუტების ტიპების
ფანჯარა. ამოირჩიეთ სასურველი ვალუტა და
დაფიქსირეთ Enter კლავიშით ან თაგვის
მარცხენა ღილაკზე ორჯერ სწრაფი ზემოქმედებით.
ველებში
რაოდენობა და კურსი
ავტომატურად მიეთითება არჩეული ვალუტის მიმდინარე
სავალუტო კურსი.
ეს ველები შეგიძლიათ შეცვალოთ თქვენი
შეხედულებებისდა შესაბამისად.
ველის მოხდეს დაყოფა
განყოფილებებით მონიშვნით (რაც ხორციელდება
შემდეგნაირად: თაგვის გამოყენებით დასვით
მონიშვნის ნიშანი ამ ველის გასწვრივ არსებულ
უჯრაში. იგივე შეგიძლიათ განახორციელოთ
კლავიატურიდან: Tab, Shift-Tab
კლავიშებით გაააქტიურეთ ველი მოხდეს დაყოფა
განყოფილებებით და Space (ხარვეზი)
კლავიშით მონიშნეთ მის გასწვრივ არსებული უჯრა)
ხელფასის გაცემის უწყისში მოხდება მომსახურე
პერსონალის დაყოფა განყოფილებების მიხედვით.
როდესაც მონიშნულია ველი მოხდეს დაყოფა
განყოფილებებით,ამ დროს აქტიურდება ველი
განყოფილებები დაიბეჭდოს ახალ გვერდებზე.
დამატებით ამ ველის მონიშვნის შემთხვევაში,
ხელფასის გაცემის უწყისი თითოეული
განყოფილებისათვის დაიბეჭდება სხვადასხვა
ფურცელზე.
ღილაკზე
გამობეჭდვა თაგვის ზემოქმედებით ან Enter კლავიშის
გამოყენებით ეკრანზე მიიღება ხელფასის გაცემის
უწყისი მითითებული ნომრის ხელფასის
საბუთების მიხედვით.
აღნიშნულ ანგარიშგებაში მოცემულია
მხოლოდ ის განყოფილებები, რომლებშიც
მომუშავე პირებზე გამოწერილია
ხელფასის საბუთები:
ხელფასის
გაცემის უწყისში არ ამოიბეჭდება ის მომსახურე პერსონალი,
რომელთა გასაცემი თნხა 0-ის ტოლია. ხელფასის გაცემის უწყისის ფორმირებისა
და დაბეჭდვის შემდეგ შესაბამისი საბუღალტრო
გატარებების ავტომატურად შესასრულებლად
გამოიყენება ბრძანება ხელფასის
დარიცხვისა და გაცემის შესრულება.