
|
საბუღალტრო გატარება |
|
გატარებების რედაქტირების ფანჯარა
შემდეგნაირად გამოიყურება: |
|
 |
|
ველში დებეტური
ანგარიში შეიტანეთ გატარების დებეტური ანგარიშის ნომერი
ქვეანგარიშების გათვლისწინებით.
Ctrl-Space კლავიშით
ან პიქტოგრამაზე
თაგვის მოქმედებით იხსნება
ანგარიშების ფანჯარა, სადაც უთითებთ გატარების დებეტურ
ანგარიშს/სუბანგარიშს.
თუმცაღა, ველში 'დებეტური ანგარიში' ჩაშენებული ფილტრის გამოყენების
საფუძველზე თქვენ შეგიძლიათ ანგარიშთა სიის გაფილტრვა თქვენთვის სასურველი
ანგარიშის მიხედვით. გაფილტრვა შესაძლებელია ანგარიშის ნომრის საფუძველზე. მოცემულ
ველში თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ DOS-ის სისტემის ძებნის რეჟიმის
სტანდარტული საძებნი '*' და '?' სიმბოლოები, სადაც '*' სიმბოლო
აღნიშნავს ნებისმიერ სიმბოლოთა ერთიანობას, ხოლო - '?' ერთ ნებისმიერ
სიმბოლოს.
ველში 'დებეტური ანგარიში' შეიყვანეთ საძებნი მნიშვნელობა ან მისი
ნაწილი და დააჭირეთ
პიქტოგრამას ან გამოიყენეთ
Ctrl-Space
კლავიშთა კომბინაცია.
გახსნილ ანგარიშების ფანჯარაში ამოირჩიეთ სასურველი ანგარიში და დაასრულეთ
მოქმედება 'Enter' ან ღილაკის 'თანხმობა'
გამოყენებით. |
|
მაგალითი: |
|
| ?1\* |
01\01; 51\001;
51\1... |
|
|
ველის 'დებეტური
ანგარიში' გასწვრივ ველში შეიტანეთ გატარებაში მონაწილე დებეტური
ანგარიშის ვალუტა.
Ctrl-Space
(ხარვეზი) კლავიშით ან
პიქტოგრამაზე თაგვის მოქმედებით იხსნება
ვალუტების ცნობარის ფანჯარა, სადაც ირჩევთ გატარებაში მონაწილე
დებეტური ანგარიშის ვალუტას. |
|
ველში კრედიტული
ანგარიში შეიტანეთ გატარების კრედიტული ანგარიშის ნომერი
ქვეანგარიშების გათვლისწინებით.
Ctrl-Space კლავიშით
ან პიქტოგრამაზე
თაგვის მოქმედებით იხსნება ანგარიშების
ფანჯარა, სადაც უთითებთ გატარების კრედიტულ ანგარიშს/სუბანგარიშს.
თუმცაღა, ველში 'კრედიტული ანგარიში' ჩაშენებული ფილტრის გამოყენების
საფუძველზე თქვენ შეგიძლიათ ანგარიშების სიის გაფილტრვა თქვენთვის სასურველი
ანგარიშის მიხედვით. გაფილტრვა შესაძლებელია ანგარიშის ნომრის საფუძველზე. მოცემულ
ველში თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ DOS-ის სისტემის ძებნის რეჟიმის
სტანდარტული საძებნი '*' და '?' სიმბოლოები, სადაც '*' სიმბოლო
აღნიშნავს ნებისმიერ სიმბოლოთა ერთიანობას, ხოლო - '?' ერთ ნებისმიერ
სიმბოლოს.
ველში 'კრედიტული ანგარიში' შეიყვანეთ საძებნი მნიშვნელობა ან მისი
ნაწილი და დააჭირეთ
პიქტოგრამას ან გამოიყენეთ
Ctrl-Space
კლავიშთა კომბინაცია.
გახსნილ ანგარიშების ფანჯარაში ამოირჩიეთ სასურველი ანგარიში და დაასრულეთ
მოქმედება 'Enter' ან ღილაკის 'თანხმობა'
გამოყენებით. |
|
მაგალითი: |
|
| ?1\* |
01\01; 51\001;
51\1... |
|
|
ველის 'კრედიტული
ანგარიში' გასწვრივ მდებარე ველში მიუთითეთ გატარებაში მონაწილე
კრედიტული ანგარიშის ვალუტა.
Ctrl-Space
(ხარვეზი) კლავიშით ან
პიქტოგრამაზე თაგვის მოქმედებით იხსნება
ვალუტების ცნობარის ფანჯარა, სადაც ირჩევთ გატარებაში მონაწილე
კრედიტული ანგარიშის ვალუტას. |
| |
თუ გატარებაში მონაწილე ანგარიშთაგან რომელიმე
რაოდენობრივია, აქტიურდება რედაქტირებადი ველები 'ერთეულის ღირებულება' და 'რაოდენობა'. |
| |
ველში 'რაოდენობა' კლავიატურიდან 'Ctrl-Space'
კლავიშთა კომბინაციით, ან
პიქტოგრამაზე 'თაგვის' მოქმედებით მიეთითება რაოდენობრივი აღრიცხვის ობიექტის
ოპერაციაში მონაწილე რაოდენობა. |
| |
ველში 'ერთეულის ღირებულება' კლავიატურიდან
'Ctrl-Space' კლავიშთა კომბინაციით, ან
პიქტოგრამაზე
'თაგვის' მოქმედებით მიეთითება რაოდენობრივი აღრიცხვის ობიექტის თვითღირებულება.
ამ შემთხვევაში ველი 'თანხა' ავტომატურად ივსება მითითებული მონაცემების
შესაბამისად . |
| |
თუ ველში 'კრედიტული ანგარიში' მონიშნულია რაოდენობრივი
ანგარიში, მაშინ აქტიურდება ღილაკი 'დათვლა'.
მისი საშუალებით შესაძლებელია მიმდინარე თარიღისათვის მოხდეს ველში 'კრედიტული
ანგარიში'
შეტანილ ანგარიშზე არსებული სრული ნაშთების თვითღირებულების დადგენა. |
|
არარაოდენობრივი ანგარიშების შემთხვევაში ველში 'თანხა'
ხელით მიუთითეთ გატარებაში მონაწილე თანხა; |
|
ველში ვალუტა
- გატარებაში მონაწილე თანხის ვალუტა. |
|
ველში საკურსო
რაოდენობა და კურსი ავტომატურად მითითებულია
გატარებაში მონაწილე ვალუტის მიმდინარე სავალუტო
კურსი (ძირითადი მენიუს 'ფაილი' ქვემენიუ 'სავალუტო
კურსი'). |
|
ველი 'თანხა
ლარში' ავტომატურად იძლევა ველში 'თანხა' შეტანილი მნიშვნელობის
ექვივალენტს ქართულ ლარებში, ველებში 'თანხა', 'ვალუტა' და 'საკურსო
რაოდენობა' შეტანილი მონაცემების საფუძველზე. |
|
მიუხედავად
იმისა, რომ ველები 'საკურსო რაოდენობა', 'თანხა ლარში' და 'კურსი'
ავტომატურად იძლევიან მნიშვნელობებს მიმდინარე თარიღის კურსზე დაფუძნებით, თქვენ
შეგიძლიათ მოცემულ ველებში არსებული მონაცემების ხელით ჩასწორება. შედეგში ველში 'თანხა
ლარში' მოცემული მნიშვნელობის ჩასწორება გამოიწვევს კურსის ავტომატურ
შეცვლას და პირიქით, ველში 'კურსი' შეყვანილი მნიშვნელობის ჩასწორება
გამოიწვევს ველში 'თანხა ლარში' მოცემული მნიშვნელობის ავტომატურ შეცვლას.
ანალოგიურ ურთიერთმიმართებაშია ველები 'საკურსო რაოდენობა' და 'თანხა ლარში'. |
|
ხშირ
შემთხვევაში სხვადასხვა ორგანიზაციების და ბანკების მიერ ლარებში მოცემული თანხა
დამრგვალებულია სხვადასხვა პრინციპით. რის გამოც, დიდ თანხებზე ზოგჯერ თეთრებში
ჩნდება მცირე ცთომილება. |
|
ამრიგად
თუ თქვენ ველში 'თანხა ლარში' გაქვთ ცთომილება, შეგიძლიათ თანხის თეთრების
ათეულების ნაწილში მონაცემების შეცვლა, რაც არ გამოიწვევს საკურსო რაოდენობისა და
კურსის ველებში მოცემული მნიშვნელობების არანაირ ცვლილებას. |
|
დაასრულეთ
ინფორმაციის შეტანა Enter
ან ღილაკის თანხმობა გამოყენებით, რის შედეგადაც აღნიშნული გატარება
დაემატება ოპერაციის ფანჯარაში საბუღალტრო გატარებების სიაში. |
|
კომენტარი: |
|
ველის რაოდენობა და
ველის ერთეულის ღირებულება
დაფიქსირებისას ველის 'თანხა'
მნიშვნელობა ავტომატურად შემდეგნაირად
ფორმირდება:
'თანხა' = რაოდენობა * ერთეულის ღირებულება
ამასთან, მასში მანამდე შეტანილი მნიშვნელობა იგნორირდება.
ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ველში რაოდენობა შეტანილია
მნიშვნელობა 0, მაშინ ზემოხსენებული ფორმულა უგულვებელყოფილ
იქნება და გატარებაში დაფიქსირდება ველში თანხა თქვენს მიერ
შეტანილი მნიშვნელობა.
|
|
ღილაკის
დათვლა საშუალებით შესაძლებელია მიმდინარე თარიღისათვის მოხდეს
ველში კრედიტული ანგარიში შეტანილ ანგარიშზე არსებული ნაშთების
თვითღირებულების დადგენა.
თვითღირებულების დადგენა მოხდება შემდეგნაირად:
თვითღირებულება = კრედიტული ანგარიშის თანხობრივი
ნაშთი გაყოფილი კრედიტული ანგარიშის რაოდენობრივ ნაშთზე.
ნაშთების დათვლა მოხდება გატარებაში მონაწილე დასაკრედიტებელ ანგარიშზე ოპერაციაში
შეტანილი თარიღისათვის არსებული ნაშთების მიხედვით.
დათვლილი მნიშვნელობით ავტომატურად შეივსება ველი ერთეულის ღირებულება
. |
|
მაგალითი: |
|
| თარიღი |
23/02/1999 |
| შინაარსი |
გამოტანილია
ბანკიდან ჩეკით |
| დებეტური
ანგარიში |
50 GEL |
| კრედიტული
ანგარიში |
51/001 GEL |
| თანხა |
6000 GEL |
| საკურსო
რაოდენობა |
1 |
| კურსი |
1.0 |
|
|
|
|
იხილეთ
ასევე: |
|
ახალი
ოპერაციის ჩატარება |
მიმდინარე ოპერაციის დუპლიკატი |
ოპერაციის რედაქტირება |
ოპერაციის წაშლა |
ოპერაციების ბეჭდვა |
|