| ოპერაციის
ტიპების იმპორტი |
|
დანიშნულება |
|
თქვენ გაქვთ საშუალება ოპერაციის
ტიპების ფანჯარაში არსებული ექსპორტ-იმპორტის
ბრძანებებით თქვენი კომპიუტერის ვინჩესტერიდან ან
დისკეტიდან გადმოწეროთ (ან გადაწეროთ) სასურველი
ოპერაციის ტიპი. |
|
|
|
ოპერაციის ტიპის თქვენი კომპიუტერის
ვინჩესტერიდან ან დისკეტიდან (ან ნებისმიერი სხვა
ადგილიდან) გადმოსაწერად ოპერაციების
ტიპების ფანჯრის ინსტრუმენტების
ზოლში
პიქტოგრამაზე თაგვის ზემოქმედებით ან Ctrl-I კლავიშთა კომბინაციით
იხსნება ოპერაციის ტიპის იმპორტის ფანჯარა: |
|
 |
|
ველში ფაილის დასახელება პიქტოგრამაზე თაგვის
მოქმედებით იხსნება თქვენი კომპიუტერის
საქაღალდეების ხე (ფანჯარა ფაილის გახსნა).
ამოირჩიეთ საქაღალდე, სადაც ჩაწერილია ოპერაციის
ტიპის ფაილი (ეს შეიძლება იყოს დისკმდები a:\ ან b:\,
ან ნებისმიერი სხვა საქაღალდე). ოპერაციის ტიპის
ფაილს აქვს გაფართოება *.opt. მონიშნეთ იგი და
დააჭირეთ ღილაკს გახსნა.
ამ დროს ველი ფაილის დასახელება
შეივსება არჩეული ოპერაციის ტიპის ფაილის
მისამართითა და სახელწოდებით, ხოლო ველი სახელი
ავტომატურად შეივსება ოპერაციის ტიპის ფაილის
სახელწოდებით, რომლის რედაქტირებაც შეგიძლიათ
თქვენი სურვილისდა შესაბამისად.
ღილაკზე იმპორტი თაგვის
ზემოქმედებით ან Enter
კლავიშის გამოყენებით მოხდება არჩეული ოპერაციის
ტიპის იმპორტი (გადმოწერა) თქვენს პროგრამაში და ოპერაციის
ტიპების სიაში გაჩნდება ახალი ოპერაციის ტიპი,
რომელიც უკვე შეგიძლიათ გამოიყენოთ საბუღალტრო ოპერაციების
ჩატარებისას. |
|
|
|
იხილეთ ასევე: |
|
ახალი ოპერაციის ტიპების ჯგუფის
დამატება | ახალი
ოპერაციის ტიპის შექმნა | ოპერაციის ტიპის რედაქტირება
| ოპერაციის ტიპის წაშლა
| ოპერაციის ტიპის
ექსპორტი |