SuperFIn | გამოწერა | ჩვენს შესახებ | პროდუქტები | მოგვწერეთ
ოპერაციის ტიპები
ანგარიშგების ფორმები
 
ანგარიშების ნაშთების გადახურვა ერთმანეთზე

ინსტრუქცია ოპერაციის ტიპის გადმოწერისათვის :

ოპერაციის ტიპის გადმოწერისათვის შეასრულედ შემდეგი მითითებები.

ოპერაციის ტიპის გადმოწერა პროგრამისათვის :

SuperFin 6.3/6.4

ანგარიშების ნაშთების გადახურვა ერთმანეთზე

საბუღალტრო ოპერაციის ჩატარება ოპერაციის ტიპის გამოყენებით

გამოძახება
F4 სწრაფი გადასვლის ზოლის განყოფილება 'SuperFin' ქვემენიუ 'საბუღალტრო ოპერაციები'.
აღწერა:
ოპერაციის ფანჯრის ინსტრუმენტების ზოლში   პიქტოგრამაზე 'თაგვის' მოქმედებით ან 'Insert', 'Ctrl-N' კლავიშთა კომბინაციით იხსნება საბუღალტრო ოპერაციის რედაქტირების ფანჯარა (არასაბალანსო ოპერაციის შემთხვევაში შესაბამისად პიქტოგრამაა-, კლავიში-'Alt-N').
ოპერაციის რედაქტირების ფანჯრის ინსტრუმენტების ზოლში პიქტოგრამაზე 'თაგვის' მოქმედებით ან 'Ctrl-O' კლავიშთა კომბინაციით იხსნება ოპერაციის ტიპების ფანჯარა:


მონიშნეთ ოპერაციის ტიპი 'ანგარიშების ნაშთების გადახურვა ერთმანეთზე' და
პიქტოგრამაზე 'თაგვის' მოქმედებით ან 'Enter' კლავიშით ხდება მონიშნული ოპერაციის ტიპის შესრულება.

გახსნილ დიალოგიურ ფანჯარაში, ველებში 'ანგარიშზე დებეტური ნაშთები' და 'ანგარიშზე კრედიტული ნაშთები' მიუთითეთ ანგარიშები, რომლებზეც გსურთ აღნიშნული ოპერაციის ჩატარება. მითითებული ანგარიშების, გადახურვა-გასწორება ხდება, თითოეული ანგარიშის შესაბამის ქვეანგარიშზე. მაგ: 1480\001 იხურება 3110\001-ზე, 1480\002 - 3110\002-ზე, 1480\003 - 3110\003-ზე და ა.შ.

სიახლე:

ამ ოპერაციის ტიპით ეხლა უკვე შესაძლებელია როგორც თანხობრივი ასევე რაოდენობრივი ნაშთების გადახურვა ერთმანეთზე და ასევე გეძლევათ შესაძლებლობა  ანგარიშების ველების გასწვრივ არსებულ ველში მიუთითოთ ვალუტა, რა ვალუტაშიც გსურთ არჩეული ანგარიშების ნაშთების გადახურვა.  პიქტოგრამაზე 'თაგვის' მოქმედებით იხსნება ვალუტის ტიპების ფანჯარა. ამოირჩიეთ სასურველი და დააფიქსირეთ 'Enter' კლავიშით ან 'თაგვის' მარცხენა ღილაკზე ორჯერ სწრაფი ზემოქმედებით.
ღილაკზე 'თანხმობა' 'თაგვის' ზემოქმედებით ან 'Enter' კლავიშით შესრულებული ოპერაცია დაემატება საბუღალტრო ოპერაციების სიაში, ხოლო გატარებები კი დაემატება საბუღალტრო გატარებების სიაში.

     Copyright ® 1997 Georgian Software Systems Ltd.
     E-mail: SuperFin@gss.ge