SuperFin | გამოწერა | ჩვენს შესახებ | პროდუქტები | მოგვწერეთ
1.jpg (4851 bytes)
 
განახლების პაკეტი 
GSS ექსელი  
ანგარიშგების ფორმები  
SuperFin Demo
 
ოპერაციის ტიპები

გაითვალისწინეთ:
ოპერაციის ქვემოთ ჩამოთვლილი ყველა ტიპი განახლებულია და მუშაობს მხოლოდ პროგრამის განახლებულ ვერსიებში  - ServicePack 2.025 შემდეგ.


პროგრამაში SuperFin გაქვთ საშუალება საბუღალტრო ოპერაციები ჩაატაროთ ავტომატურად, წინასწარ შექმნილი ოპერაციის ტიპის გამოყენებით.

ჩვენი პროდუქტის მომხმარებლებს, არსებული მომსახურების პირობების შესაბამისად, პროგრამის ყოველთვიური განახლებისას მიეწოდებათ ახალი და განახლებული ოპერაციის ტიპები. ყოველი ახალი განახლების პაკეტის (ServicePack v.*) დაინსტალირების შემდეგ კომპიუტერის C დისკზე ავტომატურად იქმნება საქაღალდე "GSS Business Environment\ GSSOperTypesReports "
მასში არსებული საქაღალდე 'OperTypes' შეიცავს ახალ, ჩვენი მომხმარებლებისათვის საჭირო და გამოსადეგ, ოპერაციის ტიპებს . მათთან მუშაობისათვის საჭიროა დააიმპორტოთ ახალი ოპერაციის ტიპები პროგრამაში SuperFin.

 

თუ რაიმე მიზეზის გამო დაგიზიანდათ ან დაგეკარგათ თქვენს პროგრამაში არსებული ოპერაციის ტიპები... გადაიწერეთ ისინი...

თქვენ შეგიძლიათ წინასწარ გაეცნოთ თითოეული ოპერაციის ტიპის დაწვრილებით აღწერას, და შემდეგ სურვილისამებრ გადაიწეროთ თქვენთვის საჭირო ოპერაციის ტიპების უახლესი ვერსიები.


  პროგრამის SuperFin 6.3/6.4 ოპერაციის ტიპები სია:

გადახურვითი ოპერაციები

ანგარიშის ნაშთების განულება (3 KB; ZIP)

ანგარიშების ნაშთების გადახურვა ერთმანეთზე (3 KB; ZIP)

ანგარიშის ნაშთების სტრუქტურული განულება  (3 KB; ZIP)

კონვერტაციის ოპერაციები

კონვერტაციის ოპერაცია (2 KB; ZIP)

სავალუტო ნაშთების გადაფასება

ანგარიშის სავალუტო ნაშთების გადაფასება (3 KB; ZIP)  

სავალუტო ნაშთების გადაფასება (3 KB; ZIP)  

ხელფასის ოპერაციები

დანარიცხები ხელფასზე (2 KB; ZIP)

ხელფასის საბუთების გატარებები (2 KB; ZIP)

მომსახურების რეალიზაციაზე დასმა (2 KB; ZIP)

ჯგუფური გატარებები (7 KB; ZIP)  

 ასევე თქვენ შეგიძლიათ გადაიწეროთ ყველა ოპერაციის ტიპი სერვერიდან:
GSS-OperTypes-SuperFin 6.3-6.4 მითითებული ვერსიებისათვის.
ფაილები დამახსოვრებულია zip ფორმატში და შეიცავს ოპერაციის ტიპებს (*.opt).

 

ჩვენ გირჩევთ:
პროგრამაში SuperFin ოპერაციის ტიპების იმპორტირებისას მათი სტრუქტურა შექმენით ზემოთ მოყვანილი "ხის" შესაბამისად. რადგანაც შემდგომში, ყოველი ახალი განახლების პაკეტის დაინსტალირებისას, ახალი ოპერაციის ტიპები ავტომატურად დაემატება შესაბამის საქაღალდეებში და თქვენთვის უფრო მოსახერხებელი იქნება მათი იმპორტირება უკვე შექმნილ ოპერაციის ტიპების ჯგუფებში.

 

გთხოვთ, მოგვწეროთ და გაგვიზიაროთ თქვენი წინადადებები და სურვილები. ჩვენ აუცილებლად გავითვალისიწნებთ მათ და შევეცდებით დროის მცირე მონაკვეთში შემოგთავაზოთ თქვენთვის სასურველი ოპერაციის ტიპი.
ასევე, თუ თქვენ შექმენით განსხვავებული ოპერაციის ტიპი და გაქვთ სურვილი, სხვათაც გაუზიაროთ, გამოგვიგზავნეთ იგი პროგრამაში არსებული ექსპორტის ბრძანების გამოყენებით და ჩვენ განვათავსებთ მას ამ გვერდზე თქვენი ავტორობის მითითებით.


     Copyright ® 1997 Georgian Software Systems Ltd.
     E-mail: SuperFin@gss.ge