SuperFIn | გამოწერა | ჩვენს შესახებ | პროდუქტები | მოგვწერეთ
ოპერაციის ტიპები
ანგარიშგების ფორმები
1.jpg (4851 bytes)  
რეალიზაცია

ინსტრუქცია ოპერაციის ტიპის გადმოწერისთვის :

ოპერაციის ტიპის გადმოწერისთვის შეასრულეთ შემდეგი მითითებები.

ოპერაციის ტიპის გადმოწერა პროგრამისათვის :

SuperFin 6.3/6.4

რეალიზაცია

საბუღალტრო ოპერაციის ჩატარება ოპერაციის ტიპის გამოყენებით

გამოძახება
F4

სწრაფი გადასვლის ზოლის განყოფილება 'SuperFin' ქვემენიუ 'საბუღალტრო ოპერაციები'.

აღწერა:

ოპერაციის ფანჯრის ინსტრუმენტების ზოლში   პიქტოგრამაზე 'თაგვის' მოქმედებით ან 'Insert', 'Ctrl-N' კლავიშთა კომბინაციით იხსნება საბუღალტრო ოპერაციის რედაქტირების ფანჯარა (არასაბალანსო ოპერაციის შემთხვევაში შესაბამისად პიქტოგრამაა-, კლავიში-'Alt-N').

ოპერაციის რედაქტირების ფანჯრის ინსტრუმენტების ზოლში პიქტოგრამაზე 'თაგვის' მოქმედებით ან 'Ctrl-O' კლავიშთა კომბინაციით იხსნება ოპერაციის ტიპების ფანჯარა:


მონიშნეთ ოპერაციის ტიპი მომსახურების რეალიზაციაზე დასმა და პიქტოგრამაზე 'თაგვის' მოქმედებით ან 'Enter' კლავიშით ხდება მონიშნული ოპერაციის ტიპის შესრულება.

 

ველში 'თანხა' მიუთითეთ თანხის საჭირო ოდენობა. დღგ-ის ველი ავტომატურად შეივსება. თუ, შეტანილი თანხა შეიცავს დღგ-ს, მაშინ მისი სწორად გამოთვლისათვის მონიშნეთ დღგ-ის მონიშვნა. საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია სასურველი ანგარიშების ან ქვეანგარიშების მითითება. ღილაკზე 'თანხმობა' 'თაგვის' ზემოქმედებით ან 'Enter' კლავიშით შესრულდება რეალიზაციის გატარებები.

ოპერაციის რედაქტირების ფანჯარაში ღილაკზე 'თანხმობა' 'თაგვის' ზემოქმედებით ან  'Enter' კლავიშით შესრულებული რეალიზაციის ოპერაცია დაემატება საბუღალტრო ოპერაციების სიაში.

შენიშვნა:
ოპერაციის ტიპში მითითებულია 1410, 3330, 6110 ანგარიშები და საბუღალტრო გატარებები ავტომატურად ხდება ამ ანგარიშებზე, თუმცა თქვენ ოპერაციის ტიპის რედაქტირებაშიც შეგიძლიათ შეცვალოთ ისინი და მიუთითოთ თქვენთვის საჭირო ანგარიშები ან ქვეანგარიშები.
ოპერაციის ტიპების ფანჯარაში მონიშნეთ ოპერაციის ტიპი 'რეალიზაცია' და პიქტოგრამაზე ზემოქმედებით ან 'Enter' კლავიშით მოახდინეთ მისი რედაქტირება. მოდულის განყოფილებაში მითითებული 1410, 6110, 3330 ანგარიშები შეცვალეთ თქვენთვის საჭირო ანგარიშებით ან ქვეანგარიშებით. შედეგად, ოპერაციის ტიპის გამოძახებისას ანაგრიშის ველები ავტომატურად შევსებული იქნება თქვენი მითითებული ანგარიშებით. აქვე, თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ თქვენთვის პრიორიტეტული ვარიანტი, ახალი ოპერაციის გამოძახებისას დღგ-ის მონიშვნა ავტომატურად ჩართული იყოს თუ არა და ველი "მოხდეს თანხის გადახდა" აქტიური იყოს თუ არა. ამისათვის, ველში "დღგ_ის მონიშვნა" მიუთითეთ "0" ან "1" და ველში "მოხდეს_თანხის_გადახდა" მიუთითეთ "0" ან "1".


     Copyright ® 1997 Georgian Software Systems Ltd.
     E-mail: SuperFin@gss.ge