SuperFIn | გამოწერა | ჩვენს შესახებ | პროდუქტები სერვისი | მოგვწერეთ
1.jpg (4851 bytes)
ოპერაციის ტიპები
ანგარიშგების ფორმები
 
  

ანგარიშის ამონაწერი საბუთების მიხედვით

ინსტრუქცია  ანგარიშგების  გადმოწერისათვის :

ანგარიშგების ფორმის გადმოწერისათვის შეასრულედ შემდეგი მითითებები.

ანგარიშგების ფორმის გადმოწერა პროგრამისათვის :

SuperFin 6
ანგარიშის ამონაწერი საბუთების მიხედვით

ანგარიშგების ფორმის შესრულება

გამოძახება
Alt-R სწრაფი გადასვლის ზოლის განყოფილება 'მონაცემები' ქვემენიუ 'ანგარიშგებები'.
აღწერა:
ანგარიშგებების ფანჯრის ანგარიშგების ფორმების სიაში მონიშნეთ ფორმა 'ანგარიშის ამონაწერი საბუთების მიხედვით' და გაუშვით შესრულებაზე პიქტოგრამაზე 'თაგვის' მოქმედებით ან 'Enter' კლავიშის გამოყენებით.
შედეგად იხსნება ფანჯარა 'ამონაწერის გამობეჭდვა':
ველში  'ანგარიში' პიქტოგრამაზე 'თაგვის' მოქმედებით იხსნება ანგარიშთა გეგმის ფანჯარა. ამოირჩიეთ ანგარიში, რომლის ამონაწერის მიღებაც გსურთ და დააფიქსირეთ 'Enter' კლავიშით ან 'თაგვის' მარცხენა ღილაკზე ორჯერ სწრაფი ზემოქმედებით.
ველში 'ტიპი' პიქტოგრამაზე 'თაგვის' მოქმედებით იხსნება ჯგუფური ტიპის ფანჯარა, რომლის ელემენტებია: 'საბალანსო', 'არასაბალანსო' და 'საბალანსო+არასაბალანსო'. აღნიშნული ველის საშუალებით შესაძლებლობა გეძლევათ ველში 'ანგარიში' მითითებულ კონკრეტულ ანგარიშზე საბალანსო, არასაბალანსო ან საბალანსო+არასაბალანსო ამონაწერის მიღებისა. გააკეთეთ თქვენი არჩევანი და დააფიქსირეთ იგი 'Enter' კლავიშით ან 'თაგვის' მარცხენა ღილაკზე ორჯერ სწრაფი ზემოქმედებით.
ველში 'ვალუტა' მიუთითეთ ვალუტა, რა ვალუტაშიც გაინტერესებთ ანგარიშიდან ამონაწერის მიღება. პიქტოგრამაზე 'თაგვის' მოქმედებით იხსნება ვალუტების ტიპების ფანჯარა. ამოირჩიეთ სასურველი და დააფიქსირეთ 'Enter' კლავიშით ან 'თაგვის' მარცხენა ღილაკზე ორჯერ სწრაფი ზემოქმედებით.
ველები 'რაოდენობა' და 'კურსი' ავტომატურად ივსება მონიშნულიო ვალუტის მიმდინარე სავალუტო კურსით. ამასთან აღნიშნული ველები პასიურია ქვემოთ მოცემული ველის 'ნაერთი' მონიშვნამდე. მისი მონიშვნის შემდეგ კი ველები 'რაოდენობა' და 'კურსი' აქტიურდება და ხდება რედაქტირებადი, თქვენ შეგიძლიათ შეცვალოთ ამ ველების მნიშვნელობა საჭიროებისამებრ.
ღილაკზე 'გამობეჭდვა' 'თაგვის' ზემოქმედებით ან 'Enter' კლავიშით ეკრანზე მიიღება შესრულებული ანგარიშგების ფორმა: ანგარიშზე მოძრაობის ამონაწერი შინაარსის მიხედვით კალენდრის საშუალებით მითითებული დროითი პერიოდისათვის.
აღსანიშნავია, რომ ამ ტიპის ამონაწერში თანხები და რაოდენობა თითოეული ოპერაციისათვის (საბუთისათვის) მოცემულია ჯამობრივად, მიუხედავად იმისა, თუ რამდენი საბუღალტრო გატარება მოხდა აღნიშნული ოპერაციის შესრულებისას.
შეგიძლიათ გამობეჭდოთ მიღებული დოკუმენტი.

     Copyright ® 1997 Georgian Software Systems Ltd.
     E-mail: SuperFin@gss.ge