SuperFIn | გამოწერა | ჩვენს შესახებ | პროდუქტები | მოგვწერეთ
1.jpg (4851 bytes)
ოპერაციის ტიპები
ანგარიშგების ფორმები
 

ანგარიშზე მოძრაობის ამონაწერი შინაარსის მიხედვით

ინსტრუქცია  ანგარიშგების  გადმოწერისათვის :

ანგარიშგების ფორმის გადმოწერისათვის შეასრულედ შემდეგი მითითებები.

ანგარიშგების ფორმის გადმოწერა პროგრამისათვის :

SuperFin 6.3/6.4
ანგარიშზე მოძრაობის ამონაწერი შინაარსის მიხედვით

ანგარიშგების ფორმის შესრულება

გამოძახება
Alt-R სწრაფი გადასვლის ზოლის განყოფილება 'მონაცემები' ქვემენიუ 'ანგარიშგებები'.
აღწერა:
ანგარიშგებების ფანჯრის ანგარიშგების ფორმების სიაში მონიშნეთ ფორმა 'ანგარიშზე მოძრაობის ამონაწერი შინაარსის მიხედვით' და გაუშვით შესრულებაზე პიქტოგრამაზე 'თაგვის' მოქმედებით ან 'Enter' კლავიშის გამოყენებით.
ველში  'ანგარიში' პიქტოგრამაზე 'თაგვის' მოქმედებით იხსნება ანგარიშთა გეგმის ფანჯარა. ამოირჩიეთ ანგარიში, რომლის ამონაწერის მიღებაც გსურთ და დააფიქსირეთ 'Enter' კლავიშით ან 'თაგვის' მარცხენა ღილაკზე ორჯერ სწრაფი ზემოქმედებით.
ველში 'ვალუტა' მიუთითეთ ვალუტა, რა ვალუტაშიც გაინტერესებთ ანგარიშიდან ამონაწერის მიღება. პიქტოგრამაზე 'თაგვის' მოქმედებით იხსნება ვალუტების ტიპების ფანჯარა. ამოირჩიეთ სასურველი და დააფიქსირეთ 'Enter' კლავიშით ან 'თაგვის' მარცხენა ღილაკზე ორჯერ სწრაფი ზემოქმედებით.
ველები 'რაოდენობა' და 'კურსი' ავტომატურად ივსება მონიშნულიო ვალუტის მიმდინარე სავალუტო კურსით. შეგიძლიათ შეცვალოთ ამ ველების მნიშვნელობა საჭიროებისამებრ.
ველის 'ნაერთი' მონიშვნის შემთხვევაში, მიიღება ნაერთი ამონაწერი მონიშნული ანგარიშიდან არჩეულ ვალუტაში მითითებული კურსით.
ღილაკზე 'გამობეჭდვა' 'თაგვის' ზემოქმედებით ან 'Enter' კლავიშით ეკრანზე მიიღება შესრულებული ანგარიშგების ფორმა: ანგარიშზე მოძრაობის ამონაწერი შინაარსის მიხედვით კალენდრის საშუალებით მითითებული დროითი პერიოდისათვის.
შეგიძლიათ გამობეჭდოთ მიღებული დოკუმენტი.

     Copyright ® 1997 Georgian Software Systems Ltd.
     E-mail: SuperFin@gss.ge