ანგარიშგებების
ფანჯრის ანგარიშგების ფორმების სიაში მონიშნეთ ფორმა
'ანგარიშზე მოძრაობის ამონაწერი შინაარსის
მიხედვით საბალანსო+არასაბალანსო' და გაუშვით შესრულებაზე
პიქტოგრამაზე 'თაგვის' მოქმედებით ან
'Enter'
კლავიშის გამოყენებით.
ველში
'ანგარიში'
პიქტოგრამაზე 'თაგვის' მოქმედებით იხსნება
ანგარიშთა გეგმის ფანჯარა. ამოირჩიეთ ანგარიში, რომლის ამონაწერის
მიღებაც გსურთ და დააფიქსირეთ 'Enter'
კლავიშით ან 'თაგვის' მარცხენა ღილაკზე ორჯერ სწრაფი ზემოქმედებით.
ველში
'ნაშთის ტიპი' ავტომატურად მონიშნულია
'საბალანსო', ანუ ანგარიშიდან ამონაწერს მიიღებთ მხოლოდ საბალანსო
ოპერაციების მიხედვით. 'ხარვეზის' კლავიშით ან პიქტოგრამაზე
'თაგვის' მოქმედებით იხსნება ჯგუფური ტიპის ფანჯარა, რომლის ელემენტებია: 'საბალანსო',
'არასაბალანსო' და 'საბალანსო+არასაბალანსო'. ამოირჩიეთ სასურველი
ნაშთის ტიპი და დააფიქსირეთ 'Enter' კლავიშით
ან 'თაგვის' მარცხენა ღილაკზე ორჯერ სწრაფი ზემოქმედებით.
ველში 'ვალუტა' მიუთითეთ ვალუტა, რა ვალუტაშიც გაინტერესებთ
ანგარიშიდან ამონაწერის მიღება.
პიქტოგრამაზე 'თაგვის' მოქმედებით იხსნება
ვალუტების ტიპების ფანჯარა. ამოირჩიეთ სასურველი და დააფიქსირეთ
'Enter' კლავიშით ან 'თაგვის' მარცხენა ღილაკზე ორჯერ სწრაფი
ზემოქმედებით.
ველები
'რაოდენობა' და 'კურსი' ავტომატურად ივსება
მონიშნულიო ვალუტის
მიმდინარე სავალუტო კურსით. შეგიძლიათ შეცვალოთ ამ ველების
მნიშვნელობა საჭიროებისამებრ.
ველის
'ნაერთი' მონიშვნის შემთხვევაში, მიიღება ნაერთი ამონაწერი მონიშნული
ანგარიშიდან არჩეულ ვალუტაში მითითებული კურსით.
ღილაკზე
'გამობეჭდვა' 'თაგვის' ზემოქმედებით ან
'Enter' კლავიშით ეკრანზე
მიიღება შესრულებული ანგარიშგების ფორმა: ანგარიშზე მოძრაობის ამონაწერი შინაარსის
მიხედვით ნაშთის ტიპის მითითებით
კალენდრის საშუალებით დაყენებული დროითი პერიოდისათვის.