ანგარიშგებების
ფანჯრისანგარიშგების ფორმების სიაში მონიშნეთ ფორმა 'არასრულად
შესრულებული საბუთები' და გაუშვით შესრულებაზე
პიქტოგრამაზე 'თაგვის' მოქმედებით ან 'Enter'
კლავიშის გამოყენებით.
შედეგად
გახსნილ საბუთების გამობეჭდვის ფანჯარაში თქვენ
შესაძლებლობა გაქვთ
პიქტოგრამაზე ზემოქმედებით ამოირჩიოთ ბალანსის სასურველი ტიპი: 'საბალანსო'
ან 'არასაბალანსო'.
პერიოდში
ველის 'ყველა' მონიშვნის შედეგად თქვენ გამობეჭდილ ფორმაში
მიიღებთ თქვენი პროგრამის ბაზაში არესებულ ყველა არასრულად შესრულებულ საბუთს.
ასევე შესაძლებლობა გაქვთ მიიღოთ ინფორმაცია გარკვეულ დროით
შუალედში არასრულად შესრულებულ საბუთებზე. ამისათვის, მონიშნეთ
ველი 'პერიოდის მიხედვით'. შედეგად გააქტიურებული
თარიღების ველები ავტომატურად შევსებულია პროგრამის კალენდრით დაყენებული
ბრუნვის პერიოდის დასაწყისითა და დასასრულით.
კლავიატურიდან -
'Ctrl+Space' ან
პიქტოგრამაზე 'თაგვის' მოქმედებით შეგიძლიათ შეცვალოთ თარიღები და მიუთითოთ
თქვენთვის სასურველი პერიოდი.
ღილაკზე
'გამობეჭდვა' 'თაგვის' ზემოქმედებით ან 'Enter'
კლავიშით ეკრანზე მიიღება თქვენს მიერ ამორჩეულ პერიოდში არასრულად
შესრულებული საბუთების სიას.
ხშირად, დენის გამორთვის,
დაზიანების, ან რაიმე ობიექტური მიზეზის გამო თქვენი კომპიუტერი ირთვება,
ავარიულად იხურება ამ დროს გაშვებული პროგრამები. ასეთ სიტუაციაში, თუ პროგრამაში
SuperFin შესრულებაზე გქონდათ გაშვებული რაიმე საბუთი იგი
შეიძლება არაკორექტულად შეიქმნას. ანუ ბაზაში არსებობდეს საბუთი, მაგრამ
არ იყოს შესაბამისი გატარებები.
სწორედ ასეთი საბუთების აღმოჩენას ემსახურება ახლადშექმნილი ანგარიშგების ფორმა.
მათი სიის დათვალიერების შემდეგ თქვენ უპრობლემოდ შეგიძლიათ აღმოფხვრათ არსებული
პრობლემა და გაასწოროთ პროგრამის ბაზაში ობიექტური მიზეზების გამო შექმნილი
უზუსტობები. ამისათვის საკმარისია აღნიშნულ ფორმაში ჩამოთვლილი
საბუთების ხელახალი შესრულება.
Copyright ® 1997 Georgian Software Systems Ltd.
E-mail:SuperFin@gss.ge