ანგარიშგებების
ფანჯრისანგარიშგების ფორმების სიაში მონიშნეთ ფორმა 'ძველი
ბალანსი' და გაუშვით შესრულებაზე
პიქტოგრამაზე 'თაგვის' მოქმედებით ან 'Enter'
კლავიშის გამოყენებით.
შედეგად
გახსნილ ძველი ბალანსის ფანჯარაში თქვენ შესაძლებლობა
გაქვთ პიქტოგრამაზე
ზემოქმედებით ამოირჩიოთ ძველი ბალანსის სასურველი ტიპი: 'საცდელი'
ან 'განაშთული'.
კომენტარი: საცდელი და განაშთული ბალანსების ანგარიშგების
ფორმები შეესაბამება პროგრამაში SuperFin 6.3/6.4 ძველად
არსებულ ბალანსის ტიპებს. ახალი ანგარიშთა გეგმით მომუშავე ორგანიზაციებისათვის აღნიშნული ბალანსის
ტიპები შეიცვალა ახალი ფორმებით. მაგრამ ჩვენმა
მომხმარებლებმა გვთხოვეს ბალანსის ძველი ფორმების დამატება და ჩვენც
ვუსრულებთ მათ თხოვნას და საცდელი და განაშთული
ბალანსის ტიპებს ვამატებთ ანგარიშგების ფორმების სახით გაუმჯობესებული
თვისებებით. კერძოდ, ბალანსის ფორმაში არ ჩანს ნულოვანი ნაშთის მქონე ანგარიშები.
ამით იგი უფრო კომპაქტური და მოსახერხებელი ხდება.
ველი
'პერიოდი' ავტომატურად შევსებულია პროგრამის კალენდრით დაყენებული
ბრუნვის პერიოდის დასაწყისითა და დასასრულით.
კლავიატურიდან - 'Ctrl+Space'
ან პიქტოგრამაზე
'თაგვის' მოქმედებით შეგიძლიათ შეცვალოთ თარიღები და მიუთითოთ თქვენთვის
სასურველი პერიოდი.
ველში
'ნაშთის ტიპი' ავტომატურად მონიშნულია 'საბალანსო', ანუ ბალანსი მიიღება
მხოლოდ საბალანსო ოპერაციების მიხედვით. 'ხარვეზის' კლავიშით, ან
პიქტოგრამაზე 'თაგვის' მოქმედებით შეგიძლიათ მიიღოთ ბალანსი 'არასაბალანსო' ან
'საბალანსო+არასაბალანსო' ოპერაციების მიხედვითაც.
ველში
'ვალუტა' ავტომატურად მონიშნულია 'ქართული ლარი', ანუ ბალანსი მიიღება
მხოლოდ ქართულ ლარში ჩატარებული ოპერაციებისათვის. 'ხარვეზის' კლავიშით, ან
პიქტოგრამაზე 'თაგვის' მოქმედებით იხსნება ვალუტების ცნობარის ფანჯარა,
სადაც ირჩევთ ბალანსის ვალუტას.
ნაერთი
ბალანსის მისაღებად ქართულ ლარში ან ნებისმიერ სხვა ვალუტაში მონიშნეთ 'თაგვის' ან
'ხარვეზის' კლავიშით ველი 'ნაერთი'. ამ დროს აქტიურდება ველები
'რაოდენობა' და 'კურსი', სადაც ავტომატურად
მითითებულია არჩეული ვალუტის მიმდინარე სავალუტო კურსი.
მისი შეცვლა შეგიძლიათ თქვენი საჭიროების შესაბამისად კლავიატურიდან 'ხარვეზის'
კლავიშით, ან პიქტოგრამაზე
'თაგვის' მოქმედებით.
ღილაკზე
'გამობეჭდვა' 'თაგვის' ზემოქმედებით ან 'Enter'
კლავიშით ეკრანზე მიიღება თქვენს მიერ ამორჩეული ბალანსის ტიპის ფორმა: 'საცდელი'
ან 'განაშთული'.