SuperFIn|გამოწერა | ჩვენს შესახებ | პროდუქტებისერვისი | მოგვწერეთ
 
ოპერაციის ტიპები
ანგარიშგების ფორმები
 

ანგარიშ-ფაქტურების ინვენტარიზაციის რეესტრი

ინსტრუქცია  ანგარიშგების  გადმოწერისათვის :

ანგარიშგების ფორმის გადმოწერისათვის შეასრულეთ შემდეგი მითითებები.

ანგარიშგების ფორმის გადმოწერა პროგრამისათვის :

SuperFin 6.3/6.4
ანგარიშ-ფაქტურების ინვენტარიზაციის რეესტრი

ანგარიშგების ფორმის შესრულება

გამოძახება
Alt-R სწრაფი გადასვლის ზოლის განყოფილება 'მონაცემები' ქვემენიუ 'ანგარიშგებები'.
აღწერა:
ანგარიშგებების ფანჯრის ანგარიშგების ფორმების სიაში მონიშნეთ ფორმა 'ანგარიშ-ფაქტურების რეესტრი' და გაუშვით შესრულებაზე პიქტოგრამაზე 'თაგვის' მოქმედებით ან 'Enter' კლავიშის გამოყენებით.
 
პერიოდის დასაწყისისა და დასასრულის ველები შევსებულია კალენდრით დაყენებული ბრუნვის პერიოდის დასაწყისით და დასასრულით.
კლავიატურაზე 'Ctrl+Space' კლავიშების კომბინაციით ან  პიქტოგრამაზე 'თაგვის' მოქმედებით გახსნილ კალენდრის ფანჯარაში შეგიძლიათ შეცვალოთ აღნიშნული თარიღები.
ველში 'ანგარიში' მითითებულია ანგარიში '3330'. პიქტოგრამაზე 'თაგვის' მოქმედებით იხსნება ანგარიშთა გეგმის ფანჯარა. ამოირჩიეთ ანგარიში, რომლის მიხედვითაც გსურთ მიიღოთ ანგარიშ-ფაქტურების ინვენტარიზაციის რეესტრი და დააფიქსირეთ 'Enter' კლავიშით ან 'თაგვის' მარცხენა ღილაკზე ორჯერ სწრაფი ზემოქმედებით.
ღილაკზე 'გამობეჭდვა' 'თაგვის' ზემოქმედებით ან 'Enter' კლავიშით ეკრანზე მიიღება შესრულებული ანგარიშგების ფორმა: ანგარიშ-ფაქტურების ინვენტარიზაციის რეესტრი კალენდრის საშუალებით მითითებული დროითი პერიოდისათვის.
შეგიძლიათ გამობეჭდოთ მიღებული დოკუმენტი.
იმისათვის, რომ მიღებული რეესტრის სერიისა და ნომრის სვეტები შეივსოს სწორად, საჭიროა პირველადი საბუთის შეტანისას ნომრის ველში ანგარიშ-ფაქტურის სერია და ნომერი შეტანილი იყოს ინტერვალით.

     Copyright ® 1997 Georgian Software Systems Ltd.
     E-mail: SuperFin@gss.ge