SuperFIn|გამოწერა | ჩვენს შესახებ | პროდუქტები | მოგვწერეთ
 
ოპერაციის ტიპები
ანგარიშგების ფორმები
 

დასაბეგრ ოპერაციებზე გამოწერილი ანგარიშ-ფაქტურები

ინსტრუქცია  ანგარიშგების  გადმოწერისათვის :

ანგარიშგების ფორმის გადმოწერისათვის შეასრულეთ შემდეგი მითითებები.

ანგარიშგების ფორმის გადმოწერა პროგრამისათვის :

SuperFin 6.3/6.4
დასაბეგრ ოპერაციებზე გამოწერილი ანგარიშ-ფაქტურები

ანგარიშგების ფორმის შესრულება

გამოძახება
Alt-R სწრაფი გადასვლის ზოლის განყოფილება 'მონაცემები' ქვემენიუ 'ანგარიშგებები'.
აღწერა:
ანგარიშგებების ფანჯრის ანგარიშგების ფორმების სიაში მონიშნეთ ფორმა  'დასაბეგრ ოპერაციებზე გამოწერილი ანგარიშ-ფაქტურები' და გაუშვით შესრულებაზე პიქტოგრამაზე 'თაგვის' მოქმედებით ან 'Enter' კლავიშის გამოყენებით.
 
პერიოდის დასაწყისისა და დასასრულის ველები შევსებულია კალენდრით დაყენებული ბრუნვის პერიოდის დასაწყისით და დასასრულით.
კლავიატურაზე 'Ctrl+Space' კლავიშების კომბინაციით ან  პიქტოგრამაზე 'თაგვის' მოქმედებით გახსნილ კალენდრის ფანჯარაში შეგიძლიათ შეცვალოთ აღნიშნული თარიღები.
ველში 'ანგარიში' მითითებულია ანგარიში '3330'. პიქტოგრამაზე 'თაგვის' მოქმედებით იხსნება ანგარიშთა გეგმის ფანჯარა. ამოირჩიეთ ანგარიში, რომლის მიხედვითაც გსურთ მიიღოთ დასაბეგრ ოპერაციებზე გამოწერილი ანგარიშ-ფაქტურების რეესტრი და დააფიქსირეთ 'Enter' კლავიშით ან 'თაგვის' მარცხენა ღილაკზე ორჯერ სწრაფი ზემოქმედებით.
 
ღილაკზე 'გამობეჭდვა' 'თაგვის' ზემოქმედებით ან 'Enter' კლავიშით ეკრანზე მიიღება შესრულებული ანგარიშგების ფორმა: დასაბეგრ ოპერაციბზე გამოწერილი ანგარიშ-ფაქტურები კალენდრის საშუალებით მითითებული დროითი პერიოდისათვის.
 
შეგიძლიათ გამობეჭდოთ მიღებული დოკუმენტი.
იმისათვის, რომ მიღებული რეესტრის სერიისა და ნომრის სვეტები შეივსოს სწორად, საჭიროა პირველადი საბუთის შეტანისას ნომრის ველში ანგარიშ-ფაქტურის სერია და ნომერი შეტანილი იყოს ინტერვალით.

     Copyright ® 1997 Georgian Software Systems Ltd.
     E-mail: SuperFin@gss.ge