|

|
პროდუქტზე ყველა საწყობში ერთნაირი თვითღირებულების გამოსაყვანი ცხრილი |
|
|
|
ინსტრუქცია ანგარიშგების
გადმოწერისათვის :
|
|

|
ანგარიშგების ფორმის გადმოწერისათვის შეასრულეთ შემდეგი მითითებები.
|
|
ანგარიშგების ფორმის გადმოწერა პროგრამისათვის :
|
|
SuperFin 6.4 |
|
|
 |
პროდუქტზე ყველა საწყობში ერთნაირი თვითღირებულების გამოსაყვანი ცხრილი |
|
|
|
ანგარიშგების ფორმის შესრულება |
|
გამოძახება |
|
Alt-R |
სწრაფი
გადასვლის ზოლის განყოფილება 'მონაცემები'
ქვემენიუ 'ანგარიშგებები'. |
|
აღწერა: |
|
ანგარიშგებების
ფანჯრის ანგარიშგების ფორმების
სიაში მონიშნეთ ფორმა
'პროდუქტზე ყველა საწყობში ერთნაირი თვითღირებულების გამოსაყვანი ცხრილი'
და გაუშვით შესრულებაზე
პიქტოგრამაზე
'თაგვის' მოქმედებით ან 'Enter'
კლავიშის გამოყენებით. |
|
 |
|
იხსნება ფანჯარა 'თანხის გადანაწილება': |
|
 |
|
ველში
'საქონელი' მიუთითეთ პროდუქტი, რომლის ჯამობრივი თანხის გადანაწილების ცხრილიც გინდათ მიიღოთ საწყობების
მიხედვით გამოსაბეჭდ ფორმაში, ველში 'თარიღი' მითითებული დღის ბოლოს მდგომარეობით. |
|
ამისათვის 'Ctrl+Space' კლავიშსა ან პიქტოგრამაზე
'თაგვის' მოქმედებით გახსნილ ანგარიშთა გეგმის ფანჯარაში მონიშნეთ სასურველი საქონელი და დააფიქსირეთ თქვენი
არჩევანი 'Enter' კლავიშით, ან
'თაგვის' ზემოქმედებით.
ველში 'თარიღი' მიუთითეთ დღე, რომლის მდგომარეობითაც გსურთ
მიიღოთ აღნიშნული ფორმა. კლავიატურიდან - 'Ctrl+Space' ან პიქტოგრამაზე 'თაგვის' მოქმედებით
გახსნილი კალენდრის ფანჯრის მეშვეობით შეგიძლიათ შეცვალოთ მითითებული თარიღი. |
|
ღილაკზე
'გამობეჭდვა' 'თაგვის'
ზემოქმედებით ან 'Enter'
კლავიშით ეკრანზე მიიღება
მითითებული თარიღისათვის ამორჩეულ პროდუქტზე ყველა საწყობში ერთნაირი
თვითღირებულების გამოსაყვან
ცხრილს. |
|
 |
|
შეგიძლიათ
გამობეჭდოთ მიღებული დოკუმენტი.
|
|
მიღებული ცხრილის მონაცემების შესაბამისად,
თითოეულ საწყობში არსებული საქონლის დამატებითი ხარჯების მისათითებლად
საჭიროა გატარდეს მოძრაობა, წარმოება, ჩამოწერის ახალი
საბუთი ყოველი საწყობისათვის.
|
|
ამისათვის მოძრაობა, წარმოება,
ჩამოწერის ფანჯრის განყოფილებაში 'ოპერაცია'
ველებში 'საწყობი' და 'მიმღები
საწყობი' ამოირჩიეთ ერთიდასიგივე საწყობი, ველში
'ოპერაციის ტიპი' კი მიუთითეთ საქონლის და მასალების
მოძრაობა
. განყოფილებაში 'საქონელი'
ამოირჩიეთ სასურველი პროდუქტი და ფანჯარაში
'საქონელი' ველის 'დამატებითი
ხარჯები' მონიშვნის შედეგად გააქტიურებულ ველში
'თანხა'
მოუთითეთ ანგარიშგების ფორმაში მიღებულ ცხრილში თქვენს მიერ ამორჩეული
საწყობის შესაბამისი თანხა. |
|
Copyright ® 1997 Georgian Software Systems Ltd.
E-mail: SuperFin@gss.ge
|