ანგარიშგება 'საქონლის მოძრაობა ექსპედიტორის მიხედვით' იძლევა არჩეულ
ექსპედიტორთან დაკავშირებული მყიდველების ბარათებზე რეალიზებული საქონლების
რაოდენობისა და ღირებულების შესახებ ინფორმაციას, მითითებული პერიოდის შესაბამისად.
ანგარიშგება 'საქონლის მოძრაობა ექსპედიტორის
მყიდველების მიხედვით' განსხვავებით წინა ანგარიშგებისაგან იძლევა არჩეულ
ექსპედიტორთან დაკავშირებული მყიდველების ბარათებზე რეალიზებული საქონლების
რაოდენობისა და ღირებულების შესახებ ინფორმაციას თითოეული მყიდველის მიხედვით,
მითითებული პერიოდის შესაბამისად.
ანგარიშგებების ფანჯრის ანგარიშგების ფორმების
სიაში მონიშნეთ ფორმა 'საქონლის მოძრაობა ექსპედიტორის მიხედვით' ან 'საქონლის
მოძრაობა ექსპედიტორის მყიდველების მიხედვით' და გაუშვით შესრულებაზე
პიქტოგრამაზე 'თაგვის' მოქმედებით ან
'Enter' კლავიშის გამოყენებით.
.
პერიოდის დასაწყისისა და დასასრულის ველები შევსებულია კალენდრით
დაყენებული ბრუნვის პერიოდის დასაწყისით და დასასრულით.
კლავიატურაზე 'Ctrl+Space' კლავიშების კომბინაციით ან
პიქტოგრამაზე 'თაგვის'
მოქმედებით გახსნილ კალენდრის ფანჯარაში შეგიძლიათ შეცვალოთ აღნიშნული თარიღები.
ველში 'ტიპი' პიქტოგრამაზე 'თაგვის'
მოქმედებით იხსნება ჯგუფური ტიპის ფანჯარა, რომლის ელემენტებია:
'საბალანსო', 'არასაბალანსო' და 'საბალანსო+არასაბალანსო'. აღნიშნული ველის
საშუალებით შესაძლებლობა გეძლევათ ველში 'ექსპედიტორი' მითითებულ კონკრეტულ
ანგარიშზე საბალანსო, არასაბალანსო ან საბალანსო+არასაბალანსო ინფორმაციის
მიღებისა. გააკეთეთ თქვენი არჩევანი და დააფიქსირეთ იგი
'Enter' კლავიშით ან 'თაგვის' მარცხენა ღილაკზე ორჯერ სწრაფი ზემოქმედებით.
ველში 'ექსპედიტორი'
პიქტოგრამაზე 'თაგვის' მოქმედებით იხსნება ანგარიშთა
გეგმის ფანჯარა. ამოირჩიეთ ექსპედიტორის ანგარიში, რომელზეც გსურთ ინფორმაციის
მიღება და დააფიქსირეთ 'Enter' კლავიშით ან 'თაგვის' მარცხენა ღილაკზე ორჯერ სწრაფი
ზემოქმედებით.
ველში 'ტიპი'
პიქტოგრამაზე 'თაგვის' მოქმედებით იხსნება ჯგუფური ტიპის ფანჯარა, რომლის
ელემენტებია: 'საბალანსო', 'არასაბალანსო' და 'საბალანსო+არასაბალანსო'.
აღნიშნული ველის საშუალებით შესაძლებლობა გეძლევათ ველში 'მყიდველი'
მითითებულ კონკრეტულ ანგარიშზე საბალანსო, არასაბალანსო ან საბალანსო+არასაბალანსო
ინფორმაციის მიღებისა. გააკეთეთ თქვენი არჩევანი და დააფიქსირეთ იგი
'Enter' კლავიშით ან 'თაგვის' მარცხენა ღილაკზე ორჯერ
სწრაფი ზემოქმედებით.
ღილაკზე 'გამობეჭდვა' 'თაგვის' ზემოქმედებით ან
'Enter' კლავიშით ეკრანზე მიიღება შესრულებული ანგარიშგების ფორმა: