|

|
წარმოებულ პროდუქციაზე დამატებითი ხარჯების გადანაწილება |
|
|
|
ინსტრუქცია ანგარიშგების
გადმოწერისათვის :
|
|

|
ანგარიშგების ფორმის გადმოწერისათვის შეასრულეთ შემდეგი მითითებები.
|
|
ანგარიშგების ფორმის გადმოწერა პროგრამისათვის :
|
|
SuperFin 6.4 |
|
|
 |
წარმოებულ პროდუქციაზე დამატებითი ხარჯების გადანაწილება |
|
|
|
ანგარიშგების ფორმის შესრულება |
|
გამოძახება |
|
Alt-R |
სწრაფი
გადასვლის ზოლის განყოფილება 'მონაცემები'
ქვემენიუ 'ანგარიშგებები'. |
|
აღწერა: |
|
ანგარიშგებების
ფანჯრის ანგარიშგების ფორმების სიაში მონიშნეთ ფორმა
'წარმოებულ პროდუქციაზე დამატებითი ხარჯების გადანაწილება'
და გაუშვით შესრულებაზე
პიქტოგრამაზე
'თაგვის' მოქმედებით ან 'Enter'
კლავიშის გამოყენებით. |
|
 |
|
იხსნება
ფანჯარა 'წარმოებულ პროდუქციაზე დამატებითი
ხარჯების
გადანაწილება': |
|
 |
|
მასში, მითითებული პერიოდის შესაბამისად,
მიიღებთ ამორჩეულ საქონელზე დამატებითი ხარჯების თანხის
გადანაწილების ცხრილს. |
|
ხშირად, პროდუქციის წარმოების შემდეგ
ორგანიზაციას უჩნდება დამატებით ხარჯები, რომლებიც არ იყო
გათვალისწინებული საქონლის თვითღირებულებაში და საჭირო ხდება მისი
გადანაწილება როგორც უკვე რეალიზებულ, ასევე საწყობში არსებულ თითოეულ
პროდუქტზე. ეს პროცედურა საკმაოდ დიდი დროისა და ენერგიის
დანახარჯს მოითხოვს. სწორედ ამიტომ ჩვენ შევქმენით
ახალი ანგარიშგების ფორმა, რომელიც დაგეხმარებათ აღნიშნული
პრობლემის მარტივად გადაწყვეტაში. დამატებითი ხარჯის ერთიან თანხას
სისტემა პროპორციულად ანაწილებს უკვე რეალიზებულ და საწყობში
არსებულ თითოეული ტიპის საქონელზე. იგი ავტომატურად გვიჩვენებს
ჩამოსაწერ თანხას უკვე რეალიზებული საქონლის მიხედვით და დარჩენილ
თანხას, კი ანაწილებს თითოეული ტიპის პროდუქტზე. |
|
ველი 'წარმოების პერიოდი' ავტომატურად შევსებულია
პროგრამის კალენდრით დაყენებული ბრუნვის პერიოდის დასაწყისითა და
დასასრულით. კლავიატურაზე'Ctrl+Space' კლავიშების
კომბინაციით ან პიქტოგრამაზე 'თაგვის' მოქმედებით გახსნილ კალენდრის
ფანჯარაში შეგიძლიათ შეცვალოთ აღნიშნულ ველებში
მითითებული თარიღები და აირჩიოთ თქვენთვის სასურველი პერიოდი. |
|
ველში 'საქონელი' მიუთითეთ კონკრეტული
პროდუქტი, ან მთლიანად საქონლის ჯგუფი, რომლის დამატაბითი ხარჯის
გადანაწილების ცხრილიც გინდათ მიიღოთ გამოსაბეჭდ ფორმაში. |
|
ველში 'თანხა' შეიტანეთ დამატაბითი ხარჯის რაოდენობა. |
|
თქვენ აგრეთვე შეგიძლიათ მიუთითოთ აღნიშნული
თანხა გადანაწილდეს საქონლის რაოდენობის თუ თანხის მიხედვით. ამისათვის
საჭიროა
ველში 'გადანაწილდეს ...
მიხედვით' მონიშნოთ სასურველი პარამეტრი
('რაოდენობის' ან 'ფასის' ). |
|
ღილაკზე
'გამობეჭდვა' 'თაგვის'
ზემოქმედებით ან 'Enter' კლავიშით ეკრანზე მიიღება
სასურვევლი პერიოდით შექმნილი პროდუქციაზე დამატებითი
ხარჯების თანხის გადანაწილების ცხრილს. |
|
 |
|
შეგიძლიათ გამობეჭდოთ მიღებული
დოკუმენტი. |
|
წარმოებულ საქონელზე დამატებითი ხარჯის
გადანაწილებისათვის საჭიროა ანგარიშგების ფორმაში მიღებული ცხრილის
შესაბამისად ჩამოიწეროს უკვე რეალიზებული პროდუქციის შესაბამისი
თანხა. არარეალიზებული საქონლისათვის კი გატარდეს მოძრაობა,
წარმოება, ჩამოწერის ახალი საბთი. ამისათვის
მოძრაობა, წარმოება, ჩამოწერის ფანჯრის
განყოფილებაში 'ოპერაცია' ველში
'ოპერაციის ტიპი' მიუთითეთ საქონლის და
მასალების მოძრაობა . განყოფილებაში
'საქონელი' თითოეული პროდუქტისათვის
ცალცალკე, ფანჯარაში 'საქონელი' ველის 'დამატებითი
ხარჯები' მონიშვნის შედეგად გააქტიურებულ ველში
'თანხა' მოუთითეთ ანგარიშგების ფორმაში მიღებულ
ცხრილში ამ პროდუქტის შესაბამისი თანხა.
|
|
Copyright ® 1997 Georgian Software Systems Ltd.
E-mail: SuperFin@gss.ge
|