ანგარიშგებების
ფანჯრის ანგარიშგების ფორმების სიაში მონიშნეთ ფორმა 'წარმოებული
პროდუქცია და დახარჯული მასალები' და გაუშვით შესრულებაზე
პიქტოგრამაზე 'თაგვის' მოქმედებით ან 'Enter'
კლავიშის გამოყენებით.
იხსნება ფანჯარა 'საქონლის წარმოება':
მასში, მითითებული პერიოდის შესაბამისად, მიიღებთ
ამორჩეულ საქონლის შესაბამისად წარმოებული პროდუქციისა
და დახარხული მასალების ცხრილს.
ველი 'წარმოების პერიოდი' ავტომატურად შევსებულია პროგრამის
კალენდრით დაყენებული ბრუნვის პერიოდის დასაწყისითა და
დასასრულით.
კლავიატურაზე'Ctrl+Space' კლავიშების
კომბინაციით ან პიქტოგრამაზე
'თაგვის' მოქმედებით გახსნილ კალენდრის ფანჯარაში შეგიძლიათ
შეცვალოთ აღნიშნულ ველებში მითითებული თარიღები და აირჩიოთ თქვენთვის სასურველი
პერიოდი.
ველში 'საქონელი' მიუთითეთ კონკრეტული პროდუქტი, ან მთლიანად
საქონლის ჯგუფი, რომლის შესახებაც გინდათ მიიღოთ ინფორმაცია გამოსაბეჭდ ფორმაში.
თქვენ აგრეთვე შეგიძლიათ მიუთითოთ ბალანსის ტიპი: მონიშნოთ
ველი 'საბალანსო' ან 'არასაბალანსო'.
ღილაკზე
'გამობეჭდვა' 'თაგვის' ზემოქმედებით ან 'Enter'
კლავიშით ეკრანზე მიიღება სასურვევლი პერიოდში წარმოებული პროდუქციისა და
დახარჯული მასალების ცხრილს.