ანგარიშგებების
ფანჯრის ანგარიშგების ფორმების სიაში მონიშნეთ ფორმა 'საქონლები მინიმალური
თარიღით'
'თაგვის' მოქმედებით ან 'Enter'
კლავიშის გამოყენებით გაუშვით შესრულებაზე.
იხსნება ფანჯარა 'საქონლები მინიმალური ნაშთებით':
ველი 'თარიღი' ავტომატურად შევსებულია პროგრამის
კალენდრით დაყენებული მიმდინარე თარიღით.
კლავიატურაზე'Ctrl+Space' კლავიშების
კომბინაციით ან პიქტოგრამაზე
'თაგვის' მოქმედებით გახსნილ კალენდრის ფანჯარაში შეგიძლიათ
შეცვალოთ აღნიშნული თარიღი .
ველში 'საწყობი' მიუთითეთ კონკრეტული საწყობი რომლის შესახებაც გინდათ მიიღოთ ინფორმაცია გამოსაბეჭდ ფორმაში. საწყობის არმოთითების შემთხვევაში ინფორმაცია
მიიღება გაერთიანებულად ყველა საწყობის მიხედვით.
თქვენ აგრეთვე შეგიძლიათ მიუთითოთ ინფორმაციის
სასურველი ტიპი: 'საბალანსო','არასაბალანსო'ან
'საბალანსო+არასაბალანსო'.
ველში 'ნაშთი' მიუთითეთ
ნაშთის ტიპი, რომლის მიხედვითაც გინდათ მიიღოთ ინფორმაცია გამოსაბეჭდ ფორმაში 'მთანხობრივი'
ან 'რაოდენობრივი'.
ველში
'ნაკლებია' მიუთითეთ ის შესადარებელი ოდენობა, რომლის მიხედვითაც გინდათ მიიღოთ
ინფორმაცია გამოსაბეჭდ ფორმაში.
ღილაკზე'გამობეჭდვა'
`თაგვის` ზემოქმედებით ან 'Enter'
კლავიშით ეკრანზე მიიღება იმ საქონელთა სია, რომელთა
ნაშთი (არჩევის შესაბამისად რაოდენობრივი ან თანხობრივი) ნაკლებია მითითებულ ოდენობაზე.