ანგარიშგებების
ფანჯრის ანგარიშგების ფორმების სიაში მონიშნეთ ფორმა 'მითითებული
პერიოდით პიროვნებაზე ხელფასის დარიცხვები' და გაუშვით შესრულებაზე
პიქტოგრამაზე 'თაგვის' მოქმედებით ან 'Enter'
კლავიშის გამოყენებით.
იხსნება ფანჯარა 'ხელფასის დარიცხვა':
ველში 'მომსახურე პირი' მიუთითეთ პიროვნება,
რომლის ხელფასების დარიცხვების უწყისების სიაც გინდათ მიიღოთ გამოსაბეჭდ
ფორმაში, ქვემოთ მითითებული პერიოდის ფარგლებში.
ამისათვის
'Ctrl+Space' კლავიშსა ან
პიქტოგრამაზე 'თაგვის' მოქმედებით გახსნილ მომსახურე პერსონალის
ფანჯარაში მონიშნეთ სასურველი პიროვნება და დააფიქსირეთ თქვენი არჩევანი
'Enter' კლავიშით, ან 'თაგვის' ზემოქმედებით.
ველი 'პერიოდი' ავტომატურად
შევსებულია პროგრამის
კალენდრით დაყენებული ბრუნვის პერიოდის დასაწყისითა და
დასასრულით.
კლავიატურიდან - 'Ctrl+Space'
ან პიქტოგრამაზე
'თაგვის' მოქმედებით შეგიძლიათ შეცვალოთ თარიღები და მიუთითოთ თქვენთვის
სასურველი პერიოდი.
ღილაკზე
'გამობეჭდვა' 'თაგვის' ზემოქმედებით ან 'Enter'
კლავიშით ეკრანზე მიიღება მითითებულ დროით პერიოდში ამორჩეულ პიროვნებაზე
ხელფასის დარიცხვების სია.