SuperFIn | გამოწერა | ჩვენს შესახებ | პროდუქტები სერვისი | მოგვწერეთ
1.jpg (4851 bytes)
ოპერაციის ტიპები
ანგარიშგების ფორმები
 

მითითებული პერიოდით ხელფასის დარიცხვის ჯამობრივი უწყისი

ინსტრუქცია  ანგარიშგების  გადმოწერისათვის :

ანგარიშგების ფორმის გადმოწერისათვის შეასრულედ შემდეგი მითითებები.

ანგარიშგების ფორმის გადმოწერა პროგრამისათვის :

SuperFin 6.3/6.4
მითითებული პერიოდით ხელფასის დარიცხვის ჯამობრივი უწყისი

ანგარიშგების ფორმის შესრულება

გამოძახება
Alt-R სწრაფი გადასვლის ზოლის განყოფილება 'მონაცემები' ქვემენიუ 'ანგარიშგებები'.
აღწერა:

ანგარიშგებების ფანჯრის ანგარიშგების ფორმების სიაში მონიშნეთ ფორმა 'მითითებული პერიოდით ხელფასის დარიცხვის ჯამობრივი უწყისი' და გაუშვით შესრულებაზე პიქტოგრამაზე 'თაგვის' მოქმედებით ან 'Enter' კლავიშის გამოყენებით.


იხსნება ფანჯარა 'ხელფასის დარიცხვა':

ღილაკზე გამობეჭდვა ზემოქმედებით ფანჯარაში მითითებული პერიოდის შესაბამისად, მიიღებთ ხელფასის დარიცხვის ჯამობრივ უწყისს  ყველა იმ მომსახურე პირზე, რომლებზეც, მითითებულ პერიოდში, გამოწერილი და ამასთანავე შესრულებული გაქვთ ხელფასის საბუთები.
ასევე თითოეულ პიროვნებაზე დარიცხული და დაკავებული თანხების დეტალურ აღწერასა და მთლიანად ორგანიზაციის საერთო მონაცემებს.

ველი  'საწყისი თარიღი' ავტომატურად შევსებულია პროგრამის კალენდრით დაყენებული ბრუნვის პერიოდის დასაწყისით.
ველი  'საბოლოო თარიღი' კი შევსებულია კალენდრით დაყენებული ბრუნვის პერიოდის დასასრულით.

კლავიატურაზე'Ctrl+Space' კლავიშების კომბინაციით ან პიქტოგრამაზე 'თაგვის' მოქმედებით გახსნილ კალენდრის ფანჯარაში  შეგიძლიათ შეცვალოთ აღნიშნულ ველებში მითითებული თარიღები და აირჩიოთ თქვენთვის სასურველი პერიოდი.

 

ველში 'განყოფილება' შეგიძლიათ აირჩიოთ ერთერთი განყოფილება და ინფორმაცია მიიღოთ მხოლოდ ამ განყოფილების თანამშრომლების დარიხული ხელფასისა და დაკავებული თანხების შესახებ. ამ ველის შევსების გარეშე ინფორმაცია მიიღება ორგანიზაციის ყველა თანამშრომლის ხელფასის დარიცხვა/დაკავების შესახებ. 

ღილაკზე 'გამობეჭდვა' 'თაგვის' ზემოქმედებით ან 'Enter' კლავიშით ეკრანზე მიიღება სასურვევლი პერიოდით შექმნილი ხელფასის დარიცხვის ჯამობრივი უწყისი.

შეგიძლიათ გამობეჭდოთ მიღებული დოკუმენტი.


     Copyright ® 1997 Georgian Software Systems Ltd.
     E-mail: SuperFin@gss.ge