|
|
სიახლეები საბუღალტრო აღრიცხვის
პროგრამაში SuperFin
Service Pack 2.028
|
|
|
|
განყოფილება "SuperFin"
|
|
|
მიმდინარე განახლებამდე ანგარიშის ქვეანგარიშის ნომრის ველში შეიტანეობოდა მხოლოდ ათი სიმბოლო. დღეიდან საჭიროების შემთხვევაში უკვე შესაძლებელია ოცი სიმბოლოს შეტანა.
|
|
ყველა საბუთის ფანჯარაში, საბუთების ბეჭდვაში დაემატა საბუთების გატარებების სახით ბეჭდვის შესაძლებლობა. ბეჭდვის ღილაკზე ზემოქმედებით მიიღება ყველა საბუთის ბეჭდვის ფანჯარა.
|
|

|
|
გაააქტიურეთ მონიშვნა "გატარებების სახით" და გამობეჭდვის ღილაკზე ზემოქმედებით ეკრანზე მიიღება ყველა საბუთის ამოსაბეჭდი ფორმა გატარებების სახით.
|
|
|
|
საბუღალტრო ოპერაციიდან ანგარიშ-ფაქტურის ამოსაბეჭდ ფანჯარაში დაემატა ანგარიშ-ფაქტურის თარიღის მითითების საშუალება და მომსახურების გაწევის თარიღის ფორმატის მითითების საშუალება. ასევე დაემატა მიღება-ჩაბარების აქტისა და ინვოისის ბეჭდვის საშუალება. ბეჭდვის ღილაკზე ან "Ctrl-P" კლავიშებზე ზემოქმედებით იხსნება გამობეჭდვის ფანჯარა, სადაც შეგიძლიათ აირჩიოთ სასურველი საბუთის ბეჭდვა.
|
|
|
|
რეკვიზიტების ველები ავტომატურად შევსებულია ანგარიშებთან დაკავშირებული ინფორმაციის შესაბამისად. საქონლის/მომსახურების დასახელების ველი შევსებულია ოპერაციის შინაარსით. საჭიროების შემთხვევაში შეგიძლიათ შეცვალოთ ნებისმიერი მათგანი.
|
|
მიღება-ჩაბარების აქტის ღილაკზე ზემოქმედებით ეკრანზე მიიღება მისი ამოსაბეჭდი ფორმა.
|
|
|
|
ინვოისის ღილაკზე ზემოქმედებით ეკრანზე მიიღება მისი ამოსაბეჭდი ფორმა.
|
|
|
|
ბრუნვის პირობების ფანჯარაში დაემატა ახალი პირობის მითითების საშუალება, რომლითაც ანგარიშებზე არსებული მოძრაობის მიღება შესაძლებელია მხოლოდ საქაღალდეების ან მხოლოდ ბარათების მიხედვით.
|
|
|
|
ღილაკზე თანხმობა ზემოქმედებით ეკრანზე მიიღება სასურველი ინფორმაცია.
|
|
|
|
ბრუნვის ფანჯრიდან მიღებულ ანგარიშის ამონაწერის ფანჯარაში დაემატა საბუთის ნომრის და საბუთის შემსრულებლის სახელის სვეტები და უკვე საბუთში შეუსვლელად ჩანს მომხმარებლის სახელი, რომელმაც ჩაატარა საბუთი.
|
|
|
|
ბალანსის ფორმების (ახალი ბალანსი, მოგება-ზარალის უწყისი, ფულის მოძრაობის უწყისი, კაპიტალის ცვლილების უწყისი) ამობეჭდილ ფორმებში არ ჩანდა ორგანიზაციის დასახელება. დღეიდან აღნიშნულ ფორმებზე უკვე გამოიტანება ორგანიზაციის დასახელება.
|
|
|
|
ცხრილის სახით მოცემულ ფანჯრებში რამდენიმე უჯრის ერთიანი მონიშვნისა და ჯამის ბუფერში კოპირებისას, პროგრამაში MS Excel ჩასმის შემდეგ მიღებულ თანხაში ათასი, მილიონი და ა.შ. გამოიყოფოდა პრობელით, რაც ხელს უშლიდა მისი რიცხვის სახით გამოყენებას ფორმულებში. ხარვეზი გასწორებულია.
|
|
Windows ვისტას შემთხვევაში ხარვეზით მუშაობდა ბეჭდვის პარამეტრები. ხარვეზი გასწორებულია.
|
|
მხოლოდ ადმინისტრატორისა და მთ. ბუღალტრის უფლების მქონე მომხმარებლის შემთხვევაში ყველა საბუთის ბეჭდვის დროს ხდებოდა შეცდომა. ხარვეზი გასწორებულია.
|
|
საწყობის მენეჯერის უფლების მქონე მომხმარებელს მოეხსნა საქონლის ბარათის რედაქტირების საშუალება.
|
|
მიმდინარე განახლებიდან პროგრამას დაემატა ფანჯარა ”ანგარიშ-ფაქტურები” (სწრაფი გადასვლის ზოლი/განყოფილება SuperFin/ფანჯარა ”ანგარიშ-ფაქტურები”).
|
|
ანგარიშ-ფაქტურების ფანჯარა შემდეგნაირად გამოიყურება.
|
|
|
|
ფანჯარაში ‘ანგარიშ-ფაქტურები’ ჩანს ამავე ფანჯარაში არსებულ თარიღის ველებში დაყენებული პერიოდის განმავლობაში შექმნილი ყველა ანგარიშ-ფაქტურა.
|
|
სასურველი საბუთის ადვილად მოძებნის მიზნით ეკრანზე გამოტანილი საბუთები შესაძლებელია გაიფილტროს საბუთის ნომრის, მყიდველის და მდგომარეობის მიხედვით.
|
|
ანგარიშ-ფაქტურების ფანჯრის საბუთების სიაში
მონიშნეთ
ოპერაცია, რომლის რედაქტირებასაც აპირებთ;
პიქტოგრამაზე
‘თაგვის’ მოქმედებით ან ‘Ctrl-E’ კლავიშთა კომბინაციით იხსნება რედაქტირების
ფანჯარა:
|
|
|
|
ველში ‘თარიღი’ მიეთითება ანგარიშ-ფაქტურის გამოწერის თარიღი.
|
|
ველში ‘ნომერი’ მიეთითება ანგარიშ-ფაქტურის სერია და ნომერი.
შენიშვნა: ანგარიშ-ფაქტურის სერიას და ნომერს შორის აუცილებელია ადგილის (space) გამოტოვება.
|
|
ველში ‘მყიდველი’ ანგარიშთა გეგმიდან შეიტანება სასურველი მყიდველი.
პიქტოგრამაზე ‘თაგვის’ ზემოქმედებით ან ‘Ctrl-Space’ კლავიშითა კომბინაციით იხსნება ანგარიშების ფანჯარა, სადაც უთითებთ მყიდველის შესაბამის ანგარიშს/ქვეანგარიშს.
|
|
ველში
‘დასახელება’ შეიტანება საბუთის შინაარსი.
|
|
პიქტოგრამაზე ‘თაგვის’ მოქმედებით ან
‘Insert’, ‘Ctrl-N’ კლავიშთა კომბინაციით იხსნება ანგარიშ-ფაქტურის მონაცემების რედაქტირების ფანჯარა.
|
|
|
|
ველში ‘საბუთი’
პიქტოგრამაზე ‘თაგვის’ ზემოქმედებით ან ‘Ctrl-Space’ კლავიშითა კომბინაციით იხსნება
ყველა საბუთის ფანჯარა, საიდანაც მიეთითება ანგარიშ-ფაქტურაში მონაწილე საბუთი. აქ პროგრამა იძლევა მხოლოდ საბუღალტრო ოპერაციის ან გასავლის ზედდებულის არჩევის საშუალებას. სასურველი საბუთის არჩევით ავტომატურად შეივსება ნომრის, თანხის და დღგ-ის ველები (თანხის და დღგ-ის ველები აქტიურია მხოლოდ საბუღალტრო ოპერაციის არჩევის შემთხვევაში), დღგ-ით დაბეგრილი საქონლის/მომსახურების შესაბამისი თანხებით.
|
|
მონიშვნის ”გაითვალისწინოს ყველა საქონელი/მომსახურება” გააქტიურებისას თანხისა და დღგ-ის ველებში მიიღება არჩეული საბუთის ყველა საქონლის/მომსახურების შესაბამისი თანხები, მიუხედავად იმისა, რომ ზოგი მათგანი შეიძლება არ იბეგრებოდეს დღგ-ით.
|
|
თანხმობის ღილაკზე ზემოქმედებით არჩეული საბუთი ჩაემატება ანგარიშ-ფაქტურაში. შესაძლებელია ერთ ანგარიშფაქტურაში ჩაემატოს ერთ მყიდველზე გამოწერილი რამდენიმე საბუთი.
|
|
ანგარიშ-ფაქტურის რედაქტირების ფანჯარაში დღგ-ის განაკვეთის ველი ავტომატურად შევსებულია სერვისი/პარამეტრები დღგ-ის განყოფილებაში შეტანილი მნიშვნელობით. საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია მიეთითოს ”0” ან ”ტირე”.
|
|
განზომილების ველში შეიძლება მიეთითოს საქონლის განზომილება.
|
|
ველში ‘მდგომარეობა’ მიეთითება ინფორმაცია თუ რა მდგომარეობაში იმყოფება მყიდველისათვის გამოწერილი/გამოსაწერი ანგარიშფაქტურა. მაგ: გამოწერილი, გაგზავნილი, მიტანილი, წამოღებული, მიწოდებული ან გაუქმებული.
|
|
ბეჭდვის ღილაკზე ზემოქმედებით ეკრანზე მიიღება ანაგრიშ-ფაქტურის ბეჭდვის ფანჯარა, რომლის ველები უკვე შევსებულია გამყიდველისა და მყიდველის მონაცემებით და თანხებით. საჭიროების შემთხევევაში შესაძლებელია მათი მნიშვნელობების შეცვლა.
|
|
|
|
სასაქონლო ზედდებულის ნომრის ველი ავტომატურად ივსება გასავლის ზედდებულის ნომრის მნიშვნელობით, როცა ანგარიშფაქტურა ივსება მხოლოდ ერთი გასავლის ზედდებულის საფუძველზე.
|
|
მონიშვნის ‘საქონელი დაიბეჭდოს ჯგუფურად’ გააქტიურების შემთხვევაში, ველი ‘საქონლის მომსახურების დასახელება’ ავტომატურად ივსება ანგარიშ-ფაქტურის შევსების წესში მოცემული ინსტრუქციის შესაბამისად.
|
|
სიზუსტის ველი ანგარიშ-ფაქტურის და დანართის ამოსაბეჭდ ფორმებში უზრუნველყოფს საქონლის/მომსახურების ერთეულის ღირებულების სიზუსტეს. შესაძლებელია მისი მნიშვნელობის გაზრდა 6-მდე, რაც გამოიწვევს ერთეული ფასის მემილიონედამდე დაზუსტებას.
|
|
ღილაკებზე ‘ფაქტურა’ და ‘დანართი’ ზემოქმედებით ეკრანზე მიიღება ფაქტურისა და დანართის ამოსაბეჭდი ფორმები.
|
|
ანგარიშ-ფაქტურების ფანჯარაში ბეჭდვის ღილაკზე ზემოქმედებით ან `Ctrl-P`კლავიშთა კომბინაციით ეკრანზე მიიღება დასაბეგრი ანგარიშ-ფაქტურების რეესტრის ამოსაბეჭდი ფორმა.
|
|
|
|
მიღებული ფორმა შესაძლებელია დაკონვერტირდეს პროგრამაში MS Excel და იქიდან ადვილად გადავიდეს ფინანსთა სამინისტროს ვებ-გვერდზე არსებულ რეესტრის ფორმაში.
|
|
საბუთის ანგარიშ-ფაქტურაში ჩამატების საშუალება დაემატა ყველა საბუთის ფანჯარაშიც. ეკრანზე სასურველი საბუთის მონიშვნის შემდეგ
პიქტოგრამაზე ზემოქმედებით ან ’Ctrl-T’ კლავიშთა კომბინაციით იხსნება საბუთის ანგარიშ-ფაქტურაში დამატების ფანჯარა.
|
|
|
|
ფანჯარში ავტომატურად შევსებულია საბუთის, ნომრის, თანხის და დღგ-ის ველები. ანგარიშ-ფაქტურის ველში
პიქტოგრამაზე ‘თაგვის’ ზემოქმედებით ან ‘Ctrl-Space’ კლავიშითა კომბინაციით იხსნება ანგარიშ-ფაქტურების არჩევანის ფანჯარა.
|
|
|
|
ფანჯარაში ჩანს მითითეული პერიოდის ანგარიშ-ფაქტურები. აირჩიეთ სასურველი და არჩევანი დააფიქსირეთ თაგვის ორჯერ ზემოქმედებით ან ’Enter’ კლავიშით.
|
|
საბუთის
ანგარიშ-ფაქტურაში დამატების ფანჯარაში თანხმობის ღილაკზე ზემოქმედებით საბუთი
ჩაემატება ანგარიშ-ფაქტურაში. საჭიროების შემთხვევაში აქვე შესაძლებელია ახალი
ანგარიშ-ფაქტურის შექმნა და მასში საბუთის ჩამატება.
|
|
განყოფილება "ფული"
|
|
Windows ვისტას შემთხვევაში სალაროს ორდერებში თეთრების თანხა გამოქონდა დეფისით. ხარვეზი გასწორებულია
|
|
სალაროს გასავლის ორდერის ამობეჭდილ ფორმაში, თანხის დიდი ოდენობის დროს, არასრულად ჩანდა თანხის სიტყვიერი ჩანაწერი. ხარვეზი გასწორებულია.
|
|
საგადასახადო კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილების შესაბამისად შეიცვალა საგადახდო დავალების ფორმა. საგადახდო დავალებაში, ბეჭდვის ღილაკზე ზემოქმედებით მიღებულ ფანჯარაში შეგიძლიათ აირჩიოთ და სასაურველი ვარიანტით დაბეჭდოთ ფორმა: საბიუჯეტო ან არასაბიუჯეტო გადარიცხვა.
|
|
|
|
ღილაკზე გამობეჭდვა ზემოქმედებით ეკრანზე მიიღება საბუთის ამოსაბეჭდი ფორმა საჭირო სახით შევსებული
|
|
 |
|
მიმდინარე განახლებამდე შვებულების ანაზღაურების თანხის გამოთვლა ხდებოდა ”25.4” კოეფიციენტის მიხედვით. რადგანაც კანონმდებლობით ეს კოეფიციენტი ძალაში აღარ არის, მიმდინარე განახლებიდან პროგრამაში შვებულების თანხა გამოთვლება შემდეგნაირად: მიმდინარე თვეში დარიცხული ძირითადი ხელფასი იყოფა თვეში სამუშაო დღეებისა და შაბათი დღეების რაოდენობების ჯამზე და მრავლდება შვებულების დღეების რაოდენობაზე.
|
|
ხელფასის ავანსის საბუთის შექმნისას ხარვეზით ხდებოდა ვალუტის კურსის გათვალისწინება, როცა მომსახურე პერსონალის ბარათში ხელფასის ოდენობა შეტანილი იყო ვალუტაში. ხარვეზი გასწორებულია.
|
|
შეცდომა ხდებოდა ხელფასის საბუთების დათვლის დროს, როცა საბუთის ნომერში მითითებული იყო ერთმაგი ბრჭყალი. ხარვეზი გასწორებულია.
|
|
ხელფასის დარიცხვისა და გაცემის უწყისების ამოსაბეჭდ ფორმაში ავტომატურად იწერებოდა კალენდარში მითითებული მიმდინარე თარიღი. მიმდინარე განახლებიდან უწყისების ამოსაბეჭდ ფორმაში ავტომატურად მიიღება შექმნის თარიღი.
|
|
განყოფილება "ვაჭრობა/წარმოება"
|
|
ვაჭრობა/წარმოების საბუთებში, ვალუტის ველში უცხოური ვალუტის შეტანით, საბუთში გამოძახებულ საქონლის დამატების ფანჯრებში ავტომატურად გამოიტანება ეს ვალუტა და აღარ არის საჭირო ყოველი ახალი საქონლის დამატებისას ვალუტის ხელით შეცვლა.
|
|
თუ, შემოსავლის ზედდებულის შევსება ხდება მომწოდებელთან დაკვეთის საფუძველზე, უკვე შესაძლებელია ერთ საბუთში მიუთითოთ მომწოდებელთან რამდენიმე დაკვეთის საბუთი.
|
|
|
|
მოძრაობის საბუთი უკვე შესაძლებელია ძალიან მარტივად შექმნათ შემოსავლის ზედდებულის საფუძველზე. ღილაკზე "მოძრაობა სხვა საბუთის საფუძველზე" ზემოქმედებით იხსნება ფანჯარა "შემოსავლის ზედდებულები". მონიშნეთ სასურველი საბუთი და არჩევანი დააფიქსირეთ 'Enter' კლავიშით, თანხმობის ღილაკით ან თაგვის ორჯერ ზემოქმედებით. შედეგად მოძრაობის საბუთის საქონლის განყოფილება ავტომატურად შეივსება შემოსავლის ზედდებულში შეტანილ საქონელთა სიით და მათი თვითღირებულებებით.
|
|
|
|
მოძრაობის საბუთიდან სასაქონლო ზედდებულის ამობეჭდვა უკვე შესაძლებელია გასაყიდი ფასით.
|
|
|
|
თანხმობის ღილაკზე ზემოქმედებით ეკრანზე მიიღება სასაქონლო ზედდებულის ამოსაბეჭდი ფორმა.
|
|
|
|
მიმდინარე განახლებამდე, თუ შემოსავლის ზედდებულში ერთერთი საქონელი მონაწილეობდა ნულოვანი ღირებულებით და საბუთი შეიცავდა დამატებითი ხარჯს, რომელსაც მითითებული ქონდა გადანაწილება თანხის მიხედვით, დამატებითი ხარჯების თანხა არასრულად ნაწილდებოდა თვითღირებულებაზე. ხარვეზი გასწორებულია.
|
|
გასავლის ზედდებულის ფანჯარაში ზედდებულების ბეჭდვისას დაემატა სიის სახით ამობეჭდვის საშუალება.
|
|
|
|
თუ, მონიშნული იქნება პარამეტრი ”საქონლის სიის სახით”, გამობეჭდვის ღილაკზე ზემოქმედებით ეკრანზე მიიღება რეალიზებულ საქონელთა სია სხვადასხვა მახასიათებლებით.
|
|
|
|
თუ, გასავლის ზედდებულის შევსება ხდება მყიდველისაგან დაკვეთის საფუძველზე, უკვე შესაძლებელია ერთ საბუთში მიუთითოთ მყიდველის რამდენიმე დაკვეთის საბუთი.
|
|
|
|
გასავლის ზედდებულის ბეჭდვის დროს უკვე შეგიძლიათ აირჩიოთ ამობეჭდილ ფორმაში ჩანდეს თუ არა საქონლის წონა.
|
|
|
|
გასავლის ზედდებულის და მყიდველისაგან დაკვეთის საბუთის ამობეჭდილ ფორმაში არ ჩანდა ჩვენი ორგანიზაციის ბანკის კოდი. ხარვეზი გასწორებულია.
|
|
გასავლის ზედდებულის ფანჯარაში ანგარიშფაქტურის ბეჭდვისას დაემატა ანგარიშ-ფაქტურისა და სასაქონლო ზედნადების ნომრების მითითების საშუალება, ასევე ანგარიშ-ფაქტურის თარიღის მითითების საშუალება.
|
|
|
|
დანართის ღილაკზე ზემოქმედებით ეკრანზე მიიღება ანგარიშ-ფაქტურის დანართის ამოსაბეჭდი ფორმა.
|
|
|
|
მიმდინარე განახლებიდან გასავლის ზედდებულიდან ამობეჭდილი სასაქონლო ზედნადების ფორმა არის სტანდარტული, მიუხედავად იმისა, თუ საქონლის რამდენი სახეობა არის შეტანილი.
|
|
სასაქონლო ზედნადების ბეჭდვის ფანჯარაში დაემატა ნომრის ველი. ასევე დაემატა საქონლის ერთეულის ღირებულების მემილიონედამდე სიზუსტის მითითების, ჯამური სასაქონლო ზედდებულის და დანართის ამობეჭდვის საშუალებები.
|
|
|
|
თუ, მონიშნულია საქონლის ჯამურად დაბეჭდვის პარამეტრი, ველი დასახელება ავტომატურად შევსებულია და ღილაკზე ზედნადები ზემოქმედებით ეკრანზე მიიღება ზედნადების ამოსაბეჭდი ფორმა.
|
|
|
|
დანართის ღილაკზე ზემოქმედებით ეკრანზე მიიღება სასაქონლო ზედნადების დანართის ამოსაბეჭდი ფორმა.
|
|
|
|
თანხის სიზუსტის ველში მითითებული მნიშვნელობით ერთეულის ღირებულების დაზუსტება შესაძლებელია მემილიონედამდე.
|
|
|
|
გასავლის ზედდებულიდან ამობეჭდილ სასაქონლო ზედნადების ფორმაში თანხების სვეტის ჯამში არასწორად გამოქონდა თეთრების თანხა. ხარვეზი გასწორებულია.
|
|
გასავლის ზედდებულიდან ამობეჭდილ გამარტივებულ სასაქონლო ზედნადებში დაემატა სატრანსპორტო საშუალებისა და მძღოლის რეკვიზიტების შესაბამისი ველები. ამავე ფორმაში საქონლის რაოდენობა უკვე ჩანს მეათიათასამდე დაზუსტებული.
|
|
|
|
გასავლის ზედებულში, თუ მყიდველში არჩეულ ანგარიშთან დაკავშირებული იყო კერძო პირი, მისი პირადი ნომერი არ გადმოდიოდა საიდენტიფიკაციო ნომრის ველში. მიმდინარე განახლებიდან შესაძლებელია კერძო პირზე გამოწერილი გასავლის ზედდებულიდან ამოიბეჭდოს სრულად შევსებული სასაქონლო ზედდებული.
|
|
თუ, მყიდველისაგან დაბრუნების საბუთში თანხები მითითებული იყო ვალუტაში, საბუღალტრო გატარებებში მყიდველის ანგარიშზე დღგ-ის კორესპონდენციაში თანხა ტარდებოდა ლარში. ხარვეზი გასწორებულია.
|
|
საქონლის მოძრაობის ფანჯარაში ზოგჯერ ხარვეზით მუშაობდა სვეტის დაჯამება, კერძოდ რამდენიმე თეთრს ამრგვალებდა. ხარვეზი გასწორებულია.
|
|
საქონლის ინვენტარიზაციის უწყისს დაემატა ყველა საწყობში მოთავსებულ საქონელთა დაჯამებული ნაშთების ამობეჭდვის საშუალება.
|
|
|
|
პირობის ”საწყობების მიხედვით” გააქტიურების გარეშე თანხმობა ღილაკზე ზემოქმედებით ეკრანზე მიიღება ინვენტარიზაციის უწყისის ამოსაბეჭდი ფორმა ყველა საწყობის გაერთიანებული ნაშთების მიხედვით. ასევე ინვენტარიზაციის უწყისის ამობეჭდილ ფორმაში უკვე ჩანს თვითღირებულებით არის მიღებული ფორმა, თუ გასაყიდი ფასის რომელი ტიპით.
|
|
|
|
განყოფილება "ფასეულობები"
|
|
ძირითადი საშუალებების ინვენტარიზაციის უწყისში ჩანდა ნულოვანი ნაშთის მქონე ძირითადი საშუალებებიც. მიმდინარე განახლებიდან სიაში გამოიტანება მხოლოდ ის ბარათები, რომლებსაც გააჩნია ნაშთი.
|
|
ფასეულობების ინვენტარიზაციის უწყისის და ფასეულობების მოძრაობის ამოსაბეჭდი ფორმის ექსელში გადატანა ხარვეზით მუშაობდა, რაც გასწორებულია.
|
|
განყოფილება "GSS მონაცემები"
|
|
ხალხის ფანჯარაში ამოიკრიბოს ველით ძებნის განხორციელებისას ხდებოდა შეცდომა, რომელიც უკვე გასწორებულია.
|
|
ორგანიზაციების ფანჯარაში ბარათში შეუსვლელად ჩანს საიდენტიფიკაციო ნომერი და შესაძლებელია მასში შეტანილი მნიშვნელობით ძებნის განხორციელება.
|
|
|
|
|
დაემატა და განახლდა შემდეგი „ოპერაციის ტიპები“
|
|
მომსახურების რეალიზაციაზე დასმა
C:\GSS Business Environment\GSS-OperTypes&Reports-63-64\OperTypes\Realizacia.opt
|
|
ეს ოპერაციის ტიპი გამოიყენება რეალიზაციისა და გადასახდელი დღგ-ის საბუღალტრო ოპერაციის საშუალებით გატარებისათვის. აღნიშნული ოპერაციის ტიპი ავტომატურად ითვლის დღგ-ის თანხას და ახდენს რეალიზაციისა და დღგ-ის დარიცხვის შესაბამის გატარებებს.
შენიშვნა:
ოპერაციის ტიპში მითითებულია 1410, 3330, 6110 ანგარიშები და საბუღალტრო გატარებები ავტომატურად ხდება ამ ანგარიშებზე, თუმცა თქვენ შეგიძლიათ ოპერაციის ტიპის რედაქტირებაში შეცვალოთ ისინი და მიუთითოთ თქვენთვის საჭირო ანგარიშები ან ქვეანგარიშები.
ოპერაციის ტიპების ფანჯარაში მონიშნეთ ოპერაციის ტიპი “რეალიზაცია” და (რედაქტირების პიქტოგრამა) პიქტოგრამაზე ზემოქმედებით ან 'Enter' კლავიშით მოახდინეთ მისი რედაქტირება. მოდულის განყოფილებაში მითითებული 1410, 3330, 6110 ანგარიშები შეცვალეთ თქვენთვის საჭირო ანგარიშებით ან ქვეანგარიშებით.
|
|
კონვერტაციის ოპერაციები:
|
|
კონვერტაციის ოპერაცია "C:\GSS Business Environment\GSS-OperTypes&Reports-63-64\OperTypes\Konvertaciis Operaciebi\exchange.opt"
|
|
სავალუტო ნაშთების
გადაფასება:
|
|
ანგარიშის სავალუტო ნაშთების გადაფასება C:\GSS Business Environment\GSS-OperTypes&Reports-63-64\OperTypes\Savaluto Nashtebis Gadafaseba\ angarishis savaluto nashtebis gadafaseba.opt
|
|
სავალუტო ნაშთების გადაფასება
C:\GSS Business Environment\GSS-OperTypes&Reports-63-64\OperTypes\Savaluto
Nashtebis Gadafaseba\ savaluto nashtebis gadafaseba.opt
|
|
გადახურვითი
ოპერაციები:
|
|
ანგარიშების ნაშთების გადახურვა
ერთმანეთზე
C:\GSS Business
Environment\GSS-OperTypes&Reports-63-64\OperTypes\Gadakhurviti Operaciebi\
Angarishebis nashtebis gadaxurva ertmanetze.opt
|
|
ანგარიშის ნაშთების სტრუქტურული განულება
C:\GSS Business
Environment\GSS-OperTypes&Reports-63-64\OperTypes\Gadakhurviti Operaciebi\
angarishis nashtebis struqturuli ganuleba.opt
|
|
|
დაემატა და განახლდა
„ანგარიშგებების“ შემდეგი ფორმები: |
|
ანგარიშზე
მოძრაობის ამონაწერები:
|
|
ანგარიშზე მოძრაობის ამონაწერი
დეტალიზაციით საბალანსო + არასაბალანსო
C:\GSS Business Environment\GSS-OperTypes&Reports-63-64\Reports\Angarishze
Mozraobis Amonacerebi\angarishze modzraobis amonaceri detalizaciit sabalanso +
arasabalanso.rpt
|
|
ანგარიშზე მოძრაობის ამონაწერი შინაარსის
მიხედვით საბალანსო + არასაბალანსო
C:\GSS Business Environment\GSS-OperTypes&Reports-63-64\Reports\Angarishze
Mozraobis Amonacerebi\ angarishze modzraobis amonaceri shinaarsis mixedvit
sabalanso + arasabalanso.rpt |
|
დღგ-ის რეესტრი:
|
|
დასაბეგრ ოპერაციებზე გამოწერილი
ანგარიშ-ფაქტურები
C:\GSS Business Environment\GSS-OperTypes&Reports-63-64\Reports\DGG Reestri\
dasabegr operaciebze gamocerili angarishis-faqturebi.rpt
|
|
დასაბეგრ ოპერაციებზე გამოწერილი
ანგარიშ-ფაქტურები ელ. დეკლარირებისათვის
"C:\GSS Business Environment\GSS-OperTypes&Reports-63-64\Reports\DGG
Reestri\dasabegr operaciebze gamocerili angarishis-faqturebi el
deklarirebisatvis.rpt" |
|
შეძენილ საქონელზე გამოწერილი
ანგარიშ-ფაქტურები
"C:\GSS Business Environment\GSS-OperTypes&Reports-63-64\Reports\DGG Reestri\
Shedzenil saqonelze gamocerili angarish-faqturebi.rpt
|
|
შეძენილ საქონელზე გამოწერილი
ანგარიშ-ფაქტურები ელ. დეკლარირებისათვის
"C:\GSS Business Environment\GSS-OperTypes&Reports-63-64\Reports\DGG
Reestri\shedzenil saqonelze gamocerili angarish-faqturebi el
deklarirebisatvis.rpt" |
|
ვაჭრობა-წარმოების
ანგარიშგებები:
|
|
მყიდველების ანგარიშზე ბრუნვა
ექსპედიტორის მიხედვით
"C:\GSS Business Environment\GSS-OperTypes&Reports-63-64\Reports\VaWroba
warmoebis angarishgebebi\mkidvelebis angarishze brunva ekspeditoris
mixedvit.zip"
ანგარიშგებით მიიღება არჩეულ ექსპედიტორთან დაკავშირებული მყიდველების ანგარიშებზე ბრუნვის შესახებ ინფორმაცია მითითებული პერიოდის შესაბამისად.
|
|
მყიდველების
დავალიანება ექსპედიტორების მიხედვით
"C:\GSS Business Environment\GSS-OperTypes&Reports-63-64\Reports\VaWroba
warmoebis angarishgebebi\mkidvelebis davalianeba eqspeditorebis mixedvit.zip"
ანგარიშგებით მიიღება არჩეულ ექსპედიტორთან
დაკავშირებული მყიდველების ანგარიშებზე არსებული დავალიანებების შესახებ ინფორმაცია
მითითებული თარიღის მდგომარეობით.
|
|
საქონლის მოძრაობა
ექსპედიტორის მიხედვით
"C:\GSS Business
Environment\GSS-OperTypes&Reports-63-64\Reports\VaWroba warmoebis
angarishgebebi\saqonlis mozraoba eqspeditoris mixedvit.zip"
ანგარიშგებით მიიღება არჩეულ ექსპედიტორთან
დაკავშირებული მყიდველების ბარათებზე რეალიზებული საქონლების რაოდენობისა და
ღირებულების შესახებ ინფორმაცია, მითითებული პერიოდის შესაბამისად.
|
|
საქონლის მოძრაობა
ექსპედიტორის მყიდველების მიხედვით
"C:\GSS Business
Environment\GSS-OperTypes&Reports-63-64\Reports\VaWroba warmoebis
angarishgebebi\saqonlis mozraoba eqspeditoris myidvelebis mixedvit.zip"
ანგარიშგებით მიიღება არჩეულ ექსპედიტორთან
დაკავშირებული მყიდველების ბარათებზე რეალიზებული საქონლების რაოდენობისა და
ღირებულების შესახებ ინფორმაცია თითოეული მყიდველის მიხედვით, მითითებული პერიოდის
შესაბამისად.
|
|
მყიდველის
დავალიანება-გადახდა
"C:\GSS Business
Environment\GSS-OperTypes&Reports-63-64\Reports\VaWroba warmoebis
angarishgebebi\mkidvelis davalianeba-gadaxda.zip"
ანგარიშგებით მიიღება ინფორმაცია არჩეული
მყიდველის ანგარიშზე თანხების მოძრაობის შესახებ, სადაც დავალიანების დაფარვის
თანხები განაწილებულია თითოეული რეალიზაციის დაფარვის შესაბამისად და კარგად ჩანს
მყიდველმა რომელი გადახდით რომელი რეალიზაციის შედეგად წარმოქმნილი დავალიანების
დაფარვა განახორციელა.
|
|
მყიდველის
დავალიანება-გადახდა - საბუთების მიხედვით
"C:\GSS Business
Environment\GSS-OperTypes&Reports-63-64\Reports\VaWroba warmoebis
angarishgebebi\mkidvelis davalianeba-gadaxda - sabutebis mixedvit.zip"
ანგარიშგებით მიიღება ინფორმაცია არჩეული
მყიდველის ანგარიშზე თანხების მოძრაობის შესახებ, სადაც რეალიზაციისა და გადახდის
საბუთები შესრულების თარიღების მიხედვით არის დალაგებული.
|
|
რეალიზაცია /
დაბრუნება
"C:\GSS Business
Environment\GSS-OperTypes&Reports-63-64\Reports\VaWroba warmoebis
angarishgebebi\realizacia dabruneba.zip"
ანგარიშგებით მიიღება არჩეული მყიდველის ანგარიშზე
რეალიზებული და უკან დაბრუნებული საქონლების შესახებ ინფორმაცია, კალენდარში
მითითებული პერიოდის შესაბამისად. აქვე მიიღება ინფორმაცია თითოეული რეალიზებული
საქონლის თვითღირებულებისა და მომგებიანობის შესახებ.
|
|
რეალიზაცია /
დაბრუნება - საქაღალდის არჩევით
"C:\GSS Business Environment\GSS-OperTypes&Reports-63-64\Reports\VaWroba
warmoebis angarishgebebi\realizacia dabruneba (folderebit).zip"
ანგარიშგება წინა ანგარიშგებიდან განსხვავდება
იმით, რომ აქ შესაძლებელია საქონლის ჯგუფის მითითება და ინფორმაციის მხოლოდ ამ
ჯგუფის მიხედვით მიღება.
|
|
სხვადასხვა ანგარიშგებები:
|
|
ანგარიშებთან
დაკავშირებული ორგანიზაციები
"C:\GSS Business
Environment\GSS-OperTypes&Reports-63-64\Reports\sxvadasxva
angarishgebebi\angarishebtan dakavshirebuli organizaciebi.zip"
ანგარიშგებით მიიღება არჩეულ ანგარიშთან
დაკავშირებული ორგანიზაციების საკონტაქტო ინფორმაცია.
|
|
ანგარიშებთან დაკავშირებული ორგანიზაციები ტელეფონებით
"C:\GSS Business
Environment\GSS-OperTypes&Reports-63-64\Reports\sxvadasxva
angarishgebebi\angarishebtan dakavshirebuli organizaciebi telefonebit.zip"
ანგარიშგებით მიიღება არჩეულ ანგარიშთან
დაკავშირებული ორგანიზაციების და მათში მითითებული თანამშრომლების
საკონტაქტო-სატელეფონო ინფორმაცია.
|
|
გატარებებში მონაწილე ქვეანგარიშების მქონე ანგარიშები
"C:\GSS Business
Environment\GSS-OperTypes&Reports-63-64\Reports\sxvadasxva
angarishgebebi\gatarebebshi monacile qveangarishebis mqone angarishebi.zip"
ანგარიშგებით მიიღება ისეთი ანგარიშები, რომლებზეც
არსებობს ბრუნვა რომელიც არცერთ მის ქვეანგარიშს არ ეკუთვნის და პირდაპირ
საქაღალდეზე არის დარჩენილი. შენიშვნა: შემთხვევას ადგილი აქვს, თუ ანგარიშზე ჩატარებულია ბრუნვა და შემდეგ მოხდა მისი საქაღალდედ გადაქცევა.
|
|
ხელფასის
ანგარიშგებები:
|
|
მითითებული პერიოდით
ხელფასის დარიცხვის ჯამობრივი უწყისი
"C:\GSS Business
Environment\GSS-OperTypes&Reports-63-64\Reports\Xelfasis
AngariSgebebi\mititebuli periodit xelfasis daricxvis jamobrivi ucyisi.rpt"
|
|
|
განახლდა „GSS ექსელის“ შემდეგი ფორმა:
|
|
სპეციალური:
|
|
დანართი 15 -
შემოსავლების სამსახურის ტერიტორიულ ორგანოებზე გაცემული სსაფ-ების აღრიცხვის
ჟურნალი
"C:\GSS Business Environment\GSS Excel\Sagadasaxado deklaraciebi
(specialuri)\danarti 15 - teritoriul organoebze gacemuli ssaf arricxvis
jurnali.gxl"
|