ლიცენზიური
შეთანხმება |
|
1. ლიცენზიური უფლებები.
მოცემული ლიცენზიური შეთანხმება გაძლევთ უფლებას გამოიყენოთ ერთი პროგრამული
პროდუქტი ერთ კომპიუტერზე ან ქსელურ შემთხვევაში შესაბამისი რაოდენობის
კომპიუტერზე. |
| 2. საავტორო უფლებები.
პროგრამული პროდუქტი წარმოადგენს ფირმა GSS-ის საკუთრებას. თქვენ
არა გაქვთ მოდიფიკაციის, ადაპტაციის, სტრუქტურის შეცვლის, სხვა ენაზე
გადათარგმნის, დეკომპილაციის, გაქირავების და აგრეთვე ამ პროგრამული პროდუქტის
საფუძველზე ნაწარმოები პროდუქტების შექმნის უფლება. პროგრამული პროდუქტი
სურათების, ტექსტების, ანიმაციების და აპლიკაციების ჩათვლით წარმოადგენს GSS-ის
საკუთრებას. |
| 3. უფლებების გაცემა.
მოცემული ლიცენზიური შეთანხმებით თქვენთვის მონიჭებული უფლებები თქვენ შეგიძლიათ
გადასცეთ მესამე მხარეს მუდმივ მოხმარებაში იმ შემთხვევაში თუ მესამე მხარე
თანახმაა მოცემული ლიცენზიური შეთანხმების ყველა პირობაზე. ამ დროს თქვენ უნდა
გადასცეთ მესამე მხარეს პროგრამული პროდუქტის ყველა ასლი და დაბეჭდილი მასალები.
თქვენ არა გაქვთ უფლება გადასცეთ პროგრამული პროდუქტი მესამე მხარეს დროებით
მოხმარებაში. ამავე დროს თქვენ არ უნდა დაიტოვოთ და გამოიყენოთ ამ პროგრამის არც
ერთი ასლი. გადაცემის შემდეგ თქვენ იმავროულად კარგავთ პროგრამულ პროდუქტზე ყველა
უფლებას. |
| 4. მოქმედების ვადა.
ლიცენზიური შეთანხმება მოქმედებს მანამ სანამ იგი არ იქნება გაუქმებული. შ.პ.ს.
GSS -ს აქვს უფლება დაუყონებლივ გააუქმოს ლიცენზიური შეთანხმება
თქვენს მიერ მისი რომელიმე პუნქტის დარღვევის შემთხვევაში. ამ დროს თქვენ
ჩამოგერთმევათ მოცემული ლიცენზიური შეთანხმებით მონიჭებული უფლება გამოიყენოთ
პროგრამული პროდუქტი. პროგრამული პროდუქტის ორიგინალი და ყველა ასლი დაბრუნებული
უნდა იქნას შ.პ.ს. GSS -ში თქვენს მიერ. |
| 5. შეზღუდული გარანტია.
პროგრამული პროდუქტის მუშაობაში რაიმე დეფექტის შემჩნევისას შეგიძლიათ აცნობოთ
თქვენს მომწოდებელს ან შ.პ.ს. GSS -ის რომელიმე პარტნიორს. ისინი
შეეცდებიან აღნიშნულის აღმოფხვრას უმოკლეს ვადაში. შ.პ.ს. GSS არ
იღებს პასუხისმგებლობას პროგრამული პროდუქტის გამოყენებით საბოლოო მომხმარებელის
მიერ საბუღალტრო საქმიანობის იურიდიულად და ფინანსურად სწორ წარმართვაზე. შ.პ.ს.
GSS არ გაძლევთ გარანტიას რომ პროგრამა უშეცდომო იქნება და რომ იგი
უპასუხებს თქვენს ყველა შესაძლო მოთხოვნაბს. აგრეთვე შ.პ.ს. GSS არ
აგებს პასუხს რაიმე პირდაპირი, ირიბი, უცაბედი ან სხვა დაზიანებისათვის, როგორიცაა
მონაცემების დაკარგვა და სხვა. თქვენი მონაცემების მთლიანობაზე პასუხს აგებთ თქვენ
თვითონ. ამასთან ავღნიშნავთ, რომ პროგრამის მუშაობა იყო ტესტირებული და
შესაბამისად მიღებული იქნა მაქსიმალური ზომები მისი სტაბილური და უსაფრთხო
მუშაობისათვის. |
| 6. რეკომენდაცია.
შ.პ.ს. GSS იძლევა რეკომენდაციას პროდუქტის შეძენის შემდეგ
სწავლების კურსის ჩატარება მოახდინოს იმ ორგანიზაციამ ან კერძო პირმა, რომელსაც
ექნება შ.პ.ს. GSS მიერ გაცემული სწავლების უფლების "სერტიფიკატი". |
|
|