SuperFIn | გამოწერა | ჩვენს შესახებ | პროდუქტები სერვისი | მოგვწერეთ
ოპერაციის ტიპები
ანგარიშგების ფორმები
 
ანგარიშის ნაშთების სტრუქტურული განულება

ინსტრუქცია ოპერაციის ტიპის გადმოწერისათვის :

ოპერაციის ტიპის გადმოწერისათვის შეასრულედ შემდეგი მითითებები.

ოპერაციის ტიპის გადმოწერა პროგრამისათვის :

SuperFin 6.3/6.4

ანგარიშის ნაშთების სტრუქტურული განულება

საბუღალტრო ოპერაციის ჩატარება ოპერაციის ტიპის გამოყენებით

გამოძახება
F4 სწრაფი გადასვლის ზოლის განყოფილება 'SuperFin' ქვემენიუ 'საბუღალტრო ოპერაციები'.
აღწერა:
ოპერაციის ფანჯრის ინსტრუმენტების ზოლში   პიქტოგრამაზე 'თაგვის' მოქმედებით ან 'Insert', 'Ctrl-N' კლავიშთა კომბინაციით იხსნება საბუღალტრო ოპერაციის რედაქტირების ფანჯარა (არასაბალანსო ოპერაციის შემთხვევაში შესაბამისად პიქტოგრამაა-, კლავიში-'Alt-N').
ოპერაციის რედაქტირების ფანჯრის ინსტრუმენტების ზოლში პიქტოგრამაზე 'თაგვის' მოქმედებით ან 'Ctrl-O' კლავიშთა კომბინაციით იხსნება ოპერაციის ტიპების ფანჯარა:


მონიშნეთ ოპერაციის ტიპი 'ანგარიშის ნაშთების სტრუქტურული განულება' და
პიქტოგრამაზე 'თაგვის' მოქმედებით ან 'Enter' კლავიშით ხდება მონიშნული ოპერაციის ტიპის შესრულება.

გახსნილ დიალოგიურ ფანჯარაში, ველში 'ანგარიში რომლის ნაშთების განულებაც გინდათ' მიუთითეთ ანგარიში, რომლის ნაშთების განულებაც გსურთ, ხოლო ველში 'ანგარიში რომელზეც ხდება ნაშთების გადატანა' მიუთითეთ ანგარიში, რომელზეც გსურთ ნაშთების გადატანა. პირველ ველში მითითებული ანგარიშის ნაშთები მთლიანად განულდება და გადავა მეორე ველში მითითებული ანგარიშის შესაბამის ქვეანგარიშებზე. მაგ: 1480\001-ის ნაშთები გადადის 3110\001-ზე, 1480\002-ის 3110\002-ზე, 1480\003-ის 3110\003-ზე და ა.შ.
ამ ოპერაციის ტიპით შესაძლებელია როგორც თანხობრივი ასევე რაოდენობრივი ნაშთების განულება და ასევე გეძლევათ შესაძლებლობა  ანგარიშების ველების გასწვრივ არსებულ ველში მიუთითოთ ვალუტა, რა ვალუტაშიც გსურთ არჩეული ანგარიშების ნაშთების განულება.  პიქტოგრამაზე 'თაგვის' მოქმედებით იხსნება ვალუტის ტიპების ფანჯარა. ამოირჩიეთ სასურველი და დააფიქსირეთ 'Enter' კლავიშით ან 'თაგვის' მარცხენა ღილაკზე ორჯერ სწრაფი ზემოქმედებით.
ღილაკზე 'თანხმობა' 'თაგვის' ზემოქმედებით ან 'Enter' კლავიშით შესრულებული ოპერაცია დაემატება საბუღალტრო ოპერაციების სიაში, ხოლო გატარებები კი დაემატება საბუღალტრო გატარებების სიაში.

     Copyright ® 1997 Georgian Software Systems Ltd.
     E-mail: SuperFin@gss.ge