SuperFIn | გამოწერა | ჩვენს შესახებ | პროდუქტები | მოგვწერეთ
ოპერაციის ტიპები
ანგარიშგების ფორმები
 
ანგარიშის ნაშთების განულება

ინსტრუქცია ოპერაციის ტიპის გადმოწერისათვის :

ოპერაციის ტიპის გადმოწერისათვის შეასრულედ შემდეგი მითითებები.

ოპერაციის ტიპის გადმოწერა პროგრამისათვის :

SuperFin 6.3/6.4 ანგარიშის ნაშთების განულება.

საბუღალტრო ოპერაციის ჩატარება ოპერაციის ტიპის გამოყენებით

გამოძახება
F4 სწრაფი გადასვლის ზოლის განყოფილება 'SuperFin' ქვემენიუ 'საბუღალტრო ოპერაციები'.
აღწერა:
ოპერაციის ფანჯრის ინსტრუმენტების ზოლში   პიქტოგრამაზე 'თაგვის' მოქმედებით ან 'Insert', 'Ctrl-N' კლავიშთა კომბინაციით იხსნება საბუღალტრო ოპერაციის რედაქტირების ფანჯარა (არასაბალანსო ოპერაციის შემთხვევაში შესაბამისად პიქტოგრამაა-, კლავიში-'Alt-N').
ოპერაციის რედაქტირების ფანჯრის ინსტრუმენტების ზოლში პიქტოგრამაზე 'თაგვის' მოქმედებით ან 'Ctrl-O' კლავიშთა კომბინაციით იხსნება ოპერაციის ტიპების ფანჯარა:

მონიშნეთ ოპერაციის ტიპი ანგრიშის ნაშთების განულება.
პიქტოგრამაზე 'თაგვის' მოქმედებით ან 'Enter' კლავიშით ხდება მონიშნული ოპერაციის ტიპის შესრულება.

ველში 'ანგარიში, რომლის ნაშთების განულებაც გსურთ' შეიტანეთ სასურველი ანგარიშის ნომერი. ასევე გეძლევათ შესაძლებლობა აღნიშნულ ველში შეიყვანოთ ანგარიშების საწყისი ციფრები და სისტემა თვითონ მოიძიებს მითითებულ ციფრებზე დაწყებულ ყველა ანგარიშს (ფილტრაციის პრინციპების შესაბამისად) და გაანულებს თითოეული მათგანის ნაშთს. მაგალითად: თუ თქვენ ველში'ანგარიში, რომლის ნაშთების განულებაც გსურთ' შეიტანთ 61* სისტემა გაანულებს ყველა იმ ამგარიშის ნაშთს რომელთა ნომერიც იწყება ციფრით 61: 6110; 6112 და ა. შ. იმ შემთხვევაში თუ თქვენ ველში შეცდომით შეიტანთ არარსებული ანგარიშის ნომერს აღნიშნული ოპერაცია არ შესრულდბა.

განახლების პაკეტის ServicePack 2.016 დაინსტალირებამდე ველის 'ანგარიში, რომლის ნაშთების განულებაც გსურთ' გვერდით მდებარე  პიქტოგრამა არ ფუნქციონირებს. აღნიშნული განახლების შემდეგ კი მასზე 'თაგვის' მოქმედებით იხსნება ანგარიშთა გეგმის ფანჯარა. ამოირჩიეთ ანგარიში, რომლის ნაშთების განულებასაც აპირებთ და დააფიქსირეთ 'Enter' კლავიშით ან 'თაგვის' მარცხენა ღილაკზე ორჯერ სწრაფი ზემოქმედებით.

ამ ველის გასწვრივ არსებულ ველში მიუთითეთ ვალუტა, რა ვალუტაშიც გსურთ არჩეული ანგარიშის ნაშთების განულება. პიქტოგრამაზე 'თაგვის' მოქმედებით იხსნება ვალუტების ტიპების ფანჯარა. ამოირჩიეთ სასურველი და დააფიქსირეთ 'Enter' კლავიშით ან 'თაგვის' მარცხენა ღილაკზე ორჯერ სწრაფი ზემოქმედებით.

ველში 'საკურსო რაოდენობა' და 'კურსი' ავტომატურად მიეთითება არჩეული ვალუტის მიმდინარე სავალუტო კურსი. ამ ველის მნიშვნელობის შეცვლა შეგიძლიათ თქვენი სურვილისდა შესაბამისად.
მხოლოდ ველის 'მხოლოდ რაოდენობრივი ნაშთები განულდეს' მონიშვნის შემთხვევაში ამ ოპერაციის ტიპის გამოყენებით განულდება არჩეული ანგარიშის მხოლოდ რაოდენობრივი ნაშთები.
მხოლოდ ველის 'მხოლოდ თანხობრივი ნაშთები განულდეს' მონიშვნის შემთხვევაში ამ ოპერაციის ტიპის გამოყენებით განულდება არჩეული ანგარიშის მხოლოდ თანხობრივი ნაშთები.
იმისათვის, რომ ანგარიშის რაოდენობრივი და თანხობრივი ნაშთები განულდეს, ორივე ველი მონიშნული უნდა იყოს.

ველში 'ანგარიში, რომელზეც ხდება ნაშთების გადატანა' პიქტოგრამაზე 'თაგვის' მოქმედებით იხსნება ანგარიშთა გეგმის ფანჯარა. ამოირჩიეთ ანგარიში, რომელზეც გადაგაქვთ ნაშთები გასანულებელი ანგარიშიდან და დააფიქსირეთ 'Enter' კლავიშით ან 'თაგვის' მარცხენა ღილაკზე ორჯერ სწრაფი ზემოქმედებით.

ამ ველის გასწვრივ არსებულ ველში მიუთითეთ ვალუტა, რა ვალუტაშიც გსურთ არჩეული ანგარიშზე გადმოტანილი ნაშთების დაფიქსირება. პიქტოგრამაზე 'თაგვის' მოქმედებით იხსნება ვალუტების ტიპებისფანჯარა. ამოირჩიეთ სასურველი და დააფიქსირეთ 'Enter' კლავიშით ან 'თაგვის' მარცხენა ღილაკზე ორჯერ სწრაფი ზემოქმედებით.

ღილაკზე 'თანხმობა' 'თაგვის' ზემოქმედებით ან 'Enter' კლავიშით შესრულდება საჭირო საბუღალტრო გატარებები.

ოპერაციის რედაქტირების
ფანჯარაში ღილაკზე 'თანხმობა' 'თაგვის' ზემოქმედებით ან
'Enter' კლავიშით შესრულებული ანგარიშის განულების ოპერაცია დაემატება საბუღალტრო ოპერაციების სიაში.

     Copyright ® 1997 Georgian Software Systems Ltd.
     E-mail: SuperFin@gss.ge