 |
კონვერტაციის
ოპერაცია |
|
|
ინსტრუქცია
ოპერაციის ტიპის გადმოწერისათვის :
|
|

|
ოპერაციის
ტიპის გადმოწერისათვის შეასრულედ შემდეგი მითითებები.
|
|
ოპერაციის
ტიპის გადმოწერა პროგრამისათვის :
|
|
|
|
SuperFin 6.3/6.4|
კონვერტაციის ოპერაცია |
|
|
|
|
საბუღალტრო ოპერაციის ჩატარება ოპერაციის ტიპის გამოყენებით
|
|
გამოძახება
|
|
F4
|
სწრაფი
გადასვლის ზოლის განყოფილება
'SuperFin' ქვემენიუ
'საბუღალტრო ოპერაციები'. |
|
აღწერა: |
|
ოპერაციის
ფანჯრის ინსტრუმენტების ზოლში
პიქტოგრამაზე 'თაგვის' მოქმედებით ან
'Insert', 'Ctrl-N' კლავიშთა კომბინაციით იხსნება საბუღალტრო
ოპერაციის რედაქტირების ფანჯარა (არასაბალანსო ოპერაციის
შემთხვევაში შესაბამისად პიქტოგრამაა- ,
კლავიში-'Alt-N'
|
|
ოპერაციის
რედაქტირების ფანჯრის ინსტრუმენტების ზოლში
პიქტოგრამაზე 'თაგვის' მოქმედებით ან 'Ctrl-O'
კლავიშთა კომბინაციით იხსნება
ოპერაციის ტიპების ფანჯარა: |
|
|
|
მონიშნეთ ოპერაციის ტიპი კონვერტაციის ოპერაცია.
პიქტოგრამაზე 'თაგვის' მოქმედებით ან ოქმედებით ან
'Enter'
კლავიშით ხდება მონიშნული ოპერაციის ტიპის შესრულება.
|
|
 |
|
ოპერაციაში ავტომატურად მონიშნულია 'ყიდვა' ანუ მისი შესრულებით მოხდება ვალუტის შეძენა. საჭიროების შემთხვევაში შეგიძლიათ აირჩიოთ გაყიდვა და ოპერაციის ტიპი მოახდენს შესაბამის საბუღალტრო გატარებებს.
|
|
ველში 'მიმღები ანგარიში'
პიქტოგრამაზე 'თაგვის' მოქმედებით იხსნება ანგარიშთა გეგმის ფანჯარა. ამოირჩიეთ ანგარიში, რომლის სავალუტო ნაშთსაც უნდა დაემატოს კონვერტაციის შედეგად მიღებული სავალუტო თანხა და დააფიქსირეთ
'Enter' კლავიშით ან 'თაგვის' მარცხენა ღილაკზე ორჯერ სწრაფი ზემოქმედებით.
|
|
ველში 'გამცემი ანგარიში'
პიქტოგრამაზე 'თაგვის' მოქმედებით იხსნება
ანგარიშთა გეგმის ფანჯარა. ამოირჩიეთ ანგარიში, რომლის სალარე ნაშთიდანაც აპირებთ
თანხის კონვერტაციას და დააფიქსირეთ 'Enter' კლავიშით ან 'თაგვის' მარცხენა ღილაკზე
ორჯერ სწრაფი ზემოქმედებით. |
|
ველში 'სავალუტო თანხა' მიუთითეთ
თანხა, კონვერტაციის ოპერაციის შედეგად რა თანხაც გსურთ რომ დაჯდეს არჩეულ
ანგარიშზე არჩეულ ვალუტაში. |
|
ველში 'თანხა ლარში' მიუთითეთ საკონვერტაციო თანხის ოდენობა ანუ თანხა, რა თანხაც გსურთ, რომ მოიხსნას კონვერტაციის ოპერაციის შედეგად არჩეული ანგარიშის სალარე ნაშთიდან.
|
|
ველში 'ვალუტა' მიუთითეთ ვალუტა, რა
ვალუტაშიც გსურთ თანხის კონვერტაცია. პიქტოგრამაზე 'თაგვის' მოქმედებით იხსნება
ვალუტების ტიპების ფანჯარა. ამოირჩიეთ სასურველი და
დააფიქსირეთ 'Enter' კლავიშით ან 'თაგვის' მარცხენა
ღილაკზე ორჯერ სწრაფი ზემოქმედებით. |
|
ველში 'კურსი' მიუთითეთ კურსი, რა კურსითაც გსურთ მოხდეს კონვერტაცია.
|
|
ველში 'საკურსო მოგების ანგარიში' ავტომატურად მითითებულია 8190 ანგარიში (სხვა არასამეწარმეო შემოსავალი), რომელზეც დაჯდება დადებითი სხვაობის თანხა, ველში 'თანხა ვალუტაში' პროგრამაში დაფიქსირებული ან თქვენს მიერ ამ ფანჯარაში მითითებული
მიმდინარე სავალუტო კურსით ეროვნულ ვალუტაში თანხასა და ველში 'თანხა ლარში' მითითებულ თანხას შორის.
|
|
ველში 'საკურსო ზარალის ანგარიში' ავტომატურად მითითებულია 8290 ანგარიში (სხვა არასამეწარმეო ხარჯები), რომელზეც დაჯდება უარყოფითი სხვაობის თანხა, ველში 'თანხა ვალუტაში', პროგრამაში დაფიქსირებული ან თქვენს მიერ ამ ფანჯარაში მითითებული
მიმდინარე სავალუტო კურსით ეროვნულ ვალუტაში თანხასა და ველში 'თანხა ლარში' მითითებულ თანხას შორის.
|
|
ღილაკზე
'თანხმობა' 'თაგვის' ზემოქმედებით ან 'Enter' კლავიშით
შესრულდება საჭირო საბუღალტრო გატარებები.
|
|
|
|
ღილაკზე 'თანხმობა' 'თაგვის' ზემოქმედებით ან
'Enter' კლავიშით შესრულებული
კონვერტაციის ოპერაცია დაემატება საბუღალტრო ოპერაციების სიაში.
|
|
|
|
Copyright ® 1997 Georgian Software Systems Ltd.
E-mail: SuperFin@gss.ge
|