SuperFIn | გამოწერა | ჩვენს შესახებ | პროდუქტები | მოგვწერეთ
 
ოპერაციის ტიპები
ანგარიშგების ფორმები
 
სავალუტო ნაშთების გადაფასება

ინსტრუქცია ოპერაციის ტიპის გადმოწერისათვის :

ოპერაციის ტიპის გადმოწერისათვის შეასრულედ შემდეგი მითითებები.

ოპერაციის ტიპის გადმოწერა პროგრამისათვის :

SuperFin 6.3/6.4 სავალუტო ნაშთების გადაფასება

საბუღალტრო ოპერაციის ჩატარება ოპერაციის ტიპის გამოყენებით

გამოძახება
F4 სწრაფი გადასვლის ზოლის განყოფილება 'SuperFin' ქვემენიუ 'საბუღალტრო ოპერაციები'.
აღწერა:
ოპერაციის ფანჯრის ინსტრუმენტების ზოლში   პიქტოგრამაზე 'თაგვის' მოქმედებით ან 'Insert', 'Ctrl-N' კლავიშთა კომბინაციით იხსნება საბუღალტრო ოპერაციის რედაქტირების ფანჯარა (არასაბალანსო ოპერაციის შემთხვევაში შესაბამისად პიქტოგრამაა-, კლავიში-'Alt-N').
ოპერაციის რედაქტირების ფანჯრის ინსტრუმენტების ზოლში პიქტოგრამაზე 'თაგვის' მოქმედებით ან 'Ctrl-O' კლავიშთა კომბინაციით იხსნება ოპერაციის ტიპების ფანჯარა:


მონიშნეთ ოპერაციის ტიპი სავალუტო ნაშთების გადაფასება და
პიქტოგრამაზე 'თაგვის' მოქმედებით ან 'Enter' კლავიშით ხდება მონიშნული ოპერაციის ტიპის შესრულება, კერძოდ სავალუტო ნაშთების გადაფასება სამუშაო დღის ბოლოს ანგარიშებზე არსებული ნაშთების მდგომარეობით.


ველში 'გადაფასების ვალუტა' მიუთითეთ ვალუტა, რომლის ნაშთების გადაფასებასაც აპირებთ. პიქტოგრამაზე 'თაგვის' მოქმედებით იხსნება ვალუტების ტიპების ფანჯარა. ამოირჩიეთ სასურველი ვალუტა და დააფიქსირეთ
'Enter' კლავიშით.
ველში 'სავალუტო რაოდენობა' და 'კურსი' ავტომატურად მითითებულია ფანჯარაში სავალუტო კურსი დაფიქსირებული მიმდინარე კურსი. მისი შეცვლა შეგიძლიათ საჭიროების შემთხვევაში.
სიახლე:
ველში 'ანგარიში რომელზედაც უნდა მოხდეს გადაფასების ოპერაცია' მიეთითება ანგარიში ანგრიშთა გეგმიდან, რომლის გავლითაც სრულდება სავალუტო ნაშთების გადაფასება მიმდინარე ინსტრუქციის თანახმად. ახალი ანგარიშთა გეგმისათვის კურსთაშორის სხვაობიდან მიღებული მოგება ავტომატურად მიდის ანგარიშზე 5310 (მოგება), ხოლო ზარალი ანგარიშზე 5320 (ზარალი).
ღილაკზე 'თანხმობა' 'თაგვის' ზემოქმედებით ან 'Enter' კლავიშით შესრულდება საჭირო გადაფასების გატარებები.

სისტემა ველში 'შინაარსი' ავტომატურად იძლევა მოცემული გადაფასების ვალუტის კურსს.


ოპერაციის რედაქტირების
ფანჯარაში ღილაკზე 'თანხმობა' 'თაგვის' ზემოქმედებით ან
'Enter' კლავიშით შესრულებული გადაფასების ოპერაცია დაემატება საბუღალტრო ოპერაციების სიაში.


     Copyright ® 1997 Georgian Software Systems Ltd.
     E-mail: SuperFin@gss.ge