SuperFIn | გამოწერა | ჩვენს შესახებ | პროდუქტები | მოგვწერეთ
ოპერაციის ტიპები
ანგარიშგების ფორმები
 
ოპერაციის ტიპებისა და ანგარიშგების ფორმების გადმოწერა პროგრამისათვის SuperFin

იმისათვის, რომ გადაიწეროდ ოპერაციის ტიპები ან ანგარიშგების ფორმები (zip ფაილი), საჭიროა შესარულოდ შემდეგი მითითებები :
მიმთითებელი მიიყვანეთ გადმოსაწერ ოპერაციის ტიპთან, ან ანგარიშგების ფორმასთან (მიმთითებელი 'ხელად' გადაიქცევა) და დააჭირეთ 'თაგვის' მარჯვენა კლავიშს. ამ დროს იხსნება დიალოგური ფანჯარა:

მონიშნეთ 'Save this file to dick' და დააჭირეთ ღილაკს 'OK'.
შედეგად გაიხსნება შემდეგი დიალოგის ფანჯარა:
ამოირჩიეთ სასურველი საქაღალდე და დააჭირეთ ღილაკს 'Save'.
გადმოწერილი ფაილი შეკუმშულია და დამახსოვრებულია zip ფორმატში. მის გასახსნელად საჭიროა პროგრამა - WinZip.
(თუ თქვენს კომპიუტერში არ არის დაინსტალირებული ზემოთ აღნიშნული პროგრამა, გთხოვთ გადაიწეროთ და დააინსტალიროთ http://www.winzip.com/downauto.cgi?winzip80.exe .)
zip ფაილის გაშლისათვის საჭიროა შემდეგი ინსტრუქციების შესრულება:
1. გაუშვით პროგრრამა WinZip .
2. გახსენით თქვენს მიერ გადაწერილი ფაილი.
3. მონიშნეთ ფაილი და დააჭირეთ ღილაკს 'Extract' .
4. გახსნილ დიალოგურ ფანჯარაში ამოირჩიეთ სასურველი საქაღალდე და დააჭირეთ ღილაკს 'Extract' .
5. ფაილი დამახსოვრებულია თქვენს მიერ ამორჩეულ საქაღალდეში.

გადმოწერილი ოპერაციის ტიპი (ანგარიშგების ფორმა) პროგრამაში SuperFin  არსებული იმპორტის ბრძანების გამოყენებით დაამატეთ ოპერაციის ტიპების (ანგარიშგების ფორმების) სიაში.

იხილეთ ასევე:
ოპერაციის ტიპების იმპორტი ; ანგარიშგების ფორმის იმპორტი .


     Copyright ® 1997 Georgian Software Systems Ltd.
     E-mail: SuperFin@gss.ge