შ. პ. ს.
"Georgian Software Systems" დაარსდა 1993
წელს. პირველივე წლიდან ფირმამ დაიმკვიდრა ლიდერის ადგილი მაღალი ხარისხის
კომპიუტერული ტექნიკის შემოტანასა და გაყიდვაში. ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ
საქართველოში პროგრამული უზრუნველყოფის ისეთი ცივილიზებული სტრუქტურის
ჩამოყალიბებას, რომელიც უკვე დიდი ხანია არსებობს ჩვენს მეზობელ ქვეყნებში.
ფირმა დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური პროგრამისტებით, რომლებიც წლების
მანძილზე მუშაობენ პროგრამული პროდუქტების შექმნაზე.
ფირმის დღევანდელი საქმიანობაა:
-
პროგრამული უზრუნველყოფის დამუშავება;
-
პროგრამული უზრუნველყოფის დანერგვისა და
ადაპტაციისათვის საჭირო მომსახურების გაწევა;
-
პროგრამული უზრუნველყოფით ვაჭრობა;
დღეისათვის ჩვენს მიერ ბაზარზე გამოტანილია ორი
პროგრამული პროდუქტი:
1."SuperFin"
_ მთლიანი საბუღალტრო აღრიცხვის სრული ავტომატიზაცია, რომლითაც სრულად და მარტივად
ეწყობა ნებისმიერი ფირმის ან საწარმოს საბუღალტრო საქმიანობა.
2."GSS
კოდექსი" _ ელექტრონული ბიბლიოთეკა, რომელიც მოიცავს საქართველოს
კანონმდებლობის მარეგულირებელ დოკუმენტებს.
ორი წლის განმავლობაში აღნიშნულ პროგრამულ
უზრუნველყოფათა კლიენტი გახდა საქართველოში არსებული მრავალი პატარა თუ დიდი,
სოლიდური სტრუქტურა. ყველას, ვისაც გააჩნია ჩვენთან ურთიერთობის გამოცდილება, აქვს
სურვილი გააფართოვოს და გააღრმავოს იგი. შესაბამისად, ჩვენი პროდუქტების
მომხმარებელთა სია დღითიდღე იზრდება.
ჩვენი საქმიანობის არეალი სწრაფად ფართოვდება და
მოიცავს მთელ საქართველოს. ფირმა GSS-მა მონაწილეობა მიიღო ისეთი
გლობალურ პროცესში როგორიც იყო ფოთის პორტის ავტომატიზაცია. იგი მოიცავდა
კომპიუტერული ტექნიკის მიწოდებას, პროგრამის "SuperFin"
დანერგვასა და კომპლექსურ მომსახურებას. ანალოგიური მომსახურება გავუწიეთ
საქართველოს ტელეკომსა და საქენერგოს. ყოველივე ზემოხსენებული მეტყველებს ჩვენი
ფირმის პრესტიჟსა და მნიშვნელობაზე.
დღეისათვის ფირმა "Georgian
Software Systems" ლიდერია საქართველოში პროგრამული სისტემების შექმნაში!
|