GSS კოდექსიგამოწერა | ჩვენს შესახებ | პროდუქტები | მოგვწერეთ
 
განახლების პაკეტი
Demo ვერსია
პარტნიორები
ფასები
და მომსახურების ტარიფები
მომხმარებლის
სახელმძღვანელო

 

პროგრამის 'GSS კოდექსი' მონაცემთა ბაზის განახლება

პროგრამის მონაცემთა ბაზა ახლდება ყოველდღიურად!

თქვენ ყოველდღიურად შეგიძლიათ იხილოთ გასულ სამუშაო დღეს შეტანილ, ახალ და განახლებულ დოკუმენტთა სია. ნორმატიული აქტების ჩამონათვალი ახლდება სერვერიდან ავტომატურად, ყოველი დღის ბოლოს.

გაეცანით და განაახლეთ თქვენი პროგრამის ბაზა Online რეჟიმში!
 
 

განახლების პაკეტი პროგრამისათვის 'GSS კოდექსი'

პროგრამა 'GSS კოდექსი'ახლდება პერიოდულად. მას ემატება ახალი საშუალებები, რომლებიც უფრო მოსახერხებელსა და მარტივს ხდის მომხმარებელის მუშაობას ნორმატიული აქტების უდიდეს ბაზასთან.

განახლების პაკეტი 1.012 გაეცანით-


როგორ განაახლოთ პროგრამის 'GSS კოდექსი' ინტერნეტიდან?
 

პროგრამის 'GSS კოდექსი' განახლების პაკეტის (ServicePack) ინსტალაცია მარტივი პროცედურაა. იგი ხორციელდება სპეციალური პროგრამის GSSCodeUpdater დახმარებით.
თუ თქვენს კომპიუტერში არსებული პროგრამა არ გაძლევთ ცალ-ცალკე ფაილებისა და ბაზის განახლების საშუალებას, საჭიროა გადაიწეროთ ახალი განმაახლებელი პროგრამა: GSSCodeUpdater

GSSCodeUpdater.exe

GSSUpdate.dll

GSSControls.dll

გადმოიწერეთ ფაილები თქვენთვის სასურველ საქაღალდეში და პროგრამის 'GSS კოდექსი' განსაახლებლად გაუშვით ფაილი GSSCodeUpdater.exe .
ამ ფაილიდან პროგრამის ერთჯერადი განახლების შემდეგ პროგრამაში არსებული GSSCodeUpdater განახლდება და თქვენ საშუალება გექნებათ შემდგომში განაახლოთ ან მხოლოდ პროგრამა 'GSS კოდექსი', ან პროგრამის ბაზა, ან ორივე ერთად.


პროგრამის 'GSS კოდექსი' განახლება ინტერნეტიდან:

I. განაახლეთ პროგრამა 'GSS კოდექსი' კომპიუტერიდან, რომელიც მიერთებულია ინტერნეტთან.

II. განაახლეთ პროგრამა 'GSS კოდექსი' კომპიუტერიდან, რომელიც არაა მიერთებული ინტერნეტთან, მაგრამ თქვენ გაქვთ ინტერნეტში მუშაობის საშუალება.

  I. განახლება კომპიუტერიდან, რომელიც მიერთებულია ინტერნეტთან: Top

პროგრამის ფაილებისა და ბაზის განსაახლებლად საჭიროა განმაახლებლის GSSCodeUpdater შესრულებაზე გაშვება. ეს შესაძლებელია პროგრამის 'GSS კოდექსი' ინსტრუმენტების ზოლში  პიქტოგრამაზე თაგვის ზემოქმედებით. ან, თუ თქვენ სისტემაზე ერთხელ მაინც გაქვთ განახლებული პროგრამა 'GSS კოდექსი' , 'GSSCodeUpdater' -ის შესრულებაზე გაშვება შეგიძლიათ Windows® 95/98/NT/2000 გარემოში 'Start' მენიუში მდებარე ქვემენიდან Programs/GSS/GSSCode Updater/GSSCodeUpdater.
ჩვენ გირჩევთ,
განმაახლებელი გაუშვათ თვითონ პროგრამიდან, ამ შემთხვევაში რედაქტირებადი ველი 'შეიყვანეთ სარეგისტრაციო ნომერი' ავტომატურად იქნება შევსებული თქვენს კომპიუტერზე დარეგისტრირებული პროდუქტის სარეგისტრაციო ნომერით.
განმაახლებლის შესრულებაზე გაშვების შედეგად გახსნილი ფანჯარა შემდეგნაირად გამოიყურება:

 


როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, ველში 'შეიყვანეთ სარეგისტრაციო ნომერი' ავტომატურად ეთითება თქვენი პროგრამის სარეგისტრაციო ნომერი. 
განახლების მეთოდიში მონიშნულია ველი - 'სერვერიდან'
ველში 'ამოირჩიეთ საქაღალდე' მითითებულია C:\ProgramFiles\GSSCode\Temp\ საქაღალდე. ხოლო, თუ თქვენ გსურთ გადმოწერილი ფაილების სხვა საქაღალდეში შენახვა,  პიქტოგრამაზა თაგვის მოქმედებით ამოირჩიეთ სასურველი მისამართი, ან რედაქტირებად ველში შეიტანეთ იგი. განმაახლებელის შემდეგი გაშვებისას აღნიშნულ ველში მითითებული იქნება თქვენს მიერ ამორჩეული საქაღალდე.
დააჭირეთ ღილაკს 'შემდეგი'.

თუ თქვენს კომპიუტერზე არ არის შექმნილი თქვენს მიერ მითითებული საქაღალდე, პროგრამა გაძლევთ შეტყობინებას :

 

ხოლო, იმ შემთხვევაში თუ ეს საქაღალდე არსებობს და მასში ჩაწერილია წინა განახლების შედეგად გადმოწერილი ფაილები გამოდის შეკითხვა:

იგი სასურველია გასუფთავდეს ძველი ფაილებისაგან. ამისათვის დააჭირეთ ღილაკს 'კი' .
თუ აღნიშნულ საქაღალდეში გაქვთ ჩაწერილი რაიმე საჭირო ფაილი, გთხოვთ გადაწეროთ იგი სხვა საქაღალდეში, ან შეცვალოდ თქვენს მიერ, პროგრამის განახლებისათვის ამორჩეული საქაღალდე. ან უკიდურეს შემთხვევაში ზემოთ აღწერილ ფანჯარაში დააჭირეთ ღილაკს 'არა'.

ამის შემდეგ იხსნება ფანჯარა 'რა განვაახლოთ'. აქ გეძლევათ საშუალება განაახლოთ პროგრამის 'GSS კოდექსი' მონაცემთა ბაზა (მონაცემთა ბაზის განახლება), თვითონ პროგრამა (ფაილების განახლება) ან ორივე ერთდროულად. ამისათვის საჭიროა მონიშნოთ სასურველი ველი:

'მონაცემთა ბაზის განახლება' გულისხმობს საკანონმდებლო ბაზაში არსებული დოკუმენტების განახლებასა და ახალი დოკუმენტების დამატებას ბაზაში.
'ფაილების განახლება' კი ნიშნავს თავად პროგრამის 'GSS კოდექსი' განახლებას, ასევე, თუ ეს საჭიროა, პროგრამული პროდუქტის მომსახურების ბოლო თარიღის გაზრდას.
განმაახლებელი GSSCodeUpdater თვითონ თვითონ იღებს პროგრამის რეგისტრებიდან განახლების პაკეტის მიმდინარე ვერსიის ნომერს და განახლების პაკეტს აგენერირებს აღნიშნული ვერსიის შემდგომი ვერსიების განახლების პაკეტების ფაილებისაგან. ამით ამცირებს სერვერიდან გადმოსაწერი ფაილების ზომას. თუ თქვენ გაქვთ სურვილი სერვერიდან გადმოიწეროთ განახლების პაკეტის უფრო ძველი ვერსიები დააჭირეთ ღილაკს 'შეცვალე განახლების პაკეტის ვერსია' და დაარედაქტირეთ ველი 'განახლების პაკეტის ახალი ვერსია'.

იმ შემთხვევაში თუ განმაახლებელმა ვერ მოიძია განახლების პაკეტის ნომერი (თქვენ გაქვთ პროგრამის 'GSS კოდექსი' ძველი ვერსია), საშუალება გეძლევათ რედაქტირებად ველში თავად მიუთითოდ  იგი. თქვენს პროგრამაში  დაინსტალირებული განახლების პაკეტის ნომერი შეგიძლიათ იხილოთ პროგრამის 'GSS კოდექსი' ძირითადი მენიუს 'დახმარება' ქვემენიუს 'პროგრამის შესახებ'   ფანჯრის გახსნით

პარამეტრების შეცვლის საჭიროების შემთხვევაში გამოიყენეთ ღილაკი 'წინა' და თქვენ ავტომატურად გადახვალთ ინასტალაციის წინა ფანჯარაში.
თუ თქვენ გაქვთ სურვილი შეაჩეროთ ინატალაციის პროცესი დააჭირეთ ღილაკს 'შეწყვეტა'. შედეგად ეკრანზე გამოდის ინსტალაციის პროცესის შეწყვეტის დამადასტურებელი ფანჯარა:

სადაც კითხვაზე 'ნამდვილად გნებავთ პროგრამის შეწყვეტა' დადებითი პასუხის ნიშნად დააჭირეთ ღილაკს 'კი' (ინსტალაციის პროცესის შეწყვეტის შემთხვევაში სისტემა ავტომატურად აღადგენს წინა საინსტალაციო პაკეტს).
ღილაკის 'არა' დაჭერის შემთხვევაში თქვენ ავტომატურად დაბრუნდებით თქვენს მიერ გავლილი ინსტალაციის პროცედურის შესაბამის ბოლო ფანჯარაში. ჩვენს შემთხვევაში ფანჯარაში 'რა განვაახლოთ'. დააჭირეთ ღილაკს 'შემდეგი' და განაგრძეთ ინსტალაცია.

ამის შემდეგ მყარდება კავშირი ფირმის GSS სერვერთან ინტერნეტის ქსელის საშუალებით და იწყება განახლების პაკეტის გენერაციას:

თქვენი პროდუქტის სარეგისტრეციო ნომერის შესაბამისი განახლების პაკეტის გერერირების შემდეგ განმაახლებელი პროგრამა იწებს შესაბამისი ფაილების: Update.cab და Update.Inf გადმოწერას:

 

ფაილების გადმოწერის პროცესის დამთავრების შედეგად ავტომატურად იხსნება ფანჯარა 'ინფორმაცია':

სადაც თქვენ გეძლევათ შესაძლებლობა კიდევ ერთხელ გადაამოწმოთ ინსტალაციის პარამეტრები.
პროცესის გასაგრძელებლად დააჭირეთ ღილაკს 'შემდეგი'.

ამით წარიმართება განახლების საბოლოო ეტაპი: მონაცემთა ბაზის შენახვა.
აღნიშნული პროცედურის წარმატებით ჩატარების ნიშნად ფანჯარაში 'დასასრული' მიიღებთ შეტყობინებას 'ინსტალაცია უშეცდომოდ დასრულდა'.
იმ შემთხვევაში, თუ ინსტალაციის შემდგომ რეკომენდირებულია კომპიუტერის გადატვირთვა, ველი 'კომპიუტერის გადატვირთვა' ავტომატურად მონიშნულია და ღილაკზე 'თანხმობა' დაჭერა გამოიწვევს სისტემის გადატვირთვას. წინააღმდეგ შემთხვევაში ინსტალაციის პროცედურა სრულდება სისტემის გადატვირთვის მოთხოვნის გარეშე.

 

 II. განახლება კომპიუტერიდან, რომელიც არ არის მიერთებულია ინტერნეტთან: Top

თუ კომპიუტერი, რომელზეც დაინსტალირებულია პროგრამა 'GSS კოდექსი', (კომპიუტერი A), არ არის მიერთებული ინტერნეტთან, მაგრამ თქვენ გაქვთ ინტერნეტში მუშაობის საშუალება სახვა კომპიუტერიდან (კომპიუტერი B) , და გაქვთ სურვილი განაახლოთ პროგრამა ჩვენი სერვენიდან, განმაახლებელი პროგრამა GSSCodeUpdater გაძლევთ ამის საშუალებას. ამისათვის საჭიროა გადმოიწეროთ ინტერნეტიდან, ჩვენი სერვერიდან, განახლებული ფაილები, B კომპიუტერის საშუალებით, და შემდეგ განაახლოდ პროგრამა 'GSS კოდექსი', A კომპიუტერი ს საშუალებით.
განახლების პროცესის უშეცდომოდ დასრულებისათვის გთხოვთ შეასრულოთ შემდეგი მითითებანი:
ჩვენი საიტიდან გადაიწერეთ პროგრამის 'GSS კოდექსი' გაგნმაახლებელი პროგრამა GSSCodeUpdater B კომპიუტერზე. (განმაახლებელი მოიცავს 2 ფაილს და gssupdate.dll GSSCodeUpdater.exe). B კომპიუტერიდან გაუშვით შესრულებაზე ფაილი GSSCodeUpdater.exe, შედეგად, გაიხსნება ფანჯარა:

 

თანხმობის შემთხვებაში დაიწყება განახლების პროცესი:

 


რედაქტირებად ველში 'შეიყვანეთ სარეგისტრაციო ნომერი' უშეცდომოდ შეიყვანეთ თქვენი პროგრამული პროდუქტის სარეგისტრაციო ნომერი.
ველიში 'აირჩიეთ განახლების მეთოდ' ავტომატურად მონიშნულია - 'სერვერიდან'  და ველი - 'დისკიდან' არ არის გააქტიურებული.
ველში 'ამოირჩიეთ საქაღალდე' მიუთითედად საქაღალდე, რომელშიც გსურთ გმოწერილი ფაილების შენახვა. ამისათვის  პიქტოგრამაზა თაგვის მოქმედებით ამოირჩიეთ სასურველი მისამართი, ან  ხელით შეიტანეთ იგი რედაქტირებად ველში.
დააჭირეთ ღილაკს 'შემდეგი'.

თუ თქვენს კომპიუტერზე არ არის შექმნილი თქვენს მიერ მითითებული საქაღალდე, პროგრამა გაძლევთ შეტყობინებას :

 

ხოლო, იმ შემთხვევაში თუ ეს საქაღალდე არსებობს და მასში ჩაწერილია წინა განახლების შედეგად გადმოწერილი ფაილები გამოდის შეკითხვა:

იგი სასურველია გასუფთავდეს ძველი ფაილებისაგან. ამისათვის დააჭირეთ ღილაკს 'კი' .
თუ აღნიშნულ საქაღალდეში გაქვთ ჩაწერილი რაიმე საჭირო ფაილი, გთხოვთ გადაწეროთ იგი სხვა საქაღალდეში, ან შეცვალოდ თქვენს მიერ, პროგრამის განახლებისათვის ამორჩეული საქაღალდე. ან უკიდურეს შემთხვევაში ზემოთ აღწერილ ფანჯარაში დააჭირეთ ღილაკს 'არა' .

ამის შემდეგ იხსნება ფანჯარა 'რა განვაახლოთ'. აქ გეძლევათ საშუალება განაახლოთ პროგრამის 'GSS კოდექსი' მონაცემთა ბაზა (მონაცემთა ბაზის განახლება), თვითონ პროგრამა (ფაილების განახლება) ან ორივე ერთდროულად. ამისათვის საჭიროა მონიშნოთ სასურველი ველი.
ამასთან 'ფაილების განახლების' მონიშვნისას, აქტიურდება ველი 'გთხოვთ მიუთითოდ ვერსია', რომელშიც საჭიროა მიუთითოთ A კომპიუტერზე  დაინსტალირებული პროგრამის 'GSS კოდექსი'  მიმდინარე განახლების პაკეტის ვერსია. თქვენს პროგრამაში დაინსტალირებული განახლების პაკეტის ნომერი შეგიძლიათ იხილოთ, A კომპიუტერზე, პროგრამის 'GSS კოდექსი'  ძირითადი მენიუს 'დახმარება' ქვემენიუს 'პროგრამის შესახებ'   ფანჯრის გახსნით.
ხოლო, მონაცემთა ბაზის განახლებისას საშუალება გაქვთ ამოირჩიოთ თარიღი, რომლიც შემდეგ განახლებული და დამატებული ფაილების გადმოწერაც გსურთ თქვენი პროგრამის ბაზაში:

ამისათვის ველში გთხოვთ შეიყვანით მონაცემთა ბაზის ბოლო განახლების თარიღი საჭიროა შეიყვანოთ სასურველი თარიღი ან პიქტოგრამაზე ზემოქმედებით გახსნილი კალენდარის დახმარებით ამოირჩიოთ იგი:

როგორც წესი, აღნიშნულ ველში საჭიროა მიუთითოთ მონაცემთა ბაზის ბოლო განახლების თარიღი. იგი შეიძლება იხილოთ A კომპიუტერზე, პროგრამის 'GSS კოდექსი' ინსტრუმენტების ზოლზე    პიქტოგრამაზე თაგვის მოქმედებით გამოსულ სიახლეების ფნჯრის სათაურში (ბოლო თარიღი).

თარიღის მითითების შემდეგ შესაძლებელია განახლების პროცესის გარგძელება. ამისათვის დააჭირეთ ღილაკს 'შემდეგი'.
პარამეტრების შეცვლის საჭიროების შემთხვევაში გამოიყენეთ ღილაკი 'წინა' და თქვენ ავტომატურად გადახვალთ ინასტალაციის წინა ფანჯარაში.
თუ თქვენ გაქვთ სურვილი შეაჩეროთ ინატალაციის პროცესი დააჭირეთ ღილაკს 'შეწყვეტა'. შედეგში ეკრანზე გამოდის ინსტალაციის პროცესის შეწყვეტის დამადასტურებელი ფანჯარა:

სადაც კითხვაზე 'ნამდვილად გნებავთ პროგრამის შეწყვეტა' დადებითი პასუხის ნიშნად დააჭირეთ ღილაკს 'კი' (ინსტალაციის პროცესის შეწყვეტის შემთხვევაში სისტემა ავტომატურად აღადგენს წინა საინსტალაციო პაკეტს).
ღილაკის 'არა' დაჭერის შემთხვევაში თქვენ ავტომატურად დაბრუნდებით თქვენს მიერ გავლილი ინსტალაციის პროცედურის შესაბამის ბოლო ფანჯარაში. ჩვენს შემთხვევაში ფანჯარაში 'რა განვაახლოთ'. დააჭირეთ ღილაკს 'შემდეგი' და განაგრძეთ ინსტალაცია.

ამის შემდეგ მყარდება კავშირი ფირმის GSS სერვერთან ინტერნეტის ქსელის საშუალებით და იწყება განახლების პაკეტის გენერაციას:

თქვენი პროდუქტის სარეგისტრეციო ნომერის შესაბამისი განახლების პაკეტის გერერირების შემდეგ განმაახლებელი პროგრამა იწებს შესაბამისი ფაილების: Update.cab და Update.Inf გადმოწერას:

 

ფაილების გადმოწერის პროცედურის წარმატებით დასრულების ნიშნად ფანჯარაში 'დასასრული' მიიღებთ შეტყობინებას 'ინსტალაცია უშეცდომოდ დასრულდა' .

შედეგად, B კომპიუტერიდან ინტარნეტიდან ფაილების გადმოწერის პროცესი დამთავრდა. ახლა საჭიროა თვითონ პროგრამის 'GSS კოდექსი' განახლება A კომპიუტერიდან.
ამისათვის გადაიწერეთ სერვერიდან ჩამოტვირთული ფაილები ( Update.cab და Update.Inf ) B კომპიუტერიდან  A კომპიუტერში, სასურველ საქაღალდეში და A კომპიუტერიდან გაუშვით შესრულებაზე განმაახლებელი GSSCodeUpdater . ეს შესაძლებელია პროგრამის 'GSS კოდექსი' ინსტრუმენტების ზოლში  პიქტოგრამაზე თაგვის ზემოქმედებით. ან, თუ თქვენ სისტემაზე ერთხელ მაინც გაქვთ განახლებული პროგრამა 'GSS კოდექსი' , 'GSSCodeUpdater' -ის შესრულებაზე გაშვება შეგიძლიათ Windows® 95/98/NT/2000 გარემოში 'Start' მენიუში მდებარე ქვემენიდან Programs/GSS/GSSCode Updater/GSSCodeUpdater.
ჩვენ გირჩევთ,
განმაახლებელი გაუშვათ თვითონ პროგრამიდან, ამ შემთხვევაში რედაქტირებადი ველი 'შეიყვანეთ სარეგისტრაციო ნომერი' ავტომატურად იქნება შევსებული თქვენს კომპიუტერზე დარეგისტრირებული პროდუქტის სარეგისტრაციო ნომერით.
განმაახლებლის შესრულებაზე გაშვების შედეგად გახსნილი ფანჯარა შემდეგნაირად გამოიყურება:

 

რედაქტირებად ველში 'შეიყვანეთ სარეგისტრაციო ნომერი' ავტომატურად ეთითება თქვენს კომპიუტერზე დარეგისტრირებული პროდუქტის სარეგისტრაციო ნომერი.
ინსტალაციის პროცესის დისკეტიდან გაშვებისას, ველიში 'აირჩიეთ განახლების მეთოდი' - მონიშნეთ - 'დისკეტიდან'.
ველში 'ამოირჩიეთ საქაღალდე' მიუთითეთ დისკი და საქაღალდე, რომლეშიც ჩაწერეთ ინტერნეტიდან B კომპიუტერის საშუალებით გადმოწერილი ფაილები. დააჭირეთ ღილაკს 'შემდეგი'.

 

სადაც თქვენ გეძლევათ შესაძლებლობა კიდევ ერთხელ გადაამოწმოთ ინსტალაციის პარამეტრები.
ინსტალაციის გასაგრძელებლად დააჭირეთ ღილაკს 'შემდეგი'.
პარამეტრების შეცვლის საჭიროების შემთხვევაში გამოიყენეთ ღილაკი 'წინა' და თქვენ ავტომატურად გადახვალთ ინასტალაციის წინა ფანჯარაში.
თუ თქვენ გაქვთ სურვილი შეაჩეროთ ინატალაციის პროცესი დააჭირეთ ღილაკს 'შეწყვეტა'. შედეგში ეკრანზე გამოდის ინსტალაციის პროცესის შეწყვეტის დამადასტურებელი ფანჯარა:

სადაც კითხვაზე 'ნამდვილად გნებავთ პროგრამის შეწყვეტა' დადებითი პასუხის ნიშნად დააჭირეთ ღილაკს 'კი' (ინსტალაციის პროცესის შეწყვეტის შემთხვევაში სისტემა ავტომატურად აღადგენს წინა საინსტალაციო პაკეტს).
ღილაკის 'არა' დაჭერის შემთხვევაში თქვენ ავტომატურად დაბრუნდებით თქვენს მიერ გავლილი ინსტალაციის პროცედურის შესაბამის ბოლო ფანჯარაში. ჩვენს შემთხვევაში ფანჯარაში 'ინფორმაცია განახლების შესახებ'. დააჭირეთ ღილაკს 'შემდეგი' და განაგრძეთ ინსტალაცია.

აღნიშნული პროცედურის წარმატებით ჩატარების ნიშნად ფანჯარაში 'დასასრული' მიიღებთ შეტყობინებას 'ინსტალაცია უშეცდომოდ დასრულდა'.
იმ შემთხვევაში, თუ ინსტალაციის შემდგომ რეკომენდირებულია კომპიუტერის გადატვირთვა, ველი 'კომპიუტერის გადატვირთვა' ავტომატურად მონიშნულია და ღილაკზე 'თანხმობა' დაჭერა გამოიწვევს სისტემის გადატვირთვა. წინააღმდეგ შემთხვევაში ინსტალაციის პროცედურა სრულდება სისტემის გადატვირთვის მოთხოვნის გარეშე.

 
Top


     Copyright ® 1997 Georgian Software Systems Ltd.
     E-mail: GSSCode@gss.ge