2026.09.30 - GSS ტესტები - https://tests.gss.ge 

📣 „GSS ტესტებს“ დოკუმენტაცია და GSS AI ჩატი დაემატა — ისწავლეთ, შეამოწმეთ ცოდნა და გაუგებარი საკითხები იქვე დააზუსტეთ!

ჩვენ ვაგრძელებთ „GSS ტესტების“ განვითარებას. ვებვერსიაში ახლა უკვე შეგიძლიათ გამოწერილ ტესტთან დაკავშირებული დოკუმენტაცია მოძებნოთ, შესაბამის ინსტრუქციას გაეცნოთ და GSS AI-ს კითხვები დაუსვათ.

📘 დოკუმენტაცია — ტესტთან ერთად

გახსნილი ტესტის ეკრანზე შეგიძლიათ „ტესტირებასა“ და „დოკუმენტაციას“ შორის გადაერთოთ:

მასალის წაკითხვა და ცოდნის შემოწმება ახლა უფრო მჭიდროდ უკავშირდება ერთმანეთს — სწავლა თქვენთვის მოსახერხებელი გზით გააგრძელეთ.

💬 რაც გაუგებარია, GSS AI-ს ჰკითხეთ

იმავე ეკრანიდან შეგიძლიათ GSS AI ჩატი გახსნათ და ტესტის თემაზე კითხვა დასვათ.

ჩატი განმარტებისთვის გახსნილ ტესტთან დაკავშირებულ დოკუმენტაციას იყენებს. პასუხთან მითითებული წყაროებით კი შეგიძლიათ შესაბამის ინსტრუქციას დაუბრუნდეთ და ინფორმაცია გადაამოწმოთ.

წაიკითხეთ → ჰკითხეთ → გაიაზრეთ → ტესტით შეამოწმეთ. 🧩

📱 „GSS ტესტები“ უკვე iOS-სა და Android-ზეც ხელმისაწვდომია!

სწავლა მობილური აპლიკაციებიდანაც შეგიძლიათ — ტესტები გაიარეთ თქვენთვის მოსახერხებელ დროს, პირდაპირ ტელეფონიდან.

🍎 ჩამოტვირთეთ iOS-ისთვის — App Store

📲 ჩამოტვირთეთ Android-ისთვის — Google Play

🚀 დოკუმენტაცია და GSS AI ჩატი მობილურ აპლიკაციებსაც მალე დაემატება. ამ ახალი შესაძლებლობებით სარგებლობა უკვე ვებვერსიაში შეგიძლიათ.

როგორ დაიწყოთ:

  1. გახსენით „GSS ტესტები“ და შედით თქვენი GSS ანგარიშით.
  2. გახსენით სასურველი გამოწერილი ტესტი.
  3. მასალის მოსაძებნად აირჩიეთ „დოკუმენტაცია“, ხოლო კითხვების დასასმელად — GSS AI ჩატი.

🧩 გახსენით „GSS ტესტები“ - https://tests.gss.ge

ისწავლეთ საკუთარი ტემპით, გაიმყარეთ ცოდნა და უკეთ გამოიყენეთ ის შესაძლებლობები, რომლებიც ყოველდღიურ საქმეში გჭირდებათ. 🧡

მობილშიც ცადეთ - GSS ტესტები ❤️🙌

App Store

https://apps.apple.com/app/id6812730768 

Google Play

https://play.google.com/store/apps/details?id=ge.gss.tests 

2026.09.16 - GSS ტესტები

📣 იყენებთ GSS-ის პროდუქტებს? გამოიწერეთ მათი სასწავლო ტესტები და უკეთ აითვისეთ შესაძლებლობები!

GSS-ის მომხმარებლებისთვის სწავლის ახალი გზა დავამატეთ — „GSS ტესტები“.

აირჩიეთ თქვენთვის საინტერესო პროდუქტის ხელმისაწვდომი ტესტები, გამოიწერეთ და ისწავლეთ საკუთარი ტემპით — პროგრამის პირველი ნაბიჯებიდან ყოველდღიურ სამუშაოში საჭირო ფუნქციებამდე.

🧩 ინსტრუქციიდან პრაქტიკამდე

ინსტრუქციის წაკითხვის შემდეგ ტესტებით შეამოწმეთ, რამდენად კარგად გაიგეთ მასალა. კითხვები პროგრამის გამოყენების დოკუმენტაციას ეფუძნება და ნასწავლის გამყარებაში დაგეხმარებათ.

ტესტების გავლისას შეგიძლიათ:

📊 თქვენი პროგრესი თვალსაჩინოდ

თითოეული გამოწერის ბარათზე და ტესტების გავლისას დაინახავთ:

✅ რამდენი კითხვა გაიარეთ;
⏳ რამდენი დაგრჩათ;
📈 როგორია თქვენი პროგრესი;
🔎 რამდენი შეცდომა დაუშვით.

ასე მარტივად შეაფასებთ საკუთარ შედეგს და სწავლას იქიდან გააგრძელებთ, სადაც გაჩერდით.

📬 ახალი ტესტები არ გამოგრჩებათ

თქვენს გამოწერებში ახალი ან განახლებული ტესტების შესახებ ერთ საერთო წერილს მიიღებთ.

მასში იქნება მხოლოდ ის გამოწერები, რომლებშიც სიახლეა — ახალი ან განახლებული კითხვების რაოდენობით, თქვენი პროგრესითა და სწავლის გასაგრძელებელი ბმულით.

თუ სიახლე არ არის, წერილი არ გაიგზავნება.

🚀 როგორ დაიწყოთ

გახსენით „GSS ტესტები“, აირჩიეთ „ახალი გამოწერა“, მოძებნეთ თქვენთვის საინტერესო ტესტების ნაკრები და გამოიწერეთ. შემდეგ საკუთარ ბარათზე დაჭერით დაიწყეთ სწავლა.

ახალი მომხმარებელი ხართ თუ GSS-ის პროგრამებით დიდი ხანია მუშაობთ — გაიმყარეთ ცოდნა და უკეთ გამოიყენეთ ის შესაძლებლობები, რომლებიც ყოველდღიურ საქმეში გჭირდებათ. 🧡

🧩 გახსენით „GSS ტესტები“

2026.09.15 - GSS მხარდაჭერა

📣 „GSS ტესტები“ — არსებული ინსტრუქციებიდან თანამშრომლებისა და მომხმარებლების სწავლებამდე

ჩვენ ვაგრძელებთ GSS მხარდაჭერის განვითარებას. დაემატა „GSS ტესტები“ — შესაძლებლობა, უკვე მომზადებული დოკუმენტაცია სასწავლო ტესტებად აქციოთ, თანამშრომლებსა და მომხმარებლებს გაუზიაროთ და მათ პროგრესსაც ადევნოთ თვალი.

რა შეგიძლიათ:

👀 გამომწერები და მათი პროგრესი

🏢 შიდა ცოდნა და მომხმარებლებისთვის გაზიარება

📬 სიახლეები ერთ წერილში

💬 რაც დაგავიწყდათ, GSS AI-ს ჰკითხეთ

🚀 რას ვამზადებთ შემდეგ

📘 გაეცანით GSS მხარდაჭერას
🧩 გახსენით „GSS ტესტები“

2026.09.05 - ვებ-სუპერფინი

📣 მეხსიერების აღრიცხვა განახლდა — კონტაქტებიც საერთო დათვლაში ჩაერთო, დაემატა გაფრთხილებები და უმოქმედო ორგანიზაციის მონაცემების შენახვის პარამეტრი

ჩვენ ვაგრძელებთ GSS-ის პროგრამების ერთმანეთთან დაკავშირებას. ამჯერად განვაახლეთ მეხსიერების გამოყენების აღრიცხვა, რათა უფრო ნათლად ხედავდეთ, რა მოცულობას იყენებს თქვენი ორგანიზაცია და როგორ ნაწილდება ის პროგრამებს შორის.

რა განახლდა:

მოხმარება დაგეგმილი დათვლის შემდეგ ახლდება. კონტაქტების მოცულობის საერთო აღრიცხვაში ჩართვის გამო ნაჩვენები ჯამი შესაძლოა ძველ მაჩვენებელს აღემატებოდეს — ახლა მასში დამატებითი პროგრამის გამოყენებაც აისახება.

📘 დათვლის წესები და პრაქტიკული მაგალითები იხილეთ
 მეხსიერების გამოყენების გზამკვლევში.

📬 ელფოსტით გაფრთხილებები

დაემატა ავტომატური შეტყობინებები მეხსიერების ვადის მოახლოების, ვადის გასვლისა და ადგილის ამოწურვის პროცესზე, ასევე SuperFin-ის უმოქმედობაზე. შესაბამის პასუხისმგებელ მომხმარებლებს წერილებში ეცნობებათ მიზეზი, დარჩენილი დრო და საჭირო მოქმედება.

ორგანიზაციის მდგომარეობა და ვადები პროგრამაშიც გადაამოწმეთ.

📘 გაფრთხილებების, აღდგენისა და მონაცემების შენახვის წესები აღწერილია 
შეძენილი მეხსიერების გზამკვლევში.

🛡️ ახალი პარამეტრი SuperFin-ში

ორგანიზაციის პარამეტრებს დაემატა მონიშვნა:

„ორგანიზაცია აღარ მოქმედებს, თუმცა მისი მონაცემების შენახვა მსურს“

თუ ორგანიზაციაზე აღარ მუშაობთ, მაგრამ მისი მონაცემები გჭირდებათ, ამ მონიშვნით SuperFin-ს უმოქმედობის გამო ავტომატური გათიშვისგან დაიცავთ.

❗ ეს მონიშვნა შეძენილი მეხსიერების საფასურს არ აუქმებს — გადახდისა და თავისუფალი ადგილის წესები კვლავ მოქმედებს.

📘 დეტალები და მაგალითები იხილეთ

 SuperFin-ის უმოქმედობის გზამკვლევში.

🚀 რას ვამზადებთ შემდეგ

პარალელურად ვავითარებთ ახალ სერვისებს:

მათ შესაძლებლობებს უახლოეს პერიოდში ეტაპობრივად ხელმისაწვდომს გავხდით და თითოეულზე ცალკე მოგიყვებით.

GSS - მეტი შესაძლებლობა, გასაგები აღრიცხვა და მეტი კონტროლი მონაცემებზე. 🧡

2026.09.01 - ვებ-სუპერფინი და კომუნიკაცია და კონტაქტები

📣 ძებნა მნიშვნელოვნად აჩქარდა და უფრო დახვეწილი გახდა

ჩვენ ვაგრძელებთ სუპერფინის შესაძლებლობების განვითარებას. განახლებული ძებნით უკვე შესაძლებელია ინფორმაციის პოვნა არა მხოლოდ უშუალო ველებით, არამედ ერთმანეთთან დაკავშირებული მონაცემებითაც.

მაგალითად:

🔎 ანგარიშების ძებნა მათთან დაკავშირებული კონტაქტების მიხედვით:

კონტაქტი: გია

კონტაქტი: "თანამდებობა: დირექტორი"

📄 საბუთების ძებნა იმ ანგარიშებთან დაკავშირებული კონტაქტების მიხედვით:

ანგარიში: "კონტაქტი: გია"

ახლა შეგიძლიათ სწრაფად მოძებნოთ:

✅ საბუთების ძებნისას ანგარიშების რაოდენობაზე ძველი 7-ანგარიშიანი შეზღუდვა აღარ მოქმედებს.

✅ ინსტრუმენტების ზოლის ქვემოთ გამოჩნდება, საძიებო ფრაზიდან რეალურად რომელი პირობები შესრულდა.

🎁 ჩვენ მხოლოდ ახალ შესაძლებლობებს არ ვამატებთ — მათი მუშაობისთვის საჭირო დამატებით რესურსსაც საკუთარ თავზე ვიღებთ. მომხმარებლებს საჭირო მეხსიერებას უფასოდ ვუმატებთ, საჭიროების მიხედვით გიგაბაიტობითაც, რათა საკუთარ ასიათასობით საბუთში ახალი ძებნა დამატებითი საფასურის გარეშე გამოიყენონ.

სრული საჯარო ინსტრუქციები:

🔎 საძიებო ფრაზის საერთო წესები

👥 კონტაქტების ძებნა

💬 კომუნიკაციის ისტორიის ძებნა

📊 ანგარიშთა გეგმის, საწყისი ნაშთებისა და ბრუნვის ძებნა

📄 საბუთების ძებნა

🧾 RS ანგარიშ-ფაქტურების ძებნა

GSS - ვავითარებთ შესაძლებლობებს და საჭირო რესურსსაც ჩვენ ვამატებთ. 🧡

2026.08.30 - ვებ-სუპერფინი

📣 სიახლე: სუპერფინში ძებნა მნიშვნელოვნად უფრო სწრაფი, მოქნილი და დახვეწილი გახდა

ჩვენ ვაგრძელებთ სუპერფინის შესაძლებლობების განვითარებას — ამჯერად სრულად განვაახლეთ ანგარიშების, საბუთებისა და RS ანგარიშ-ფაქტურების ძებნა.

რა გავაკეთეთ:

როგორ გამოიყენოთ:

მნიშვნელოვანია:

ჩვენ მხოლოდ ახალ შესაძლებლობებს არ ვამატებთ — როდესაც განვითარება დამატებით ტექნიკურ რესურსს მოითხოვს, ამ კონკრეტული განახლებისთვის საჭირო დამატებით სივრცესაც მომხმარებლებს ვჩუქნით.

მოკლედ: კონტაქტი იცით? ანგარიშსაც იპოვით და მასთან დაკავშირებულ საბუთებსაც — სწრაფად, შეუზღუდავი რაოდენობის ანგარიშებში და საჭირო დამატებითი რესურსით GSS-ისგან. ✅

იცით?...

რომელ კლიენტებს აქვთ დავალიანება ?… 

ვებ-სუპერფინში ნახეთ… ❤️

2026.08.26 - ვებ-სუპერფინი

📣 სიახლე: GSS AI უკვე სუპერფინზე გპასუხობთ, მონაცემებს გიძებნით და თანხებს გითვლით

რა გავაკეთეთ:

ვებ-სუპერფინს დავამატეთ GSS AI ჩატი, რომელსაც მუშაობის ორი რეჟიმი აქვს;

  1. თუ ვებ-სუპერფინში ავტორიზებული ხართ, მაგრამ ორგანიზაცია არ გაქვთ გახსნილი, შეგიძლიათ:

GSS AI მოძებნის შესაბამის დოკუმენტაციას, აგიხსნით სამუშაო პროცესს და პასუხთან ერთად გამოყენებულ წყაროებსაც გაჩვენებთ;

  1. თუ ორგანიზაცია გახსნილი გაქვთ, GSS AI-ს შეგიძლიათ ჰკითხოთ როგორც პროგრამის გამოყენებაზე, ისე თქვენი ორგანიზაციის საბუღალტრო მონაცემებზე;

ჩატის გაგრძელებისას GSS AI წინა კითხვის კონტექსტს ინარჩუნებს — იგივე მოთხოვნის თავიდან დაწერა აღარ არის საჭირო.

როგორ უნდა იმუშაოთ:

გახსენით:

https://superfin.gss.ge/ka/info/meet-superfin 

გაიარეთ ავტორიზაცია და გახსენით GSS AI ჩატი.

1. „როგორ დავამატო ახალი ორგანიზაცია?“

2. „როგორ დავაკავშირო ორგანიზაცია RS.GE-სთან?“

3. „როგორ შემოვიტანო ანგარიშთა გეგმა?“

4. „როგორ შემოვიტანო საბუღალტრო ოპერაციები?“

5. „როგორ შემოვიტანო ბანკის ამონაწერი?“

6. „როგორ დავამატო ანგარიში კორესპონდენციებში?“

7. „როგორ გამოითვლება თვითღირებულება?“

8. „როგორ დავაარქივო მონაცემთა ბაზა?“

1. „მომეცი 3110-ის ანგარიშები, რომლებსაც ნაშთი აქვთ.“

2. „მომეცი 33 ჯგუფის ანგარიშები, რომლებსაც უარყოფითი ნაშთი აქვთ.“

3. „ჯამში რამდენია 33 ჯგუფის საკრედიტო ნაშთი?“

4. „14 ჯგუფში მომეცი ანგარიშები, რომელთა სადებეტო ნაშთი მეტია 1000-ზე.“

5. „მომეცი ბანკის ანგარიშებზე დღევანდელი და გუშინდელი არანულოვანი ჩარიცხვები ცალ-ცალკე.“

6. „მომეცი გუშინდელი და დღევანდელი რეალიზაციის ჯამი ერთ თანხაში.“

7. „მომეცი გუშინდელი და დღევანდელი რეალიზაცია ცალ-ცალკე.“

8. „მომეცი შპს ქართული პროგრამული სისტემების 2026 წლის გადარიცხვები.“

ბოლო კითხვის შემდეგ იმავე ჩატში უბრალოდ გააგრძელეთ:

„თვეების მიხედვით.“

GSS AI გაითვალისწინებს წინა კითხვას და მოთხოვნას თვეების მიხედვით დააჯგუფებს.

მნიშვნელოვანია:

რატომ გავაკეთეთ:

მოკლედ: ნაკლები მენიუს ძებნა, ნაკლები ხელით დათვლა და მეტი პასუხი ჩვეულებრივ ადამიანურ ენაზე. ✅

2026.08.18
 - ვებ-სუპერფინი - GSS AI მაგალითები

თუ https://superfin.gss.ge/ka/info/meet-superfin ორგანიზაციაში არ ხართ შესული, დაუსვით GSS AI - ის პროგრამა სუპერფინზე კითხვები (მალე მას მთელი ვებ-სუპერფინსის დოკუმენტაციაც ეცოდინება);

  1. ახალი ორგანიზაციის დამატება;
  2. RS-თან დაკავშირება;
  3. ანგარიშთა გეგმის იმპორტი;
  4. საბუღალტრო ოპერაციების იმპორტი;
  5. ბანკის ამონაწერის იმპორტი;
  6. კორესპონდენციებში ანგარიშის დამატება;
  7. თვითღირებულების გაადთვლა;
  8. მონაცემთა ბაზის არქივაცია;

თუ ორგანიზაცია გახსნილი გაქვთ, GSS AI კითხეთ წინა ვარიანტებიც და + დამატებით:

  1. მომეცი 3110 ანგარიშები რომლებსაც გააჩნია ნაშთი;
  2. რამდენი მაქვს 33 ანგარიშების უარყოფითი ნაშთები;
  3. მომეცი დღევანდელი/გუშინდელი არანულოვანი ჩარიცხვები;
  4. მომეცი ჯამში დღევანდელი და გუშინდელი რეალიზაცია ერთად;
  5. მომეცი ჯამში დღევანდელი და გუშინდელი რეალიზაცია ცალკ-ცალკე;
  6. შპს ქართული პროგრამული სისტემები 2026 წლის გადარიცხვები;
  1. თვეების მიხედვით (გააგრძელეთ ჩატი)

2026.08.13 - ვებ-სუპერფინი

📣 სიახლე: კალენდარში მიმდინარე დღის არჩევა და პერიოდის მართვა განახლდა

რა გავაკეთეთ:

როგორ უნდა იმუშაოთ:

მნიშვნელოვანია:

რატომ შევცვალეთ:

მოკლედ: მიმდინარე დღის არჩევა ერთი მოქმედებით, ნაკლები ღილაკი ინსტრუმენტების ზოლში და კალენდარი, რომელიც არჩეულ პერიოდს მაშინვე სწორ ადგილას გაჩვენებთ. ✅

2026.08.07 - ვებ-სუპერფინი

📣 სიახლე: ანგარიშთა გეგმაში დამატებითი მონაცემები ახლა კონტაქტებით იმართება

რა გავაკეთეთ:

როგორ უნდა იმუშაოთ:

  1. გახსენით საჭირო საბოლოო ანგარიში;

  2. „კონტაქტის“ ველში ჯერ მოძებნეთ უკვე არსებული პიროვნება, ორგანიზაცია ან ბანკი;

  3. თუ კონტაქტი ნამდვილად არ არსებობს, იმავე ველიდან შექმენით ახალი;

  4. კონტაქტის შენახვის შემდეგ აუცილებლად შეინახეთ თვითონ ანგარიშიც;

  5. უკვე არჩეულ კონტაქტზე დაჭერით შეგიძლიათ მისი სრული ბარათის გახსნა და მონაცემების გადამოწმება.

რატომ შევცვალეთ:

მნიშვნელოვანი განსხვავება:

📘 დეტალური ინსტრუქცია, მაგალითები, RS ანგარიშ-ფაქტურებთან კავშირი და ყველა პრაქტიკული შემთხვევა იხილეთ აქ:

https://docs.google.com/document/d/1Oto4xwDc61jEhe0aoomJ9OSxyj29CQ1f6dt0msreV3U/edit?tab=t.0 

მოკლედ: ნაკლები დუბლირება, ერთი სწორი კონტაქტი და უფრო მოწესრიგებული ანგარიშთა გეგმა. ✅

სასწავლო კურსი - როგორ დავიწყო მუშაობა

ასევე შეგიძლიათ თქვენთვის საინტერესო ვებ-სუპერფინის საკითხების ღრმად შესასწავლად მოითხოვოთ სატელეფონო კონსულტაციები - https://superfin.gss.ge/ka/info/prices  ან შეიძინოთ მომხმარებლის მხარდაჭერის ჩვენი მომსახურების სტანდარტული პაკეტი - https://superfin.gss.ge/ka/info/support

2026.08.03 - ვებ-სუპერფინი

📣 სიახლე: ანგარიშების დამატებითი მონაცემების მართვის განახლება

რა იცვლება:

რატომ ვცვლით:

რა იქნება შემდეგ:

2026.07.16 - ვებ სუპერფინი

📣 სიახლე: თიბისი ბანკის ინტეგრაცია ვებ-სუპერფინში

რა გავაკეთეთ:

როგორ ჩავრთოთ:

რატომ გავაკეთეთ:

ნაკლები რუტინული სამუშაო, ნაკლები შეცდომა და უფრო სწრაფი ბუღალტერია — უკვე თიბისი ბანკის მომხმარებლებისთვისაც.

სწავლის ხელშეწყობისთვის კი გთავაზობთ:

სასწავლო კურსი - როგორ დავიწყო მუშაობა

ასევე შეგიძლიათ თქვენთვის საინტერესო ვებ-სუპერფინის საკითხების ღრმად შესასწავლად მოითხოვოთ სატელეფონო კონსულტაციები - https://superfin.gss.ge/ka/info/prices  ან შეიძინოთ მომხმარებლის მხარდაჭერის ჩვენი მომსახურების სტანდარტული პაკეტი - https://superfin.gss.ge/ka/info/support