შპს ქართული პროგრამული სისტემები
შპს. ქართული პროგრამული სისტემები 1996 წლიდან დღემდე საქართველოს ბაზარზეა, როგორც
ერთ-ერთი დიდი პროგრამული უზრუნველყოფის ორგანიზაცია. პირველივე წლიდან კომპანიამ დაიმკვიდრა
ლიდერის ადგილი მაღალი ხარისხის პროგრამული პროდუქტების შექმნასა და რეალიზაციაში.
როგორც გამოცდილი კომპანია ჩვენ ვაფასებთ ჯგუფურ მუშაობას, პატიოსნებას, კრიტიკულ აზროვნებას,
მუდმივ განვითარებას და პროფესიონალიზმს. რაც მთავარია თითოეული მომხმარებელი და
პარტნიორი ჩვენთვის ძვირფასია და ამიტომ ჩვენ მათ ვთავაზობთ მომსახურების მაღალ დონეს
და საშუალებას რომ მაქიმალურად ეფექტურად გამოიყენონ 21-ე საუკუნის ინოვაციური ტექნოლოგიები
მათი ბიზნესის წარმატებისთვის.
GSS-ის მიზანია დაეხმარობს კერძო პირებსა თუ სხვადასხვა ორგანიზაციებს, როგორც საქართველოს
ისე მსოფლიო ბაზარზე მოახდინონ ბიზნესს პოტენციალის სრული რეალიზირება. ჩვენ ყოველთვის
მზად ვართ მოვუსმინოთ და ვუპასუხოთ ჩვენს მომხმარებლებსა და პარტნიორებს, რომ მათაც
შეიტანონ წვლილი მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებში და ასევე წლების მანძილზე შეძენილი
გამოცდიულება გავუზიაროთ მათ.
დღემდე ჩვენი პროგრამით SuperFin და GSS კოდექსით ვუზრუნველყოფდით ბაზრის 2 სეგმენტს: ბუღალტრებსა და იურისტებს. ჩვენი მომხმარებლის რიცხვი 3000-ს აღემატება.
SuperFin- საბუღალტრო აღრიცხვის სრული ავტომატიზაცია,
რომლითაც სრულად და მარტივად ეწყობა ნებისმიერი ფირმის ან საწარმოს საბუღალტრო საქმიანობა.
GSS გარემო - წარმოადგენს უნივერსალურ პროგრამულ საშუალებას
ნებისმიერი სახის ბიზნესის სამართავად, რომელსაც დღემდე ანალოგი არ მოეპოვება.
2011 წლიდან კი ჩვენი უნიკალური პროდუქტი უკვე ყველა მსურველისათვის (არაკომერციული მომხმარებლებისთვისაც) ხელმისაწვდომია, ის საინტერესოა დღეს არსებული ნებისმიერი ორგანიზაციისთვის, საქმიანი ადამიანისთვის ან უბრალოდ ყველასთვის ვისაც აქვს შეხება კომპიუტერთან.
წლების განმავლობაში ჩვენ ვთანამშრომლობთ ჩვენს პარტნიორებთან საქართველოს მასშტაბით, რაც საშუალებას გაძლევთ მარტივად შეიძინოთ პროდუქტები სხვადასხვა რეგიონებში.