SuperFin კომუნიკაცია და კონტაქტები E-Mail მარკეტინგი და მენეჯმენტი ჩემი ჩანიშვნები
აღწერა განახლებები ინსტრუქციები გადმოწერა ფასი სავალუტო კურსები
განახლება 2.046 - 2026.01.27 გაეცანით სხვა განახლებებს -
იხილე ვიდეო - როგორ ჩამოტვირთო ახალი სუპერფინი
სარჩევი
განახლება 2.046 - 2026.01.27
  გაუმჯობესდა ბანკის ამონაწერის იმპორტი
  გამარტივდა სუპერფინის რეგისტრაცია
  გამარტივდა სუპერფინის მომსახურების ვადის გაგრძელება
  ვებ-სუპერფინში განახლებული საკითხები
განახლება 2.046 - 2026.01.27
გაუმჯობესდა ბანკის ამონაწერის იმპორტი
ბანკის ამონაწერის წინა იმპორტირებისას მითითებული და შესაბამისად დამახსოვრებული ანგარიში შემდეგი იმპორტირების დროს თუ უკვე საქაღალდეა (შეიცავს ქვეანგარიშებს), ანალოგიურ ტრანზაქციებში მისი ავტომატური მითითება აღარ მოხდება. შესაბამისად, აღარ დაგჭირდებათ შევსებული ტრანზაქციების სიაში ისეთი ანგარიშების ძებნა, რომლებიც საქაღალდეებია და რომელთა გამოც იმპორტირების შესრულება ვერ ხერხდება.
გამარტივდა სუპერფინის რეგისტრაცია
სუპერფინის ინსტალაციის (ასევე ხელახალი ინსტალაციის) შემდეგ, მისი რეგისტრაცია უკვე დამოუკიდებლად ნებისმიერ დროს შეგიძლიათ, ამისათვის, თქვენს სუპერფინთან დაკავშირებულ ვებ-სუპერფინის ორგანიზაციაში, ‘მიმოხილვის’ ფანჯარაში დააჭირეთ ბრძანებას ‘პროგრამა სუპერფინის რეგისტრაცია’;
შემდეგ კი, სუპერფინში, გახსენით ‘პარამეტრების’ ფანჯრა (CTRL+SHIFT+O) და გადადით ჩანართში ‘gss-რეგისტრაცია’, სადაც ჩანს რომ პროგრამა ჯერ არ არის რეგისტრირებული
პროგრამის რეგისტრაციის დასრულების მიზნით, დააჭირეთ ‘ინფორმაციის განახლების მოთხოვნას’.
გამარტივდა სუპერფინის მომსახურების ვადის გაგრძელება
მომსახურების ღირებულების გადახდის შემდეგ, ვადის გასაგრძლებლად აღარ არის საჭირო პროგრამის განახლება. თქვენი პროგრამის მომსახურების ვადის გაგრძელება ინტერნეტის საშუალებით შესვლისთანავე ავტომატურად მოხდება ან საჭირო იქნება სარეგისტრაციო ‘ინფორმაციის განახლების მოთხოვნაზე’ დაჭერა (სერვისი->პარამეტრები->gss-რეგისტრაცია).
ვებ-სუპერფინში დაემატა / გაუმჯობესდა შემდეგი საკითხები
დაემატა - ანგარიშთა გეგმის იმპორტი ვებ-სუპერფინში;
დაემატა - არჩეული და წინა ანალოგიური პერიოდების ბრუნვების ერთიანად ექსპორტი;
დაემატა - ანგარიშთა გეგმაში ქვეანგარიშის თავისუფალი ნომრის შეთავაზება;
დაემატა - საიდენტიფიკაციო ან პირადი ნომრის მითითებით დასახელებების ავტომატურად შევსება;
გაუმჯობესდა - ვალუტის ცვლილება საბუღალტრო გატარებაში;
დაემატა - საბუთებში დაარქივებული ანგარიშების მითითება და მათი ავტომატური აღდგენა;
გაუმჯობესდა - ანგარიშ-ფაქტურების ჩამოტვირთვა;
გაუმჯობესდა - ანგარიშ-ფაქტურების ჩამოტვირთვის ფანჯარაში ძებნის პარამეტრები;
დაემატა - მომხმარებელი დამთვალიერებლის სტატუსით.
 
 
 
 
 
 
 
დიდი მადლობა რომ დაინტერესდით... თუ გექნებათ დამატებით სხვა შეკითხვები, გთხოვთ არ მოგერიდოთ და დაგვიკავშირდეთ
service@gss.ge - 995 32 2313331, 2313431, 2313531